პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები მოქალაქეთა წინააღმდეგ (ნაწილი I)
რეპრესიები და რეჟიმის იარაღად ქცეული თემიდა, – აქციებში მონაწილე ბრალდებულთა საქმეებში დაზარალებულიც და მოწმეც პოლიციელია.
უფლებადამცველები სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უმოქმედობაზეც საუბრობენ. ამ დრომდე არ დასჯილა არცერთი სამართალდამცველი, რომელთაც აქციაზე დაკავებული ბრალდებულები არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებენ.
“სტუდია მონიტორმა” დეტალურად შეისწავლა მზია ამაღლობელის, საბა სხვიტარიძის და გიორგი ოკმელაშვილის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეები. პოლიტიკური მოტივით დევნილი პატიმრები “სტუდია მონიტორს” ციხიდან დაუკავშირდნენ.