ზრუნვის გარეშე დარჩენილი ბავშები

ჟურნალისტი: ცქრიალა შერმადინი ; რედაქტორი: ნინო ზურიაშვილი
Divider dot 14 აპრილი 2025

ტექსტი: სტუდია მონიტორს შეატყობინეს, რომ გასულ წელს სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში, მინდობით აღზრდაში მყოფი სამი ბავშვი გარდაიცვალა. 

აფრიკაში,  ე.წ ,,ველის სასაფლაოზე დაკრძალული გაბრიელი, დაბადებიდან სამ თვეში გარდაიცვალა.

სასაფლაოზე, საფლავის ქვების გარეშე, შავ ტრაფარეტებს შორის ჩვილის საფლავსაც  მივაგენით.

ვიპოვეთ  3 თვის გაბრიელს საფლავი. ის აქ  2024 წლის 12 ივლისს, დაკრძალეს. სასაფლაოს იმ ნაწილში, რომელიც უჭირისუფლო მიცვალებულებისთვის არის გამოყოფილი.

გაბრიელი, კლინიკა პინეოში, ბიოლოგიურმა დედამ დაბადებისთანავე მიატოვა.  შემდეგ ზრუნვის სააგენტომ, გაბრიელი  მინდობით აღზრდაში მიმღებ ოჯახში გაუშვა. 

რა გახდა, სამი თვისგაბრიელის  გარდაცვალების მიზეზი, იყო თუ არა ეს ზრუნვის და ყურადღების ნაკლებობა?

მისი ამბავი, ჯერ მინდობით აღმზრდელთან მოვიკიითხეთ.

მაია ლობჟანიძე, მინდობით აღმზრდელი: -რა ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა მას?თუ შეგიძლიათ რომ მითრათ?

-უცბად ჩავარდა კომაში.მანამდე ძალიან კარგად იყო ბავში. 

-ანუ თქვენთან მოვიდა ბავშვი ჯანმრთელი როგორც ვიცით ჩვენ..

-კი, ჯანმრთელი..საბუთები არანაირი არ  ქონდა, საბუთები მივიღე როცა ბავშვი გადავიყვანე საავადმყოფიში მაშინ. მე არ ვიცი ბავშვი რა მდგომარეობაში იყო.

_თქვენთან რომ მოვიდა ბავშვი როგორ მდგომარეობაშ იყო?სოცმუშაკი თუ ჩააყენეთ საქმის კურსში და რა პრობლემა შეექმნა? როდის მიმართეთ ექიმს?

არ გინდა, არაფერზე არ უპასუხიო

ალო, ქალბატონო მაია…

ტექსტი:  გაბრიელი სოციალურმა მუშაკმა მინდობით აღმზრდელს მაია ლობჟანიძეს მიუყვანა. ჩვენ მას რამდენჯერმე მივაკითხეთ. ბინიდან ხმა გამოდიოდა, თუმცა კარი არავინ  გაგვიღო. 

გაბრიელის სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო იყო.

გაბრიელი, იაშვილში სასწრაფო დახმარებამ მიიყვანა. ის იქ რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. კლინიკამ მისი სამედიცინო დასკვნის გადმოცემაზე უარი გვითხრა. მონიტორის მიერ სხვა გზით მოპოვებული ინფორმაციით, ბავშვი “საავადმყოფიში მალნუტრიციის დიაგნოზით შევიდა ”. რაც სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შიმშილს ნიშნავს. 

ზრუნვის სააგენტოს ხელმძღვანელი იმ პერიოდში, შს მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის მეუღლე რუსუდან კოხოძე იყო. 

რუსუდან კოხოძე:  სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ყოფილი  დირექტორი: 3 თვის გაბრიელი გარდაიცვალა, მინდობით აღზრდაში იყო და რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი?

-ძალიან დიდი ბოდიში, ეხლა ნამდვილად მეჩქარება

-მალნუტრიცია იყო, ერთ -ერთი მიზეზი ჩვენი წყაროს ინფორმაციით.

-მიმართეთ ზრუნვის სააგენტოს.აღარ ვმუშაობ ზრტუნვის სააგენტოში დიდი ხანია.

– ეს შეისწავლეთ?- თვქენ დროს მოხდა?კიდევ 2 ბავშვი გარდაიცვალა.

-თვენ დროს მოხდა 2024 წლის ივლისში და დეკემბერში.თქვენ იყავით ხელმძღვანელი.

-აღარ ვმუშაობ, თუ კითხვები გაქვთ მიმართეთ ზრუნვის სააგენტოს, თუ აუცილებელი იქნება რომ მე ვუპასუხო, შევტანხმდებით და მერე ვუპასუხებ. 

– თქვენ იყავით ხელმძღვანელი, საბჭოზეც არ მოხდა გატანა, რატომ დამალეთ ეს ფაქტები?

-არაფერი არ დამიმალავას და ძალიან გთხოვთ ბრალდებებისგან თავი შეიკავეთ. მიმართეთ და ოფიციალურად მიირებთ პასუხს. 

