ვინ აკონტროლებს ლიფტების უსაფრთხოებას

ჟურნალისტი: ნინო მელიქიშვილი
Divider dot 17 აპრილი 2018

საქართველოში 15-დან 18 ათასამდე ლიფტი  უსაფრთხოების სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს  და გამოსაცვლელია. კანონის თანახმად, თუკი ინსპექტირების შედეგად აღმოჩნდა, რომ ლიფტი გაუმართავია, ჯარიმის გადახდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს, ანუ თავად მაცხოვრებლებს უწევთ. სპეციალისტების თქმით, ეს საკანონმდებლო ხარვეზი ამხანაგობებს ლიფტების ტექნიკური ზედამხედველობის მოტივაციას უკარგავს.