რა უშლის ხელს მწვანე საზღვრის დაცვას საქართველოში
აჰმედ ჩატაევის ტერორისტული ჯგუფის საქართველოში შემოსვლა და აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის თბილისიდან გატაცება საქართველოში ბოლო დროის ყველაზე გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეებია. ხელისუფლების წარმომადგენლები ორივე შემთხვევაში ე.წ. მწვანე საზღვრის კვეთაზე აპელირებენ. საქართველოს მწვანე საზღვრის თანამედროვე სტანდარტებით კონტროლი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ევალება.