უვადო მოსამართლეობის ფასი

Divider dot 23 იანვარი 2019

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძეს მოსამართლეობის ათწლიანი ვადა ამოეწურა, თუმცა იუსტიციის საბჭომ მას უფლებამოსილების ვადა გაუგრძელა. არევაძე მოსამართლედ უვადოდ დანიშვნას ელოდება. მის წინააღმდეგ სადისციპლინო საჩივრით იუსტიციის საბჭოს დალი გოგიჩაშვილმა მიმართა.

გოგიჩაშვილს არევაძემ შვიდწლიანი პატიმრობა მიუსაჯა, რადგან მის მიერ დედამთილისგან მემკვიდრეობით მიღებული ქონების რეგისტრაცია თაღლითობად მიიჩნია მოსამართლე გიორგი არევაძემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსამართლე გიორგი არევაძის გადაწყვეტილება და მსჯავრდებული დარბაზიდან გაათავისუფლა. თაღლითობის მუხლი გადაუკვალიფიცირა და თვითნებობისთვის 2000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

გიორგი არევაძე საზოგადოების კრიტიკის ობიექტი გახდა მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო, რომლითაც საქართველოს მესამე პრეზიდენტს კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული შეწყალების გადაწყვეტილების გამო მიუსაჯა 3-წლიანი პატიმრობა.