სტუდია მონიტორმა, ზრუნვის სააგენტოს კითხვებით მიმართა, მათ შორის გაბრიელის გარდაცვალების მიზეზის შესახებ, თუმცა სააგენტომ ჩვენ კითხვებს არ უპასუხა. 

გაბრიელი სახელმწოფო ზრუნვაში მყოფ ბავშვებს შორის ერთადერთი არ არის, რომელიც ბოლო პერიოდში გარდაიცვალა. 

ერთ მიმღებ ოჯახში, ერთი თვის შუალედით ორი მცირეწლოანის სიკვდილი დაფიქსირდა. ორივე ბავშბი 6 წლის შშმ პირი იყო. 

ხათუნა მეტრეველი- მინდობითი აღმზრდელი: ერთი ნოემბერში იყო მეორე დეკემბერში, რაიმე გართულება იყო?ექიმმა ნახა?

-არაფერი გართულება არ იყო,  აი ნახეთ, უცებ ბავშვი, ვაბანავე, ის რომ იყო, ესეც ნერვული დაავადება იყო, კუჭიდან იღებდა საჭმელს, სულ გადაისხავდა ხოლმე. ვაბანავე და გამოვედი, გადავახვიე, მანამდე საჭმელს ვუმზადებდი. რომ ვაბანავე, საჭმელს ვაჭერვ მეთქი.  ბავში დავაწვინე დივანზე და ჩავაცმევ, იქამდე საჭმელს გავუმადებ მეთქი და რომ მოვედი არ მომეწონა,უცებ დაემართა იმას და ის მეორე, შემთხვევა იყო ისევ ამ ბავშების გამო სასამართლოში ვიყავი წასული. იმიტომ რომ ყოველ 6 თვეში რაღაც საბუთს მთხოვენ.ღამე არ ეძინა ხოლმე, მეც არ მეძნა მაგასთან ერთად, ეს გაბიელი და მერე დღისით რომ დაიძინა,მეც ისე მეძინებოდა და მე ვუთხარი ჩემ შვილს, გავოქცევი სასამართლოშო და მოდი დაგიტოვებ ძინავს ეხლა გაბრიელსთქო,ამ ძილში არ ვიცი, არ ვიცი რა მოხდა. შევაღვიძოთქო,რომ მოვედი ვაწამოთქო და გარდაცვლილი დამხვდა. 

ამ  ბავშვების მთავარმა მეურვემ, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ არც  ორი გარდაცვალების შეხასებ გვიპასუხა.

სოფო მუშკუდიანი, ყოფილი სოცმუშაკი, დამოუკიდებელი კონსულტანტი: ეს ფაქტი ვიწრო პროფესიულ წრეებში გაზიარდა, არ არის ცნობილი ბევრი დეტალი. ფაქტი არის ის, რომ სახელმწიფო ვალდებული იყო  ამაზე ესაუბრია ღიად.

ტექსტი: სოფო მუშკუდიანმა, სოციალურ მუშაკად სულ 9 თვე იმუშავა და სამსახური დატოვა. თანამშრომლების გადინება არ არის ერთადერთი პრობლემა იმ სესტემის, რომელიც ასე მუშაობს:

სახელმწიფო ზრუნვაში 1659 ბავშვია. მათზე პასუხისმგებლობა ჯანდაცვის სამინსიტროს სიპს “ზრუნვის სააგენტოს ეკისრება”. სწორედ, სააგენტო განსაზღვრავს შეესაბამება თუ არა ბიოლოგიური ოჯახის ატმოსფერო ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. თუ მოზარდი რაიმე ტიპის ძალადობის მსხვერპლია სახელმწიფო ვალდებულია მას

ალტერნატიოული ზრუნვის მეთოდები შესთავაზოს. ასეთებია: პრიორიტეტული მინდობით აღზრდა, რომელიც ყველაზე მეტად ჰგავს ოჯახურ გარემოს. 

ან მცირე საოჯახო ტიპის სახლები. 

ზრუნვის ყველა ეტაპზე, განმსაზღვრელ როლს სოციალური მუშაკი თამაშობს. ის აფასებს ბავშვის სტატუსს ბიოლოგიურ ოჯახში, ის მიმართავს სასამართლოს, მოზარდის სახელმწიფო ზრუნვაში გადმოსვლის მოთხოვნით.

ის არის ბავშის წარმომადგებელი, როგორც  მინდობით აღზრდაში,  ისე მცირე საოჯახო ტიპის სახლებში. 

სოციალური მუშაკივე განსაზღვრავს როდის დაბრუნდეს ბავში სისტემიდან ბიოლოგიურ ოჯახში. 

