ბეტონის კედლებს მიღმა – ფსიქიატრიულ დაწესებულებებში შელახული უფლებები
ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პაციენტებისადმი ღირსების შემლახავი მოპყრობა და ძალადობა ფსიქიატრიულ დაწესებულებებში დღემდე გამოუსწორებელ პრობლემად რჩება.
დაბმა, ჩაკეტვა, ძალადობა, უგემური საკვები, სანიტარულ-ჰიგიენური პრობლემები, გაუმართავი ინფრასტრუქტურა და ქართულ ფსიქიატრიაზე დასმული საბჭოთა დამღა, – ყოფილი პაციენტები და უფლებადამცველები “სტუდია მონიტორს” მძიმე ამბებს უზიარებენ.
არაერთი ანგარიში ადასტურებს, რომ ეს გამოწვევა სისტემურ პრობლემას წარმოადგენს, რაზეც სახელმწიფო არ რეაგირებს.