გართობაში დახარჯული მილიონები

ჟურნალისტი: ირმა ზარნაძე
Divider dot 26 სექტემბერი 2008

2008 წლის საპრეზიდენტო არჩვნებში პრეზიდენტობის კანდიდატ მიხეილ სააკაშვილს საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები უჭერდნენ მხარს, ძირითადად, ე.წ. ,,შოუ ბიზნესის” წარმომადგენლები. მხარდამჭერებს შორის იყვნენ ლელა წურწუმია, აჩიკო გულედანი, სტეფანე, კახა ცისკარიძე, ნიკა მემანიშვილი, მიშა მშვილდაძე, მარინა ბერიძე, ნინო ანანიაშვილი და სხვ. 2008 წლის არჩვევნებში, სააკაშვილის გამარჯვების შემდეგ, ამ ადამიანების უმრავლესობამ პრეზიდენტის და მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან რამდენიმე მილიონი ლარის დაფინანსება მიიღო. ნიშანდობლივია, რომ სააკაშვილის მხარდამჭერები დაფინანსებას ყოველგვარი კონკურსის და შეჯიბრებითობის გარეშე იღებენ.