საქართველოს პარლამენტი
საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ზრდის აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილებას. გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვები, კონტროლის გარეშე დარჩენილი საბიუჯეტო სახსრები, სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისას პრეზიდენტის გაზრდილი უფლებამოსილებები, საკადრო ცვლილებებისათვის “მორგებული” კორექტივები კანონში, ჟურნალისტებისათვის დახურული სასამართლო… ეს და კიდევ სხვა მრავალი ცვლილება საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ერთსულოვნი უმრავლესობისა და სუსუტი ოპოზიციური წინააღმდეგობის, ანდა სულაც წინააღმდეგობის არქონის პირობებში. ფილმში აღწერილია რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც, ექსპერტთა აზრით, აფერხებს დემოკრატიულ პროცესებს.