უსიცოცხლო მდინარეები

ჟურნალისტი: თეო ქავთარაძე ; რედაქტორი: ნინო ზურიაშვილი
Divider dot 19 თებერვალი 2024

Ფეხბურთის მაგიერ, იქ წასულან, იორზე. Წავიდა და აღარ ამოვიდა

  რა გახდა 13 წლის დათო მამუჩიშვილი სიკვდილის მიზეზი? 

Ნაპირში მდგარა, მოწყვეტილა ბექობი და ჩავარდა. 

Წიაღის მოპოვებით განადგურებული  და სიცოცხლისთის საშიში მდინარეები. 

Სიუკვდილს დავარქმევ, მკვდარია ამ წუთას მდინარე იორი. 

კომპანიები მილიონობით ლარის ქვიშა-ხრეშს მოიპოვებენ,  Ადამიანები კი კარგავენ მიწებსა და სასმელ წყალს. 

Არასდროს არ შრებოდა წყალი და ახლა შრება

Განახევრდა მოსავალი, საერთოდ აღარ მოდის. Რაც ის “დრაბილკები” ჩადგეს და მღვრიე წყალი მოდის. 

თითქმის 2 ჰექტარია, რომელიც  კომპანიამ წაიღო, როგორც ინერტული მასალა. 

Რატომ არ იცავს სახელმწიფო გარემოსა და ადამიანებს,  როცა მათ საფრთხე ემუქრებათ? 

Აქ არაფერი დაცული არაა, აქ არის ვანდალიზმი. 

Კანონით ვალდებულება აქვთ კომპანიებს რო რეკულტივაცია გააკეთონ, რატო ვერ ასრულებთ კანონს ბატონო გოჩა?

Თამარ მამუჩიშვილი

-Დაღუპვის შემდეგ დედა იძახდა, რომ მთელი 1 თვე გვეხვეწა, რომ იორზე გამიშვითო. Მითხრეს, რომ სტადიონზე მივდივართ ფეხბურთი უნდა ვითამაშოთო. Ფეხბურთის მაგივრად იქ წასულან, იორზე. Წავიდა და აღარ ამოვიდა. Სანამ ტანსაცმელი ავიღე, მივტრიალდი და აღარ იყოო.

Ჟურნალისტი

13 წლის Დათო მამუჩიშვილი მდინარეზე ძმასთან ერთად წავიდა. ისინი ბანაობას აპირებდნენ, მაგრამ ვეღარ მოასწრეს. 

Სოფელ ხაშმში ხალხი ყვება, რომ დათო მდინარე იორის ნაპირზე იდგა, როცა მიწა ჩამოიშალა და მდინარეში ჩავარდა. 

ხალხი

Ნაპირში მდგარა, მოწყვეტილა ბექობი და ჩავარდა. 

-ჩაენგრა რაღაცა და ჩავარდა და ვეღარ მიეხმარა. Მეორე ძმა იყო, ეგ ვიცი. 

-ქვიშის კარიერებმა მუშაობა რო დაიწყო, დააღრმავეს, დააღრმავეს და დაღრმავდა ეს ყველაფერი. Იქით არ ჩასულხარ და იქ უარესი ხდება. 6 მეტრიანი ….

Ექვთიმე მამუჩიშვილი

Გინახავთ ის ადგილი?

Არა, არ მინახია. 

Ეს იმხელა ტრაგედია იყო, რომ იმის ის აღარა გვქონდა, რომ ჩავსულიყავით დაგვენახა

Გინდა მენახა, რა გამოვიდოდა? Არაფერი! 

-Ამის ძმიშვილმა ნახა და მიწა მოირღვა და გადავხტი იქითაო რო არ წავეღეო. Მიწა ქვეშიდან გამოცლილი ჰქონდა და აღარა ჰქონდა მიწა. Და წყალმა წაიღო ის მიწაც, ჩაინგრა. 

ჟურნალისტი

Რეზო გეთიაშვილმა პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად  კამპანია “იცურე მშვიდად” წყლების წინ დაიწყო.  Ისინი ხელისუფლებისგან საკანონმდებლო ბაზის დახვეწასა და წყლის ობიექტებზე მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვას მოითხოვდნენ. 

