ჩვენ გავიფიცეთ

ჟურნალისტი: სტუდია მონიტორი
Divider dot 14 იანვარი 2025

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და დირექტორს, მზია ამაღლობელს ბათუმის საქალაქო სასამართლომ დღეს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.