სპეციალური მასწავლებლები მასწავლებლის სტატუსის გარეშე

ჟურნალისტი: მარიკა დუდუნია
Divider dot 15 მარტი 2018

სპეციალური მასწავლებელი პასუხისმგებელია სკოლაში სსსმ მოსწავლისთვის საჭირო სასწავლო გარემოს შექმნაზე, ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენაზე და ა.შ. ამის მიუხედავად, მათ არ აქვთ მასწავლებლის სტატუსი და შესაბამისად, არც ის ბენეფიტები, რაც თან ახლავს ამ სტატუსს. ამის გამო, სკოლებში ჭირს კვალიფიციური კადრების მოძიება სპეც. მასწავლებლის პოზიციაზე. ინკლუზიური განათლების მიმართულებით მასწავლებელთა კომპეტენციის გაზრდა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ევალება.