Რეზო გეთიაშვილი

Ეს მეტყველებს იმაზე, რომ არ არის დაცული მთავარი, ადამიანის სიცოცხლე, იმიტომ არ ხდება რეაგირება ამ ტრაგედიებზე, რომელიც გამოწვეულია, ხშირ შემთხვევაში, გარემოსდაცვითი ნორმების დარღვევით და ამ კონკრეტულ საკთხე, ჩვენ ასეთი ფაქტები გვაქვს და თან არაერთია. Ეს ერთეული შემთხვევაც კი უნდა იწვევდეს სისტემური ანალიზს და შემდგომში უკვე სისტემური ცვლილებას, მაგრამ არც ერთ ასეთ შემთხვევას მსგავსი შედეგი არ მოყოლია. 

Ჟურნალისტი

Მდინარე იორი ქვიშა-ხრეშის მოპოვების გამო მთლიანად სახეცვლილია – მდინარის კალაპოტი დაღრმავებულია, ხოლო ნაპირი ორმოებით არის დაფარული.

Რამ გამოიწვია ბავშვის დაღუპვა, ამ კითხვაზე პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ გვიპასუხა. 

Საქართველოში მდინარეების ექსპლუატაციის მასშტაბი დღითიდღე  იზრდება და ქვიშა-ხრეშის მოპოვება ადგილობრივ მოსახლეობას უმძიმეს საცხოვრებელ პირობებს უქმნის. დღეს მოგიყვებით, როგორ კარგავენ ადამიანები სასოფლო- სამეურნეო მიწებსა და სასმელ წყალს და Რატომ არ იცავს სახელმწიფო მათ უსაფრთხოებას. ასევე, გაჩვენებთ როგორ ნადგურდება საქართველოს მდინარეები. 

ქვიშა-ხრეში სამშენებლო მასალაა და მისი მოპოვება, ძირითადად, მდინარეების კალაპოტებსა და ჭალებში ხდება. მინერალური რესურსების სააგენტო მილიონიბით კუბურ მეტრ ქვიშა-ხრეშის მოპოვების ლიცენზიას გასცემს, თუმცა შემდეგ მოპოვების პროცესზე ეფექტიან კონტროლს აღარ ახორციელებს. 

2021 წლის მონაცემებით, Მინერალური რესურსების სააგენტოს მდინარე იორზე ქვიშა-ხრეშის მოსაპოვებლად 27 ლიცენზია ჰქონდა გაცემული. 

Ამ ტერიტორიაზე კი 2017 წლიდან ჯამში 50 ჰექტარ ფართობზე 5 კომპანია მუშაობდა, თუმცა ახლა მოპოვებას მხოლოდ ორი განაგრძობს.

“Მწვანე ალტერნატივამ” 2021 წელს საშენი მასალის მოპოვების პრაქტიკა და მისი შედეგები იკვლია. Ირინა სვანიძემ სხვა მდინარეებთან ერთად მდინარე იორიც შეისწავლა.

Ირინა სვანიძე

Მდინარის კალაპოტებში კი არა, მდინარის ნაპირებზეც ხდება მოპოვება და ნახეთ, ეს არის ყველაზე კარგი მაგალითი რა სიღრმეზე აქვთ ჩამოჭრილი მდინარის ნაპირი. Მდინარე იორზე თითქმის ყველგან, ყველა კომპანიას, რომელსაც ამოწურული აქვს თუ არ აქვს ამოწურული ლიცენზია, მოპოვების შემდეგ ყველას იგივე სახით აქვს დატოვებული ტერიტორიები. 

Ჟურნალისტი

Ტერიტორიაზე ქვიშა-ხრეშს კომპანია “იორი 2008” მოიპოვებდა, მათ ლიცენზიის ვადა შარშან გაუვიდათ. თუმცა, ადგილზე მისვლისას აღმოვაჩნეთ, რომ ტექნიკა ისევ მუშაობდა. 

Იოსებ ქინქლაძე/ჟურნალისტი

-Თქვნ ლიცენზია ამოგეწურათი, ხო?

-Ჯერ გვაქვს კიდე დარჩენილი

-Რამდენი ხანი?

-არა , ვყიდულობ მე მასალას და ისე ვამუშავებ. 

