რატომ მცირდება სკოლებში უცხოელი მოხალისე პედაგოგების რაოდენობა

Divider dot 7 მარტი 2018

პროგრამა “ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად” განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2010 წელს დაიწყო და მისი მიზანი უცხოელი მოხალისე მასწავლებლების ჩამოყვანის გზით, ქვეყანაში უცხო ენების სწავლების განვითარება და ხელშეწყობაა. პროგრამის განხორციელების პირველ ეტაპზე, უცხო ენის სწავლების მიზნით, საქართველოში 1500-მდე უცხოელი მოხალისე მასწავლებელი იმყოფებოდა. 2013 წლიდან კი, მათი რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა და დღეისთვის, ქვეყნის მასშტაბით, მხოლოდ 34 ასეთი მასწავლებელი გვყავს, საჯარო სკოლების რაოდენობა კი 2084-ია.