სალომე ჭიჭინაძე, ბავშვზე ზრუნვის სპეციალისტი, სოციალური მუშაკი:

თუ კონკრეტულ სოციალურ მუშაკს უკვე 30 შემთხვევა აქვს და მას კიდევ ემატება თუნდაც 10 შემთვევა ხვდებით ალბათ რა რაოდენობრივ მაჩვენებლეზეა საუბარი.ეს მონიტორინგის სისტება თავისთავად ისეთი დაბალი ხარისხით შეიძება იქნეს განხორციელებული რომ უბრალოდ სოციალურ მუშაკს შეიძლება გამორჩეს კონკრეტული ბავშვის კონკრეტული პრობლემური საკითხი. 

ტექსტი: სისტემის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სოციალურ მუშაკებს უკავშირდება.

საქართველოს განათლების ფსიქოლოგთა ასოციაციის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით მათ მუშაობა სტრესულ და ხშირად საფრთხისშემცველ გარემოში უწევთ. არ უნაზღაურდებათ ტრანსპორტირება, გამოძახება ისეთ დასახლებაშიც უწევთ, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი ხელმისაწვდომი არ არის. ამას მცირედი ანაზღაურებაც ემატება და გასაგები ხდება რატომ ტოვებენ სისტემას სოციალური მუშაკები. არასახარბიელო პირობების გამო, მათ ადგილს ახალი კადრებით დროულად ვერ ანაცვლებენ. სისტემას თანამშრომლები არ ყოფნის. თავად სოციალური მუშაკები კი საქმეს ვერ აუდიან.

სალომე ჭიჭინაძე, ბავშვზე ზრუნვის სპეციალისტი, სოციალური მუშაკი: როდესაც ეს ადამიანები, ბავშვები არ იცნობენ სოცუალურ მუშაკებს, ეს იყო და ეს მოვიდა და ჯერ არ მოსულა ჩემამდე. ბუნებრივია ეს პრობლემაა თავად სისტემისთვის.

ტექსტი: კვლევის მიხედვით, საქართველოში მომუშავე მზრუნველობა-მეურვეობის სოციალურ მუშაკთა თითქმის 46% ემოციურად ძალიან ძლიერად არის გადაღლილი. 

სოფო მუშკუდიანი, ყოფილი სოცმუშაკი, დამოუკიდებელი კონსულტანტი: სოციალურ მუშაკთა გადაწვა, პირდაპირ გავლენას ახდენს მომსახურების მიმღებზე. როდესაც სოციალური მუშაკი გადამწვარია, ის ვერც ერთ შემთხვევაში ვერ მიაწვდის მომსახურების მიმღებს, ეფექტიან და შედეგზე ორიენტირებულ მომსახურებას და ამის შედეგები ჩვენ უამრავი გვაქვს.

ტექსტი: სისტემის არანაკლები გამოწვევაა მინდობით აღმზრდელთა სიმცირე.

ელისო ბოჭორიშვილი, მინდობითი აღმზრდელი:  მე და ჩემმა მეუღლემ ერთ წელიწადს გადავწყვიტეთ, რომ ბავში აგვეყვანა, გადაწყვეტილება მივიღეთ იმის გამო რომ ჩვენი უფროსი შვილი არის მე-5 ორსულობიდან რომელიც გადაგვირჩა ესე ვთქვათ, მანამდე მკვდრად მშობიარობა მქონდა რამდენიმეზე, 4 ნაყოფი დამეღუპა და მეხუთე გადარჩა როგორც იქნა.

ტექსტი:  ელისო ბოჭორიშვილმა თავდაპირველად ჯანდაცვის სამინისტროს ბავშვის შვილად აყვანის მიზნით მიმართა. სწორედ იქ გაარკვია, რომ ამ პროცესს წლები დასჭირებოდა, მაგრამ არსებობდა მინდობით აღზრდის პროგრამაც. ამ პროგრამაში მოსახვედრად მან სპეციალური მომზადება გაირა. მისი მინდობით აღსაზრდელი 4 თვის იყო.

ელისო ბოჭორიშვილი, მინდობითი აღმზრდელი: იყო ძალიან ალერგიული და  ჰიპოალერგიული კვება ჭირდებოდა და ის დაფინანსება რაც ირიცხებოდა არ ყოფნიდა. მითხრეს რომ ოთხმა ოჯახმა თქვა უარი და იქნებ თქვენ არ თქვათ. 

ტექსტი: სახელმწიფო, მინდობით აღსაზრდელს ჯანმრთელს,  დღეში 25 ლარს უხდის, ჯანმრთელს 2 წლამდე 35 ლარს, ასევე 35 ლარია  შშმ  ბავშვის შეთხვევაში.

ელისო ბოჭორიშვილი, მინდობითი აღმზრდელი: ამ გადასახედიდან მე რომ თანხის გამო ამეყვანა ეს თანხა არის მიზერული, მე მყავს, მეგობრები, მშობლები, რომლებიც ბავშვებთან 1000-1500 ლარზე ნაკლებად ძიძებად არ მუშაობენ. ისინი მიდიან 10 საათზე და მოდიან 5- ზე სახლში. მე მყავს მუდმივად ბავშვი, რომელზეც ვარ პასუხისმგებელი, ჩაცმა. დახურვა, კვება. ასე რომ ეს თანხა, მარტო თანხაშიც არ გამოიხატება ყველაფერი.  