-Რას გულისხმობთ, იმიტომ თქვენი ლიცენზია ამოწურულია. Და მოიპოვებთ ისევ? 

-Ვყიდულობ მეთქი ბალასტს

-Საიდან ყიოდულობთ?

-Გვერდით კომპანიიდან

-Როცა მორჩით, რეკულტივაცია გააკეთეთ?

-Რეკულტივაცია როგორ გავაკეთთ, კაცო? Დამთავრდა ლიცენზია, გამოვედი კარიერიდან. Მე კარიერში არ შევდივარ, ესაა ჩემი ტერიტორიები. 

-Სად მოიპოვებდით, როცა ლიცენზია გქონდათ, Საიდან სადამდე?

-Აი, მდინარეში გვქონდა. Აქედან აქამდე.

Ჟურნალისტი

Კომპანიის წარმომადგენელი დაგვთანხმდა, ის ტერიტორია ეჩვენებინა, სადაც 1 წლის წინ მოიპოვებდა ქვიშა-ხრეშს.

Იოსებ ქინქლაძე/ჟურნალისტი

Ეს არ არის ჩვენი ჩამოღებული მეთქი. 

-Ვისი ჩამოღებულია?

-Მე რა ვიცი ვისია, დედას გეფიცები

Თქვენს ტერიტორიაზე ხო ვდგავართ ახლა? Თქვენ სად ამოიღეთ მაშინ ის მაჩვენეთ. Ეს ხო ამოიღეთ თქვენ?

-Ეს კი

Ჟურნალისტი 

“Იორი 2008” 2020 წელს მდინარის ჭალაში სხვადასხვა სიღრმეზე ქაოტურად მოპოვებისთვის სასამართლომ 2000 ლარით დააჯარიმა. Ოქმში Ასევე ნახსენებია, რომ ნაპირის დახრის კუთხე 55 გრადუსის ნაცვლად  90 გრადუსი იყო, რაც დაშვებულ ნორმას ეწინააღმდეგება. Თუმცა, კომპანიის წარმომადგენელი ამ ფაქტს დღემდე უარყოფს.

Ირინა სვანიძე ამბობს, რომ 2000 ლარიანი ჯარიმა კომპანიებს არ აშინებთ. Მაშინ როცა წიაღის მოპოვებით მიღებული შემოსავალი ასიათასობით ლარს შეადგენს.

Ირინა სვანიძე

მთავარი არის კანონაღსრულების სისუსტე და კანონდარღვევის ფაქტების აღმოჩენის პრობლემა. Კნონდარღვევის ფაქტების აღმოჩენის დროსაც კი სახელმწიფო რეაგურება არის არაეფექტური. Ხშირ შემთხვევაში , კომპანიები კანონდაღვევის აღმოჩენის დროს არ ჯარიმდებიან და დაჯარიმების შემთხვევაშიც კი, ამ ჯარიმების ოდენობა არის იმდენად მცირე, რომ კომპანიებს მაინც უღირს ამ ჯარიმების გადახდა.

Ჟურნალისტი

ამ ტერიტორიაზე ქვიშა-ხრეშს კიდევ ორი კომპანია მოიპოვებდა, რომელსაც  ლიცენზიის ვადა ამოეწურა. Ახლა იქ  ტექნიკა გაჩერებულია, თუმცა ირგვლივ მდებარე მიწები ასე გამოიყურება.  “Აგრო ფორსისა” და “თიმალის” წარმომადგენლებს ვკითხეთ, Შეასრულეს თუ არა მიწის რეკულტივაციის სამუშაოები, რაც კანონით ევალებოდათ.

Მაკა იმერლიშვილი

Მე გეუბნებით, რომ ზედამხედველობასთან ვართ ანგარიშვალდებული. Თუ რამე დარღვევა არის იქ, ზედამხედველობა მოგვთხოვდა პასუხს. 

Შალვა ყაფლანიშვილი

Ჩვენ მდინარის გადაღმა მხარეს არ ვმუშაობდით, ვმუშაობდით გადმოღმა მხარეს. Ანუ, ჩვენი ლიცენზიის ტერიტორიაზე გავაკეთეთ რეკულტივაცია. 

Ირინა სვანიძე/ჟურნალისტი

Რას იწვევს Საბოლოო ჯამში ეს? Სადამდე მივყავართ ბუნების  ასეთი ექსპლუატაცია?

