ბიზნესმენი ”საქართველოს ბანკის” წინააღმდეგ

ჟურნალისტი: თამარ გელაშვილი ; რედაქტორი: ნანა ბიგანიშვილი
Divider dot 30 ოქტომბერი 2023

📍 ”საქართველოს ბანკის” მოთხოვნით დაყადაღებული კომპანია, უძრავი ქონება, სახლები და აგარაკები;

📍 ბანკების მიზანმიმართული პოლიტიკა თუ ხელშეკრულების ბუნდოვანი ჩანაწერები?

📍 როგორ კოტრდება სასტუმროს მშენებლობის ბიზნესი, რომელიც სახელმწიფო პროგრამა, ,,აწარმოე საქართველომ” დააფინანსა.


ტექსტი: საქართველოს ბანკის მოთხოვნით  დაყადაღებული კომპანია, უძრავი ქონება, სახლები და აგარაკები.  როგორ კოტრდება  სასტუმროს მშენებლობის ბიზნესი, რომელიც სახელმწიფო პროგრამა, ,,აწარმოე საქართველომ”  დააფინანსა.  

გიორგი მაისურაძე (ბიზნესმენი) : ეს ბანკის პოლიტიკაა და ეს მე პირველი არა ვარ. და ნებისმიერს ვისაც ბანკთან ურთიერთობა აქვს ანალოგიურს გეტყვით 

მარიკა არევაძე  (იურისტი): ჩვენთან ბაბნკჯები საშუალო და მცირე ბიზნეს არ აღიქვამენ პარტნიორად. 

ტექსტი: ბანკების მიზანმიმართული პოლიტიკა თუ  ხელშეკრულების ბუნდოვანი  ჩანაწერები.   

ლალი პეტრიაშვილი (ადვოკატი):  აქ წყალში არ იყრება მარტო ბიზნესის ფული, აქ იყრება სახელმწიფოს ფულიც წყალში რომელიც მან გაწია ბიზნესის ასამუშავებლად.

ტექსტი: მსხვილფეხა ცხოველების სადგომად ქცეული სასტუმროს ბიზნესი მართლმსაჯულების მოლოდინში.  

გიორგი მაუსრაძე (ბიზნესმენი) :   ბანკი არი ქცეული რაღაც იაფასიან მევახშეთა გაერთიანებათ

სათაური  : ბიზნესმენი საქართველოს ბანკის წინააღმდეგ 

ტექსტი: კახეთში, სოფელ ნაფარეულში   სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა გიორგი მაისურაძემ 4 წლის წინ დაიწყო.   

  • მოგესალმებით
  • როგორ ბრძანდებით 
  • მადლობა
  • ეს არის სასტუმრო რომელიც ვერ დასრულდა, ასე ვთქვათ.. 
  • დიახ. ეს არის შპს “ქართული ღვინის ხელოვნების” საკუთარი ტერიტორია. დასაქმებული უნდა ყოფილიყო დაახლოებით ორმოცდაათი ადამიანი. აქედან ოთხმოცი პროცენტი განიხილებოდა რო ყოფილიყო ადგილობრივი, რაც ხელს შეუწყობდა სოფლად, ინტერესის გაზრდას. მოგეხსენებათ სოფლიდან გაედინება ძალიან მოსახლეობა   05:01

თამარ გელაშვილი (ჟურნალიტსი) :  ჩვენ მოგიყვებით  როგორ აღმოჩნდა წარმატებული ბიზნესმენი  ერთ დღესაც გაკოტრების პირას.  საქართველოს ბანკის მოთხოვნით  დაყადაღებული კომპანიები , უძრავი ქონება, სახლები და აგარაკები.   ბიზნესს, რომელიც სესხით  განვითარებას გეგმავდა  საქართველოს ბანკის მილიონობით ლარის დავალიანება დარჩა.  