ტექსტი:  ელისო ბოჭორიშვილის მინდობით აღსაზრდელს ოპერაცია დასჭირდა, კვლევებისა და რეაბილიტაციის თანხა მის სახელმწიფო დაფინანსებაში გათვალისწინებული არ იყო. მაგალითად, ბავშვების დახმარებაში საერთოდ არ შედის სტომატოლოგიური მომსახურება. ამ ხარჯების გაღება

მინდობით აღმზრდელებს ხშირად საკუთარი ჯიბიდან უწევთ. 

ელისო ბოჭორიშვილი, მინდობითი აღმზრდელი: დამეფიცება, ვინახავდი ხოლმე და მერე ფერი გადაუვიდა, 1 ლარი არ გადაუხდია სახელმწიფოს. – მიგიმართავთ?

მივმართე ოპერაციის შემდეგ.

ოპერაციის თანხა თქვენ გადაიხადეთ?

ოპერაცია იყო ემერჯენსი და თანხა არ გადაგვიხდია, მაგრამ დამატებითი კვლევები იყო საჭირო, რომლითვისაც მივმართე სამინისტროს. და დაგვაფინანსეს 100 ლარით.და მაშინ მახსოვს მე ვუთხარი ამ თანხას არ წავიღებ მეთქი.

ტექსტი: სახელმწიფო მინდობით აღმზრდელის სტატუსს განიხილავს როგორც პროფესიას. მაგრამ, განსაზღვრული არ აქვს რა ღირს მისი შრომა. როგორ უნდა გადაანაწილოს მაგალითად 750 ლარი ბავშის მოვლაზე და თავადაც ანაზღაურება მიიღოს.

სალომე ჭიჭინაძე, ბავშვზე ზრუნვის სპეციალისტი, სოციალური მუშაკი: როგორ ნაწილდება არავინ არ იცის, არც ერთ ეტაპზე საქართველოს კანონმდებლობას არ განუსაზღვრავს ამ ფიქსირებულ თანხაში რანდენი იქნება შრომის ანაზღაურება და რამდენი იქნება ბავშვის აღზრდის თანხა.

არის შემთხვევები, როცა ამ ბუნდოვანებით არაკეთილსინდისიერად სარგებლობენ. სისტემას არავითარი დაზღვევა არ გააჩნია. ასეთი ეპიზოდები აღწერილია 2023 წლის ბავშვზე ზრუნვის მომსახურებათა ეფექტიანობის კვლევაში. სადაც მინდობით აღსაზრდელი ბავში ყვება: „საჭმელზე იყო მართლა კატასტროფა. კვება იყო თვის ბოლოს თუ თვის დასაწყისში, ანუ, ხელფასს როდესაც იღებდნენ. ანუ ერთი და იგივე საჭმელი მოდიოდა თვიდან თვემდე.  მაკარონი იყო ძირითად კვებაში, წვნიანი თითქმის არ იყო”- მინდობით აღსაზრდელი.

ტექსტი: მიმღები ოჯახი 2 წლამდე აღსაზრდელისთვის ყოველ თვიურად 1050 ლარს, ხოლო 2 წლის ზემოთ აღსაზრდელისთვის 750 ლარს იღებს.  როგორც სახალხო დამცველის წარმომადგენელი მიუთითებს, “მიუხედავად იმისა, რომ მინდობით აღზრდის ანაზღაურება გაზრდილია, ის მაინც არ არის საკმარისი ბავშვის საჭიროებების სრულად დასაკმაყოფილებლად”.

თათია, მიდნობით აღსაზედელი: არც იმ დროისთვის იყო საკამარისი ეს თანხმა, რომ ბავშვს სრულფასოვანი სწავლის საშუალება ქონოდა და რამე წრეზე გეტარებინა, ელემენტარული ცეკვიდან დაწყებული ნებისმიერი საგნის მომზადებით დამთავრებული საჭიროა ბიუჯეტი. რომელსაც სახელმწიფო არ გასცემს მინდობოთი აღზრდუს პროგრამის შესაბამისად. სრულწლოვნობამდე სანამ მივიდოდი, დავიწყე და ვემზადებოდი და ამ თანხების გაღებაც მინდობით აღმზრდელს უწევდა. რომ მოვემზადებინე იმ საგნებში რასაც ეროვნულები მოითხოვდა. 

ნინა, მინდობით აღსაზრდელი: ეს თანხმები არ გვყოფნიდა.თავის თანხებს გვახარჯებდნენ. ყოფილა რომ ნისიად გამოუტანიათ. სკოლის პირველი დღეები იყო და სანამ თანხები ჩაირიცხებოდა, არ ყოფნიდათ 3 ბავშის გაზრდა რომ ყველას ყველაფერი ჭირდება არ არის მარტივი. ჩემ დებს რომ უყიდეს ახალი ჩანთები და რაღაცეები, ჩემმა აღმზრდელმა თავის ბიძაშვილს ესესხა რომ ჩემთვის ეყიდა ფეხსაცმელი და მე გული არ დამწყვეტოდა და ახალი ფეხსაცმლით  წავსულიყავი სკოლაში.

