ოლიგარქი და ღარიბი ქვეყანა (ნაწილი I )
ბიძინა ივანიშვილის არაერთი დაპირება ხალხს, რომელიც არ შესრულდა, – ის ამბობდა, რომ შრომით მიგრაციას საქართველოდან შეაჩერებდა და სოციალურ მდგომარეობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებდა.
თუმცა ოფიციალური სტატისტიკა საპირისპიროს ამბობს, – ემიგრაციაში წასული ადამიანების რაოდენობა წლიდან წლამდე იმატებს, ასევე იზრდება სოციალურად დაუცველი ოჯახების რაოდენობა რეგიონებში.
“სტუდია მონიტორის” სიღრმისეული რეპორტაჟის ობიექტივში მოექცა სამცხე-ჯავახეთის ის სოფლები, სადაც ბოლო ათი წლის განმავლობაში ადგილობრივი მოსახლეობა სამჯერ შემცირდა.