-Მდინარის ეკოსისტემა , მის გარშემო არსებული ტერიტორია სრულიად დეგრადირებულია.  Იორის ამ მდგომარეობამდე მიყვანამ მოსახლეობას ძალიან დიდი პრობლემა შეუქმნა, თუნდაც იმ კუთხით, რომ  მდინარის სანპირებზე აქტიურად ეწეოდნენ სასოფლო-სამეორნეო საქმიანობას და ახლა კვალიც კი აღარ არის.  ამ მდინარის, სიკვდილს დავარქმევ, მკვდარია ახლა მდინარე იორი, საერთოდ შეცვალა ირგვლივ მდებარე ტერიტორიები და პირველ რიგში,  ჭალის ტყეების გახმობა გამოიწვია. Ახლა აქ ჭალის ტყეები აღარც არის. 

Ჟურნალისტი

Სოფლები მუხრანი, ვარდისუბანი და ქსოვრისი მდინარე ქსნის მარცხენა ნაპირზე, მუხრანის ვაკეზეა გაშენებული. Მდინარეს სოფლის მოსახლეობისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, რადგან სასოფლო სამეურნეო სავარგულები ქსნის წყლით ირწყვება. 

Ახლა მდინარე ქსნის ნაპირს იერსახე მთლიანად შეცვლილი აქვს და ასე გამოიყურება. 

Დემურ სააკაშვილი/ჟურნალისტი

-Რითი ირჩენენ აქ ადგილობრივები თავს?

– Აქ თავის დროზე იყო მოსავალი, ყველაფერი მოდიოდა აქ. Მაგრამ მერე კარიერები რო გაიხსნა, ლამიანი მიწა მოდის და მერე წყალი ხო უნდა? Თუ არ მორწყე, აზრი არა აქვს. Პატარა უდაბნო გახდება, აზრი არ აქვს ამათ მოუწყველობას.

Ჟურნალისტი

Ქსოვრისელმა Დემურ სააკაშვილმა კარიერების წინააღმდეგ ბძოლა მოსახლეობასთან ერთად 1 წლის წინ დაიწყო, როცა სოფელში ცხოვრება გაუსაძლისი გახდა. 

Დემურ სააკაშვილი

-Მდინარის კალაპოტი არის ესა. 

-Ეს ჭალები სადაც იყო, ეგ ადგილია? 

– Ეს ჭალები იყო. Მარა სადღა ხედავ? Ჭალა არის სადმე?

-ყველზე აქტიური მოპოვება როდის დაიწყო?

-Აქ ერთი 10 წელია მოპოვება მიმდინარეობს. 

-უშუალოდ სოფლებს როდის შეეტყოთ, რომ მოსავალი აღარ მოდის, ჭებში წყალი დაშრა. Პტოტესტი როდის დაიწყო?

-Სიღრმე როცა მიეცა, მდინარე რო სიღრმეზე წავიდა, მაშინ მოხდა ყველაფერი. Ჭებიც დაშრა და მდინარე მოდის ტალახიანი. 

Ეს უკვე აღარც დარღვევა აღარ არის, ზედმეტია უკვე, რასაც ესენი აკეთებენ. Თავზე გადავიდნენ. Თორე მოიპოვე, კი ბატონო, რატო არ უნდა მოიპოვო? Მოპოვება კი არა, აოხრებაა ეს. 

Ჟურნალისტი

Სოფლების ირგვლივ ქვიშა-ხრეშის მოპოვება 2006 წელს იწყება. Ბოლო 17 წლის განმავლობაში, 3 სოფლის მიმდებარედ, 70-მდე ლიცენზია იყო გაცემული. 7 მილიონ კუბურ მეტრ ქვიშა-ხრეშს დაახლოებით 30-მდე კომპანია მოიპოვებდა. 

ბოლო წლებში, როცა მდინარის დონემ დაიწია,  მოსახლეობა მძიმე გამოწვევების წინაშე დადგა.

