პარფიუმერიის მაღაზიებში თავისუფლად იყიდება კოსმეტიკური საშუალებები, რომლებიც ჯანმრთელობისთვის საშიშ ნივთიერებებს შეიცავს.
ტოქსიკოლოგის თქმით, ასეთი პროდუქტი აღიზიანებს კანს, ავითარებს ალერგიას და შესაძლოა ქიმიური დამწვრობაც გამოიწვიოს. ამის მიუხედავად, სახელმწიფო იმპორტირებული კოსმეტიკური საშუალებების ხარისხს არ ამოწმებს.