ნინამ მინდობით აღზრდაში 6 წელი გაატარა. თათიამ მთელი 12 წელი. 

ნინა, მინდობით აღსაზრდელი: თავიდან ახალი გადასულები რომ ვიყავით სულ ყველა გავცივდით, იმდენი წამალი დაგვჭირდა. იმაზე მეტია რასაც ურიცხავდნენ. 

ტექსტი: მინდობით აღზრდაში მოხვედრილ თითეულ ბავშვს, რთული ბიოგრაფია აქვს.  პატარა ცხოვრებისთვის შეუსაბამოდ დიდი, მტკივნეული გამოცდილებით.

ნინა, მინდობით აღსაზრდელი:  უფრო მეტი გაცდენები მქონდა. საავადმყოფოში, სულ ხშირად ავად ვიყავი. დედაჩემი ჩემთან ვერ რჩებოდა, 5 წლის ვიყავი საავადმყოფოში რომ მარტო ვრჩებოდი, იყო მომენტი რომ ვიცოდი სახლში საჭმელი არ იყო და რასაც მომიტანდნენ მე არ ვჭამდი და უკან ვატანდი. იმათ რომ არ ქონდათ ნაჭამი, არ შემეძლო მეჭამა.

ნინა, მინდობით აღზრდაში 2 დასთან  ერთად გამოიყვანეს. 

ნინა, მინდობით აღსაზრდელი: დედას მაშინ ტვინის შერყევა ქონდა, საავადმყოფოში იყო და მამას ხელწერილი დააწერინეს, ერთმანეთში ჩხუბი რომ ქონდათ მაგის გამო.მაგ დროს პოლიციაში მიგვუყვანეს და რომ არავინ გამოგვიჩნდა დამტოვი მაგიტომ გადაგვიყვანეს მინდობით აღზრდაში.  

თათია, მიდნობით აღსაზედელი: სამწუხაროდ როგორც ყველას მეც მომიწია, რაღაცა პეროპდი ქუჩაში გამეტარებინა, ჩემი ცხოვრების რამდენიმე წელი. – მინდობოთ აღზრდამდე?

-მინდობით აღზრდამდე ხდებოდა ეს ყველაფერი?

-როგორც ყველა ბავშვი შესაძლებელია, მოხდეს ის რომ მოგიწიოს ქუჩაში გასვლა და მათხოვრობა.

ჩვენ გმირებს, სხვებზე მეტად გაუმართლათ, ისინი თბილ და მოსიყვარულე ოჯახებში მოხვდნენ. სტატისტიკა, მძიმე შემთხვევებაც ითვლის. სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი საუბრობს შემთხვევებზე, როცა მინდობით აღსაზრდელი ბავშვი გადაჭარბებულად იყო ჩართული საოჯახო საქმიანობაში, რაც, ბავშვის შრომით ექსპლუატაციად ჩაითვალა.

კვლევაში მინდობით აღსაზრდელები თავიანთი გამოცდილების შესახებ საუბრობენ.

„ის ბავშვიც და ჩვენც ვიყავით ძალადობის მსხვერპლი, უბრალოდ, მე ცოტა დიდი რომ ვიყავი, ამიტომ ხელით ვერ მეხებოდნენ. ისე ფიზიკურ შეურაცხყოფას მაყენებდნენ და მძიმე ტვირთის ტარებითაც მღლიდნენ. იყო ასე წლინახევრის ბავშვი, რომელსაც ცალი ხელით იჭერდნენ, თვითონ ბავშვს, და ისე სცემდნენ, წკეპლით სცემდნენ, სიცივეში ჰყავდათ და ძალიან ცუდად ექცეოდნენ. “

„ბავშვები ისეთი მოუვლელები და მოუწესრიგებლები არიან. მაგალითად, იმ დღეს ვამბობდი, როგორ შეიძლება ბავშვს ასეთ მდგომარეობაში ჰქონდეს ფრჩხილები? ვერ ვხვდები. 8 წლის ბავშვს პირში კბილები არ ჰქონდეს, შეიძლება ეგეთი?“ –  სოციალურ მუშაკთა ფოკუსჯგუფი

„მცირე საოჯახოში გადაყვანილი ერთი ბენეფიციარი მახსენდება, რომელმაც, სარეცხის საპნის გარდა, საპონი თუ არსებობდა, არ იცოდა, მცირე საოჯახოს აღმზრდელები იყვნენ შოკში… მინდობითიდან იყო გადაყვანილი“. 