Ქსოვრისის მოსახლეობა

Განახევრდა მოსავალი, საერთოდ აღარ მოდის რაც ეს დრაბილკები ჩადგეს და მღვრიე წყალი მოდის. Მცენარეს ცემენტიანი წყალი რო დაუსხა, ის თუ იხეირებს? Ზუსტად ეგეთი მდგომარეობაა, როცა მორწყავ. Სულ გადაკირულია თეთრად

-Გადაჭრეს ხეები. Მთელი ჭალები გაანადგურეს. Იმხელა ჭალები იყო და ერთი ბეწოა დატოვებული. 

-Ყველაფერი ფუჭდება, ყველაფერი ტიალდება. Ჭები დაშრა. 10 მეტრ სიღრმეზე რო ჩახვალ, წყალი იქნება?

Დიდი კატლავანებია ამოთხრილი და შეიძლება ხვალ, ზეგ ბავშვი ჩავარდეს და მსხვერპლი იყოს და მერე სულ დავიღუპებით. 

ჟურნალისტი

ქსოვრისში დაწყებულ პრობლემებს, მოსახლეობის პრიტესტი მოჰყვა. 

Დაახლოებით 1 წლის წინ, ადგილობრივებმა  გზა გადაკეტეს და სოფლის მახლობლად ტექნიკას აღარ ატარებდნენ. Შედეგად, უშუალოდ ქსოვრისთან მოპოვება შეწყდა, თუმცა კომპანიები შორს არ წასულან.  ვარდისუბნისა და მუხრანის მიმდებარედ ისევ აქტიურად მუშაობენ. 

Ზაქარია ლოხიშვილი ქსოვრის თემის  საკრებულოს წევრია. Ამბობს, რომ ბოლო ერთ წლის განმავლობაში სოფელ ქსოვრის მახლობლად ლიცენზია აღარ გაცემულა.

Ზაქარია ლოხიშვილი

Მძიმე მდგომარეობაა კი. Დაყენებული გაქვს საკითხი ყველასთან. 

Ვის გულისხმობთ?

-Ყველა ზემდგომ უწყებასთან

Და პასუხი რა არის იქედან?

Ლიცენზიების გაცემა შეჩერებულია, ამოწურავენ და ესენი აქედან სავარაუდოდ, გადავლენ. რეკულტივაციას, იმ ფორმით რა ფორმითაც უნდა გაკეთებულიყო, მეც გეთანხმებით, რომ…  თუმცა არის რაღაც ნაწილები, სადაც გააკეთეს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. 

Ჟურნალისტი 

Ჩვენ ვერ  დავადგინეთ, ამ 30 კომპანიიდან კონკრეტულად რომელი სად მოიპოვებდა ქვიშა-ხრეშს და რომელი მათგანი არღვევს კანონს. თუმცა, ცხადად ჩანს, რომ ლიცენზიის დასრულების შემდეგ კანონით დადგენილ ვალდებულებას – მიწის აღდგენას – კომპანიების უმრავლესობა არ ასრულებს. 

Გოჩა ფირცხელიანი/ჟურნალისტი

Ეს კადრები თუ გაქვთ ნანახი, მდინარეები რა მდგომარეობაშიც არის? 

-Კამერები და გადაღება ახლა არ მინდა. Პრესამსახურს მიმართეთ. 

-Ძალიან დიდი ხანია თქვენთან ინტერვიუს ვითხოვთ. Კანონით ვალდებულება აქვთ კომპანიებს, რომ რეკულტივაცია გააკეთონ, რატო ვერ ასრულებთ კანონს ბატონო გოჩა?

Აკაკი ღლონტი

Სულ იყო 12 ჰექტარი ფართობი, ახლა 10-ია, 12 აღარაა დარჩენილი, თითქმის 2 ჰექტარი წყალმა წაიღო, წყალმა კი არა კომპანიამ, როგორც ინერტული მასალა. Არც ღობეს მოერიდა, არც ფერმერობას, არც ნამუშევარს. 

-Ბატონო კაკო, სად იყო თქვენი ნაკვეთის. 

-Ის ღობეც განადგურებულია და ესკავატორის მონადები, თათებიც ჩანდა. Ახლა უკვე ჩაშლილია. Დამბიდან 70-80 მეტრო, ახლა მდინარე რო გადის, აქ იყო ამ სიმაღლის ფართობი აქ. 

Ჟურნალისტი 

Აკაკი ღლონტმა სოფელ გურიანთაში პავლონიების პლანტაცია 1996 წელს გააშენა. 

