გაუმჭვირვალე რეაბილიტაცია
პროექტის „ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის” ფარგლებში რეაბილიტაციის პროცესს თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული ფონდები ახორციელებენ. 2005-2011 წლამდე მერიის მიერ დაფუძნებულმა ფონდებმა თბილისის ბიუჯეტიდან დაახლოებით 300 მილიონი ლარი უტენდეროდ დახარჯეს. გარდა ასობით მილიონი ლარისა, თბილისის მერია ფონდებს ისტორიულ უბნებში უძრავ ქონებასაც გადასცემს, რომელსაც შემდეგ თბილისის განვითარების ფონდი ყიდის.