უფასო პრეზერვატივები მოზარდებში ორსულობის შესამცირებლად
დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სახელმწიფო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს კონტრაცეპტივებსა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას. კერძოდ, სოციალური დახმარების მიმღები პირები ამ მომსახურებას უფასოდ მიიღებენ. სპეციალისტების თქმით, რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისები, მათ შორის კონტრაცეპტივები, ახალგაზრდებისთვისაც უფასო უნდა იყოს, ვინაიდან ჯერ კიდევ მაღალია მოზარდებში ორსულობისა და აბორტების მაჩვენებელი.