Თურქულმა კომპანია “ფოლათმა” მდინარე ნატანებზე მისი ნაკვეთის მახლობლად ქვიშა-ხრეშის მოპოვება დაახლოებით 1 წლის წინ დაიწყო. Რამდენიმე თვის წინ საკუთარ პლანტაციაში მისულმა ფერმერმა აღმოაჩინა, რომ მისი მიწა აღარ არსებობს. 

Საჯარო რეესტრის რუკაზე ნათლად ჩანს, რომ ახლა აკაკი ღლონტის დარეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის ადგილას მდინარე ნატანები მიედინება. 

Აკაკი ღლონტი

Რადგან უკვე დაზიანებული იყო, მოვთხოვე ანაზღაურება. Მომიგზავნეს… რა მნიშვნელობა აქვს, ვინ მოაგზავნა, რა მოაგზავნა. Საერთოდ არ მომაქციენ ყურადღება შენ ზარალი ნახე ამხელა. Მინიმუმ 100 000 ლარი მიწა ღირს აქ.

Რომ მოგიგზავნეს ეს ადამიანი, რა გითხრათ?

 -Რა თანხას თხოულობო, ისიც არ მითქვამს ბოლომდე, მარა ახლა ვიბრძოლებ სასამართლოს წესით ბოლო კაპიკამდე. 

Ჟურნალისტი 

ბათუმის შემოვლით გზას 2017 წელიდან თურქული კომპანია “ფოლათი” აგებს. 300  მილიონიანი Პროექტი 2020 წელს უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ პროცესი დღემდე გრძელდება. 

Კომპანია  ჯერ მდინარე ჭოროხზე მოიპოვებდა ქვიშა-ხრეშს.  2020 წელს კი საავტომობილი გზების დეპარტამენტს წერილი მისწერა, რომ დამტებით ერთი მილიონი კუბური მეტრი  ქვიშა-ხრეში სჭირდებოდა. 

“Აჭარის რეგიონში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება უკავშირდება დიდ რისკებს და არის მძიმე ვითარება, რადგან აღარ არსებობს კარიერი, რომლიდანაც შესაძლებელია სასარგებლო  წიაღისეულის მოპოვება. ამასთან აჭარის რეგიონში მოქმედებს შეზღუდვა ზღვის ზოლიდან 20 კმ-ში წიაღის მოპოვებაზე”

Ზუსტად 1 თვეში, პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ დადგენილებაში ცვლილება შეიტანა, რის მიხედვითაც  20 კილომეტრიან ზოლში ინერტული მასალის მოპოვებაზე გამონაკლისი იმ კომპანიებისთვის დაუშვა, რომლებიც  ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორცილებენ. 

Ამის შემდეგ, კომპანია ფოლათმა ირაკლი ღარიბაშვილის განკარგულებით 20 კმ-იან რადიუსში ქვიშა ხრეშის მოპოვების უფლება მიიღო. 

Ირმა გორდელაძე

Ფაქტიურად ახლა ჩვენ ვმოძრაობთ მდინარე ნატანებზე. Ანუ, გზაა მდინარის ზედაპირზე გაყვანილი.  Დღეში 400-500 სატვირთო გადის დღეში. Ღარიბაშვილის ხელმოწერით აქვთ ნებართვა, თუმცა რა მასშტაბებზეა ეს კარიერი, რამდენ კუბს მოიპოვებენ, ჩვენ ეს ინფორმაცია არ გვაქვს, რადგან არ გვაწვდიან. 

Ა, ხო ხედავ რა ამბავია. Აქ არაფერი დაცული არაა,. Კანონმდებლობა, Გარემოსდაცვითი არაფერია დაცული. Აქაა ვანდალიზმი.

Ჟურნალისტი 

Ირმა გორდელაძე 2019 წლიდან მოსახლეობასთან ერთად გურიის მდინარეების გადასარჩენად იბრძვის. 5 წლიან ბრძოლას შედეგი მოჰყვა.  

Ირმა გორდელაძე

Ზოგადად, გურიაში  5 წლის წინ იყო 58 კარიერი, აქედან 38 ოზურგეთში და დანარჩენი ლაჩხუთ-ჩოხატარუში. Ახლა არის 6 კარიერი დარჩენილი ჩოხაუარში და აქ არის პოლატი და სულ 3 კარიერი. 

