როგორ გაჩნდა ახალი საფლავი დახურულ სასაფლაოზე თბილისის ცენტრში

ჟურნალისტი: ნათია ჩეხერია
Divider dot 5 ივნისი 2018

საბურთალოს საძმოს საქალაქო სასაფლაოზე, რომელიც დახურულია, ახალი საფლავი შემომსაზღვრელი კედლის მიღმა, პირდაპირ ტროტუარზე მოაწყვეს. ჩვენი ინფორმაციით, ეს საფლავი აქ თბილისის ყოფილი მერის მოადგილის დავალებით გაჩნდა.

საფლავი 2017 წლის აპრილში აქ არ იყო. ჰერმესმა ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის სექტემბერში წერილობით მიმართა და სასაფლაოს ტერიტორიის დაკორექტირება თხოვა. შედეგად, ტერიტორია ისე დაკორექტირდა, რომ ახალი საფლავისთვს გზასთან ახალი ადგილი გაჩნდა.