16 მარტს გუდაურში საბაგიროს ავარიული ამუშავების მიზეზად, რამაც 10-მდე ადამიანის დაშავება გამოიწვია, ოპერატორის შეცდომა დასახელდა. თუმცა მთის კურორტების კომპანიის ცნობით, პერსონალი მუდმივად გადის გადამზადებას. სპეციალისტების ცნობით, პრობლემატურია ის, რომ ასეთი მაღალი რისკის ადგილებზე დასაქმებულთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები დაბალია.