საქართველოში 15-დან 18 ათასამდე ლიფტი უსაფრთხოების სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს და გამოსაცვლელია. კანონის თანახმად, თუკი ინსპექტირების შედეგად აღმოჩნდა, რომ ლიფტი გაუმართავია, ჯარიმის გადახდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს, ანუ თავად მაცხოვრებლებს უწევთ. სპეციალისტების თქმით, ეს საკანონმდებლო ხარვეზი ამხანაგობებს ლიფტების ტექნიკური ზედამხედველობის მოტივაციას უკარგავს.