85-მილიონიანი უხარისხო გზები
ვაზიანი – გომბორი – თელავის რეაბილიტირებული გზა საქართველოს პრეზიდენტმა 2010 წლის 2 ოქტომბერს გახსნა. გზის რეაბილიტაციაზე 37 მილიონი დოლარი დაიხარჯა, აქედან 30 მილიონი მსოფლიო ბანკის სესხია. გზის გახსნისას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა პრეზიდენტს „გარანტია მისცა”, რომ აღნიშნულ გზას 10 წელი პრობლემა არ ექნებოდა. „ადრე სპეციალურად აკეთებდნენ ხოლმე ცუდად და მერე რემონტებში ფული იხსნებოდა”, – განაცხადა პრეზიდენტმა. გომბორის გზა გახსნიდან 2 თვეში მწყობრიდან გამოვიდა.
თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის გასაიდუმლოებული ანგარიში და 50 საავტომობილო გზის შესახებ მომზადებული ლაბორატორიული დასკვნა. დასკვნების ნაწილში საუბარია, რომ გზების სარემონტო სამუშაოები სტანდარტების დარღვევით და უხარისხოდ შესრულდა და გამოვლენილი დარღვევები არ გამოსწორებულა.