Ჟურნალისტი

Ამბობს, რომ დაახლოებით 60-ჯერ მაინც გამოუძახია გარემოსდაცვითი  ზედამხედველობის სამსახური და აქედან მხოლო 6 შემთხვევაში დააჯარიმეს კომპანები 1500 და 5000 ლარით. 

Უფროსი ვინ არის? 

……

Არ ვიციო. Წამოდი, იქით ვნახავ. Ახლა მე გამოვიძახებ ზედამხედველობას, რომ გაჩვენოთ როგორი უფუქნციოა ამხელა ინსტანცია. 

Ჟურნალისტი

ადგილზე ყოფნის 2-საათის განმავლობაში 3 ექსკავატორი უწყვეტად იღებდა მდინარის შუაგულიდან ნატანს. გარემოსდაცვითი  ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელები გამოძახებიადან დაახლოებით 40 წუთში  მოვიდნენ და კოორდინატები აიღეს. 

-Ახლა რისი გაკეთება შეგიძლიათ აქ?

-Ჯიპიეს Კოორდინატებს ავიღებთ, გავაგზავნით სამსახურში და იმის მიხედვით მოგვივა პასუხი. 

-Მოპოვების გეგმა რო მქონდეს, ვიცოდე ყველაფერი რამდენი აქვს მოსაპოვებელი და რამდენ ჰექტარზე ნებართვა გაცემული ამაში ვერ დაემხამრებით?

-Არა

Ჟურნალისტი

Კომპანია “ფოლათის”  წარმომადგენელმა  ჩვენს კითხვებს არ უპასუხა. Შესაბამისად, გაურკვეველი დარჩა რა დაემართა აკაკი ღლონტის მიწას და მოპოვების შემდეგ აკეთებენ თუ არა მიწის აღდგენას. 

Ორმა გორდელაძე

Ესენი რო წავლენ. Ამას ხო დაასრულებენ ოდესღაც. ამას რო წაიღებენ ყველაფერს და, იმ ანტობანს დააგებენ. Მერე რო აქ უბედურება მოხდება, ვინაა პასუხისმგებელი? Მერე ჩამოვლენ ხო თანამდებობის პირები ყვითელი ვალინკებით და ცელოფნის პარკებით ხალხის დასახმარებლად. Მითხარი ეს ქვეყანაა??

Ჟურნალისტი

“Მწვანე ალტერნატივას” კვლევაში ვკითხულობთ, რომ  როცა ქვიშა-ხრეშის მოპოვების გამო ნატანის უწყვეტი დალექვა არ ხდება, მდინარის დელტაში იწყება ეროზია და ხმელეთის დაძირვა; შედეგად კი იკარგება სოფლის მეურნეობისთვის ძალზე პროდუქტიული ადგილები და ჭაში სასმელი წყალი მცირდება.

Მდინარე სუფსაზე უკვე 1 წელია მოპოვება აღარ მიმდინარეობს. Თუმცა, ახლომდებარე სოფლების მოსახლეობა უამრავი გამოწვევის წინაშე დააყენა.

Ბაილეთის მცხოვრები

Ყანები წალეკა თლა. Იქ ჯუმათის ფართობი იყო და საერთოდ ვერ თესავს ხალხი, გაფუჭებულია. Მდინარეს დედა ეტირა. 

-Ჩემი 1000 მეტრო ყანა წეიღო მთლიანად. Ერთი მეტრო არ მაქვს დარჩენილი

-Ზაფხულში ჭა შრება ჩემთან. Არასდროს არ შრებოდა წყალი, ახლა შრება. 

-Აქანა 5 წუთი არ გევიდოდა, მანქანა მანქანაზე იყო. Ღამის 10 საათამდე მუშაობდნენ. Ამდენი ზარალი ვნახეთ ყანიანად და იმის უფლება არ გვაქვს, გვაჯარიმებენ, ერთი მეშოკი სილა წევიღოთ სასაფლაოზე მიცვალებულისთვის. Არ შეიძლებაო და აგენი ამ დღეში იყვნენ 2 წლის განმავლობაში.