თსუ პრობლემების პირისპირ

ჟურნალისტი: ნინო რამიშვილი
Divider dot 31 აგვისტო 2020

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, გიორგი შარვაშიძის დისერტაციაში თავისუფლების მონიტორმა პლაგიატი აღმოაჩინა. მას 140 გვერდიან ნაშრომში 50 გვერდზე მეტი წყაროს მითითების გარეშე აქვს გადატანილი. გიორგი შარვაშიძე თსუ-ს რექტორად მეორე ვადით აგვისტოში აირჩიეს.
თსუ-ს ეკონომიკური ფაკულტეტის პროფესორი ავთანდილ სილაგაძე კი აკადემიური საბჭოს წევრი მესამედ გახდა, არადა კანონით მხოლოდ 2-ჯერ ზედიზედ შეუძლია პირს აკადემიური საბჭოს წევრობა. ნახეთ რა განმარტებას აკეთებს ავთანდილ სილაგაძე ამ საკითხზე. თსუ-ს პროფესორის სამეცნიერო ნაშრომების ბიბლიოგრაფია, მისი და მისი ოჯახის წევრების სტატიებით.
თსუ-ს აკადემიური პერსონალის შერჩევის ბუნდოვანი კრიტერიუმები და განსხვავებული მოსაზრების გამო უნივერსიტეტიდან გაშვებული პროფესორები.