სოფო მუშკუდიანი, ყოფილი სოცმუშაკი, დამოუკიდებელი კონსულტანტი: შეიძლება გვითხრან რომ არასაკმარისი რაოდენობაა მიმღები მშობლების, შეიძლება სახელმწიფომ თქვას რომ რა ვქნათ ჩვენ, ცოტა მიმღები მშობელია და სად წავიყვანოთ ჩვენ  ბავშები, რა არის ამ შემთხვევაში სახელმწიფოს ვალდებულება. სახელმწიფოს ვალდებულებაა ამ შემთხვევაში ის, რომ თუ ამბობს რომ მე ამ პროგეამას ვახორციელებ მაშინ უზრუნველყოს ამ პროგეამის განხორციელება. 

ტექსტი:  მიმღები მშობლის საქმიანობა ოცდაოთხსაათიანი სამუშაოა. დასვენების დღეების და შვებულების გარეშე. იმ პირობებში როდესაც მათ რთული ქცვევის ტრავმული ბავშვების აღზრდა უწევთ. და ისიც კი არ არის ნათელი,ამისთვის განსაზღვრული ხელფასი ეკუთვნით თუ არა, გასაკვირი აღარაა, რომ ამ პროგრამაში სულ უფრო ნაკლები მინდობით აღმზრდელი ერთვება. განსაკურებით მწვავეა მათი ნაკლებობა რეგიონებში. კვლევის მიხედვით, მიმღებ ოჯახში დასაშვები მაქსიმუმ 4 აღსაზრდელის ნაცვლად ხანდახან 6 და მეტი იზრდება. სახელმწიფო, რომელსაც პრობლემის მოგვარება ეკისრება, ამ ვითარებაში, უბრალოდ, დამკვირვებელია.

სალომე ჭიჭინაძე, ბავშვზე ზრუნვის სპეციალისტი, სოციალური მუშაკი: ბავშვის კანონიერი წარმომადგენელი არის სახელმწიფო.

ბავშვის ბიოლოგიური ოჯახიდან მინდობით აღზრდაში გადაცემას, სახელმწიფო უკიდურეს და დროებით ღონისძიებად მიიჩნევს. მასვე ევალება, ბიოლოგიურ ოჯახებთან შემდგომი მუშაობა, იმისთვის რომ ისინი ბავშის დასაბრუნებლად მოამზადოს. თუმცა, კვლევის მიხედვით, ბიოლოგიური ოჯახების 23%-ს სოციალურ მუშაკთან ურთიერთობა საერთიდ არ აქვს. 

“ბავშვის ბიოლოგიური ოჯახისგან განცალკევების ძირითადი საფუძველი ან მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვნად ხელშემწყობი ფაქტორი მშობლის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, საცხოვრებლის და სტაბილური შემოსავლის არქონაა. ყოველივე ეს, ერთ-ერთი საფუძველია, რის გამოც ბავშვი ვერ ბრუნდება ბიოლოგიურ ოჯახში და წლების განმავლობაში იმყოფება სახელმწიფო ზრუნვაში. “- 2022 წლის ომბუდსმენის ანგარიში. 

ტექსტი: 2021 წლიდან აიკრძალა ბიოლოგიური ოჯახიდან ბავშვის სიღარიბის გამო გამოყვანა.თუმცა, კანონის მიხედვით დასაშვებია, ისეთი მიზეზით

ოჯახიდან ბავშის გამოყვანა, როგორიაა მოზარდის ინტერესების უგულებელყოფა. სოციალური მუშაკების თქმით ეს კი, სხვა არაფერია თუ არა სიღარიბე. რა საშუალებები აქვს სახელმწიფოს წარმომადგენელ სოციალურ მუშაკს, უკიდურესად გაჭირვებული ოჯახების გასაძლიერებლად.

სოფო მუშკუდიანი, ყოფილი სოცმუშაკი, დამოუკიდებელი კონსულტანტი:  შეიძლება სოცულურ მუშაკთან შევიდეს შეტყობინება რომ ბავშვი არის უგულებელყოფილი. მიდის სოცალური მუშაკი და ხედავს მშობელს სრულად აქვს გააზრებული, რომ ეს არის უგულებელყოფა, მაგრამ არ აქვს რესურსი ეს საჭიროებები დააკმაყიფილოს. ბაზისურ საჭიროებებზე ვსაუბრობ. საკვები, ტანსაცმელი…მედიკამენტი…დღეს აღნიშნული არის მანკიერი პრაქტიკა აღნიშნული ხშირად ხდება მიზეზი რომ ბავშვი ოჯახიდან გამოიყვანონ და ბოილოგიურ ოჯახს დააშორონ. სრულიად ეწინააღმდეგება ბავშვის უფლებებს, ეწინააღმდეგება სოციალური მუშაობის პრინციპებს. 

ტექსტი:  6 წლის ტყუპი ძმები, მინდობით აღზრდიდან ბიოლოგიურ დედასთან ახალი დაბრუნებულები იყვნენ. დედა ღამის სამუშაოზე იყო. სახლში, ელექტროენერგია გადაუხდელობის გამო ჩაჭრილი ჰქონდათ. ბიჭები სავარაუდოდ სანთლიდან გაჩენილ ხანძარში დაიწვნენ.

