ალკოჰოლის მოხმარების მაღალი მაჩვენებელი ბავშვებში და ეროვნული სტრატეგია

ჟურნალისტი: ნინო მელიქიშვილი
Divider dot 16 თებერვალი 2018

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მიხედვით, ბავშვებსა და მოზარდებში ალკოჰოლის საზიანო მოხმარების შემცირების ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა ხელისუფლებას 2016 წელს უნდა დაემტკიცებინა, თუმცა საბოლოოდ მომზადებული დოკუმენტები აღარ დამტკიცდა. ალკოჰოლის, თამბაქოსა და სხვა ნარკოტიკის მოხმარების შემსწავლელი ევროპის სასკოლო კვლევის შედეგებით, საქართველოს ევროპაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს 13 წლამდე ასაკის ბავშვებში ალკოჰოლის მოხმარების მხრივ.