ბავშვები ბავშვთა სახლების გარეშე

ჟურნალისტი: სალომე ცეცხლაძე
Divider dot 30 იანვარი 2012

ჟურნალისტური გამოძიება ეხება ბავშვთა დეინსტიტუციონალიზაციის პროგრამას, რომლის მიხედვითაც ბავშვთა სახლები უქმდება. ბავშვების 30-35 პროცენტი ბავშვთა სახლიდან ბიოლოგიურ ოჯახში უნდა დაბრუნდეს.

ძლიერდება თუ არა ოჯახები სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული დახმარებით და რატომ ხვდებიან არასრულწლოვნები არასათანადო პირობებში. 90 ლარიანი დროებითი დახმარება, მშობლის უფლების ჩამორთმევის შიშით ბავშვთა სახლიდან დაბრუნებული ბავშვები – ექსპერტების თქმით, პროცესი დაჩქარებულად მიმდინარეობს და ალბათობა იმისა, რომ ეს ბავშვები ისევ ქუჩაში აღმოჩდნენ, დიდია.

ფილმში ასევე საუბარია ქუჩის ბავშვებზე, რომელთა მიმართაც სახელმწიფოს არ აქვს შემუშავებული პოლიტიკა. ასევე არავინ იცის, სად მიდიან ბავშვთა სახლებში მცხოვრები არასრულწლოვნები 18 წლის შემდეგ.