სალომე ჭიჭინაძე, ბავშვზე ზრუნვის სპეციალისტი, სოციალური მუშაკი: ეს არის ჩემთვის სიმპტომი იმისა რომ იქ ის საფრთხეები რაც არსებობდა არ იყო სწორად დანახული. ისევე რომ ამის გამო რომ ხარ მარტოხელა მშობელი და გიწევს ასეთი მძიმე სამუშაოს შესრულება ღამის საათებში, ეს ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ ბაზარზე არ არის სამსახური რომელიც დღის განმავლობასი დაგასაქმებს ისე, რომ იმის საშუალაბა  არ გექნება რომ ღამე გახვიდე და ღამის საათებში იმუშაო.და ბავშვები ამ რისკის ქვეშ არ დადგნენ. 

ტექსტი: სოციალურად დაუცველ ოჯახებში, არასრულწლოვნის დახმარება 100 ლარია. მაშინ, როდესაც იგივე ბავშვს მინდობით აღზრდაში 7- ჯერ მეტი ერიცხება. რაც ასევე, როგორც აღმზრდელები ამბობენ საკმარისი არაა

სოფო მუშკუდიანი, ყოფილი სოცმუშაკი, დამოუკიდებელი კონსულტანტი: რატომაა მექანიზმი ისე შემუშავებული, რომ როდესაც ბავშვი ოჯახიდან გაყავთ მაშინ არის რესურსი და როდესაც ბავშვი შესანარჩუნებელია ოჯახში  რესურსი არ არის. რატომ არის ისე რომ, სიღარიბიდან გამომდინარე მიმღებ მშობელს შემიძლია გადავუხადო ეს თანხა და ეს თანხა მე შესაძლებლობას მომცემდა ბავშვის ოჯახში შემენარჩინებინა და ეს რატომ არ ხდება.

ტექსტი: მინდობით აღზრდის შემთვევაში, სისტემა პირველ რიგში ბავშის ნათესავებს ეძებს. თუკი მათ პოულობს, ბავშზე 230 ლარს უხდის, ანუ 3-ჯერ ნაკლებს ვიდრე იმავე მომსახურებაში სრულიად უცნობ მიმღებ აღმზრდელს გადაუხდიდა.

2019 წლის 22 იანვარს, მთელი ქვეყანა საზარელმა ტრაგედიამ  შეძრა. მინდობით აღზრდიდან ოჯახში დაბრუნებული 4 წლის ნინო, დედამ ცემით მოკლა.

პასუხისმგებელი ბავშვების რეინტეგრაციაზე, ზრუნვის სააგენტოა. ბავშვის დაბრუნებამდე, სოციალური მუშაკი ვალდებულია ჯერ მშობლები მოამზადოს და შემდეგ ზუსტად შეაფასოს რამდენად უსაფრთხოა ბავშვებისთვის ოჯახური გარემო დასაბრუნებლად. მაგრამ, რა პროგრამებით არის აღჭურვილი სააგენტოს წარმომადგენელი?! – სოციალური მუშაკები ამბობენ, რომ ოჯახების ეკონომიკური გაძლიერების, დასაქმების, ინფრასტრუქტურული თუ პოზიტიური მშობლობის უნარ- ჩვევების პროგრამები ხელმისაწვდომი არაა.

სალომე ჭიჭინაძე, ბავშვზე ზრუნვის სპეციალისტი, სოციალური მუშაკი: -რა შეცვალა სისტემამ რომელშიც იღუპებიან ბავშვები? არაფერი.

ტექსტი: მინდობით აღზრდის პროგრამის  2023 წლის ბიუჯეტი 13 მილიონია.  რამდენად საკმარისია ბიუჯეტი ბავშვებზე ზრუნვისთვის, ასევე  სოციალური მუშაკებითვისშრომის ანაზღაურებისთვის და მინდობით აღმზრდელისთვის. ჩვენ არც  ამ კითებზე გვიპასუხა ზრუნვის სააგენტომ. თუმცა, ამ და სხვა კითხვებით, რომლებიც მინდობით აღზრდის პრობლემებს ეხება, მონიტორმა ქართული ოცნების წევრს, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ზაზა ლომინაძეს მიმართა:

ჟურნალისტი: –  მინდობით აღზრდაში მყოფ ბავშვებზე მინდა გკითხოთ…

ზაზა ლომინაძე: -ეხლა მაგაზე ვსაუბრობთ?

-თქვენ ხართ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ამ თემაზე ვაკეთებთ ფილმს და მნიშვნელოვანია თქვენი პასუხი.

-სიამობნებით მოდისთ დავჯდეთ ვისაუბროთ, როცა გენებოთ, ოღონდ ეხლა არა და ნარკოტიკზე თუ გინდათ გიპასუხებთ.

