ოლიგარქი და ღარიბი ქვეყანა (ნაწილი II)
ბოლო ათი წლის განმავლობაში იმერეთი 90 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა, ხოლო შიდა ქართლი 20 ათასმა. “სტუდია მონიტორმა” ამ ორ რეგიონში არსებული სოციალური პრობლემების ნაწილი შეისწავლა. გამოკითხვისას ადგილობრივი მოსახლეობა უმთავრეს გამოწვევად უმუშევრობასა და სიღარიბეს ასახელებს, ფერმერები კი პროდუქციის გასაღების პრობლემაზე საუბრობენ.
თუმცა 2012 წელს “ქართული ოცნების” ლიდერმა და დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა ამ რეგიონების მოსახლეობასთან შეხვედრისას პირობა დადო, რომ ზევით ჩამოთვლილი ყველა პრობლემა გადაიჭრებოდა. გაცემული არაერთი დაპირებიდან 12 წლის თავზე, ამ დაპირებების ნაწილი შეუსრულებელია.
ნახეთ “სტუდია მონიტორის” ახალი სიღრმისეული რეპორტაჟი “ოლიგარქი და ღარიბი ქვეყანა – ნაწილი II”.
რეპორტაჟის პირველი ნაწილის სანახავად მიჰყევით მითითებულ ბმულს .
სტუდია მონიტორი12.1K subscribersAnalytics