გარევაჭრობის აკრძალვა VS რეგისტრაცია

ჟურნალისტი: თამარ გელაშვილი
Divider dot 1 თებერვალი 2018

საქართველოში გარევაჭრობა კანონით აკრძალულია და კანონის დაცვაზე კონტროლი თვითმმართველობებს ევალება. ამის გამო სურსათის ეროვნული სააგენტო არ არის ვალდებული გარევაჭრობის პირობებში გასაყიდი პროდუქცია შეამოწმოს. სურსათის უვნებლობის საერთაშორისო ექსპერტი – მატი ლამპი ამბობს, რომ გარევაჭრობის არათუ აკრძალვა, არამედ – რეგისტრაციაა საჭირო.