ძვირფასი საჩუქრები ოჯახის წევრებისგან – ვინ და როგორ უნდა აკონტროლებდეს ქონებრივ დეკლარაციებს

ჟურნალისტი: მარიკა დუდუნია
Divider dot 23 მარტი 2018

2018 წელს თანამდებობის პირების მიერ შევსებულ დეკლარაციებში ახალი ტრენდი გამოიკვეთა – ძვირფასი საჩუქრები ოჯახის წევრებისგან, რასაც კანონი არ კრძალავს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეჭვს ის გარემოება იწვევს, თუ რა გზით დააგროვეს ოჯახის წევრებმა ამ საჩუქრებისთვის საჭირო სახსრები. ხელისუფლება აჭიანურებს დამოუკიდებელი კომისიის შექმნას, რომელიც ასეთი საეჭვო დეკლარაციების მონიტორინგს მოითხოვდა.