-თანხა არის 25 ლარი და 35 ლარი

-არა, მოდი თანხებს ნუ ვეხებით, ვმუშაობთ აქტიურად. დაწუებული თანხიდან, დაწყებული რაოდენობიდან თუ სად როგორ რა უნდა გავაკეთოთ. 

-ამ ბავშვების პრობლემებზე გესაუბრებით..

– ეს ბავშვები ყოველდღიური საზრუნავია ჩვენი კომიტეტის რომ იცოდეთ

-რა ნაბიჯები გადადგით, მაგალითად ამ კუთხით რაზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ

– თუ ნახავთ, გთხოვთ, ნახოთ სამუშაობ გეგმა, ჯანრთელობის დაცვის კომიტეტის რომელიც გვაქვს შემუშავებული. იქ არის ყველა პუნქტი თუ რას ვაპირებთ ამ მიმართულებით. ასე რომ ხომ გეუბნებოდით.

– პროგრამები, სერვისები, ოჯახის გაძლიერების რატომ არ არსებობს?

– მოგცემთ ჩემ სავიზიტო ბარათს, თქვენ შეისწავლეთ ჩვენი სამუშაო გეგმა და ამის შემდეგ დავსხდეთ და ვისაუბროთ. 

ტექსტი: ზაზა ლომინაძემ დაპირება არ შეასრულა და მცდელობის მიუხედავად მან აღარ მიგვიღო. სანამ ქართული ოცნება მე-13 წელია ამ პრობლემებზე მუშაობს, მინდობით აღსაზრდელების ცხოვრება გადის და ისინი პროგრამით განსაზღვრული ასაკიდანაც გამოდიან. 

ტექსტი: კვლევის მიხედვით, სრულწლოვანების შემდეგ მინდობით აღსაზრდელთა 63% ჰქონდა ფინანსური სირთულეები და საცხოვრებლის გარეშე დარჩნენ. 

მოზარდებს, რომლებმაც 18 წელს მიაღწიეს და სწავლას ვერ აგრძელებენ, ღია ცის ქვეშ  ყოველგვარი დახმარების გარეშე რჩებიან, ან იძულებულები არიან იმავე ძალადობრივ გარემოში ან სიღარიბეში დაბრუნდნენ. თუკი სტუდენტები ხდებიან, ხდებიან 18+ პროგრამის მონაწილეებიც. რაც გულისხმობს, ცხოვრების გაგრძელებას მიმღებ ოჯახში ან საერთო საცხოვრებელში 21 წლამდე. ამ შემთხვევაში,მათი ყოველ თვიური დახმარება 472 ლარია.

თათია და ნინა: 472 ლარი გვერიცხება და ეს ყველაფერზე უნდა იმყოფინო. წამალი, პროდიქტები, გაუთვალისწინებელი ხარჯი. ზოგჯერ ისე ყოფილა არაფერი მქონია თვის  ბოლოს.

472 ლარი გვერიცხება თვიდან თვემდე. მაგრამ არაფერში არ გვყოფნის აბსოლიტურად. 

ჭამა, ჩაცმა, საუნივერსიტეტო ნივთები, გზა, ექიმი რასაც არ აფინანსებენ, დე ვიტამინი, კბილის ექიმი არ ფინანსდება.

ტექსტი: ნინა, კულინარიას სწავლობს, თათია იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი გახდა და უკვე იცის, პოლიციელი გახდება, მაგრამ არ იცის როგორ  მიაღწევს ამას, როგორ იცხოვრებს  21 წლის შემდეგ – დედ- მამის და სახლ-კარის გარეშე.

ნინა: სახლი არ გაქვს არ აინტერესებთ, სად წახვალ არ აინტერესებთ, უბრალოდ გიშვებენ, გიწყდება ეს პროგრამა. 

ტექტი: ეკონომიკური, ფიზიკური თუ სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვებზე პასუხისმგებელი სახელმწიფოა. მაგრამ პროგრამა, რომელიც 25 წელს ითვლის, სისტემა, რომელიც მათ უზრუნველ ბავშვობას უნდა სთავაზობდეს, სთავაზობს გულგრილობას. უკიდურეს შემთხვევაში ეს შავი ტრაფარეტებით სრულდება, ჩვილების პატარა საფლავებით ველის უჭირისუფლო სასაფლაოზე, ტიპიურ შემთხვევაში კი სიცოცხლის პერსპექტივის გარეშე, ყველაზე დაუცველი ადამიანებისთვის,  რომლებსაც აქამდეც ამდენი რამ აკლდათ

თათია: თუნდაც სითბო, თუნდაც სახლი, თუნდაც გემრიელი საჭმელი,  მეგობრები, გარემო სადაც შეძლებდი მშვიდად ყოფილიყავი. დღეს ეს ყველაფერი ჩვენით შევძელით. იქ ვდგავერთ სადაც უნდა ვიდგეთ და ვაკეთებთ იმდენს რომ რაც გვეკლდა ავინაზღაუროთ.