ნინო რამიშვილი
ninoramishvili79@gmail.com
Latest posts by ნინო რამიშვილი (see all)
- სახელმწიფო სუბსიდია “ქართული ოცნების” შემწირველებს - 27/01/2021
- ვინ შეჭამა ვენახი - 25/01/2021
- ოცნების პროექტები - 09/11/2020
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, გიორგი შარვაშიძის დისერტაციაში თავისუფლების მონიტორმა პლაგიატი აღმოაჩინა. მას 140 გვერდიან ნაშრომში 50 გვერდზე მეტი წყაროს მითითების გარეშე აქვს გადატანილი. გიორგი შარვაშიძე თსუ-ს რექტორად მეორე ვადით აგვისტოში აირჩიეს.
თსუ-ს ეკონომიკური ფაკულტეტის პროფესორი ავთანდილ სილაგაძე კი აკადემიური საბჭოს წევრი მესამედ გახდა, არადა კანონით მხოლოდ 2-ჯერ ზედიზედ შეუძლია პირს აკადემიური საბჭოს წევრობა. ნახეთ რა განმარტებას აკეთებს ავთანდილ სილაგაძე ამ საკითხზე. თსუ-ს პროფესორის სამეცნიერო ნაშრომების ბიბლიოგრაფია, მისი და მისი ოჯახის წევრების სტატიებით.
თსუ-ს აკადემიური პერსონალის შერჩევის ბუნდოვანი კრიტერიუმები და განსხვავებული მოსაზრების გამო უნივერსიტეტიდან გაშვებული პროფესორები.