ტექსტი:  მანამდე კი 2017 წელს , ალაზნის ველზე  სოფელ – ლალისყურში უნიკალური ქართული ვაზის ჯიშები – საფერავი, რქაწითელი, კახური მწვანე და ქისი გააშენა.   ბიოღვინის  წარმოებისთვის  სახელმწიფო პროგრამით, “შეღავათიანი აგროკრედიტით” ისარგებლა. მცირე დროში კომპანიამ  ევროკავშირის სტანდარტის ბიოსერტიფიკატიც მოიპოვა.  

გიორგი მაისურაძე:  ღვინის რეალიზაციისთვის გვჭირდება იგივე სარეკლამო აქციების ჩატარება, მეტი ცნობადობის გაზრდა მომხმარებელში ამისთვის მიზანშეწონილად მივიჩნიეთ სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა . წლის განმავლობაში სასტუმროს დაახლოებით თხუთმეტი  ათასი სტუმრისთვის უნდა ემასპინძლა.  

ტექსტი: სასტუმროს მშენებლობის და ბიზნესის გაფართოების შესაძლებლობის იმედს  კვლავ სახელმწიფო პროგრამები აძლევდა.

აწარმოე საქართელოს” ვიდეო არქივი:  სააგენტო “აწარმოე საქართველოში” თქვენი სესხის გარანტორი იქნება. შედეგად კი შეძლებთ შექმნათ, ან განავითაროთ თქვენი ბიზნესი. აწარმოე საქართველოში –  თქვენი პარტნიორი.  

ტექსტი:  “აწარმოე საქართველოში “ მონაწილეობის მისაღებად გიორგი მაისურაძემ ახალი კომპანია,  ,ქართული ღვინის ხელოვნება “ დააფუძნა. 

მდინარე ლოპოტასა და კავკასიონის მთებს შორის მოქცეულ  3 ჰექტარ  ნაკვეთზე ,  ნაფარეულში დასასვენებელი ,  რესორტის ტიპის სასტუმრო კომპლექსის მშენებლობის  დეტალური გეგმით საქართველოს ბანკს მიმართა და 2 მლნ ლარის  კრედიტიც დაუმტკიცდა.  

2019 წელს ხელშეკერულების გაფორმებისთანავე სესხის პირველი ნაწილი 600ათასი ლარი ჩაერიცხა და  სასტუმროს მშენებლობაც  დაიწყო. 

2 მლნ ლარის სესხის საპროცენტო განაკვეთი იყო 12,5 – საიდანაც პირველი ორი წელი  სახელმწიფოს მიზნობრივი თანადაფინანსება  10%  იყო, მაქსიმალური  ჯამური თანხა კი 400000 ლარი. 

აწარმოესთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, სასტუმრო ნაფარეულში  სტუმრების მიღებას 2022 წლის მარტიდან  შეძლებდა. 

ჟურნალისტი: ხელშეკრულების თანახმად, 2 მილიონი ლარი  კომპანია “ქართული ღვინის ხელოვნებას”  5 ნაწილად  უნდა მიეღო.  მას შემდეგ, რაც კომპანია ჩარიცხული თანხის  ათვისების დუკუმენტაციას წარადგენდა, ბანკს მომდევნო  ნაწილი დამატებითი თანხმობის შემდეგ  უნდა გადაერიცხა.  

ტექსტი:  გიორგი მაისურაძე  სტუდია მონიტორთან იხსენებს , რომ საქართველოს ბანკთან პრობლემები ხელშეკრულების დადებიდან  მცირე ხანში  დაიწყო.  პირველი გადმორიცხული  600 ათასი ლარის გახარჯვის შემდეგ საკრედიტო თანხის მეორე ნაწილის გადმორიცხვამ დაიგვიანა, ასვე პრობლემური იყო თანხის  შემდეგი ჩარიცხვებიც.   

გიორგი მაისურაძე:  ჩვენი კომპანია მზად იყო უკვე 2020 წლის მარტის შუა რიცხვებში რომ მიეღო შემდეგი ტრანში,  რისთვისაც ყველაფერი გვქონდა გაკეთებული ხელშეკრულების მიხედვით.  მიუხედათ ამისა ვიმეორებ რომ, შემდეგი ტრანში მეორე ტრანში ანუ 200000 ლარის მოცვულობით გაიცა მხოლოდ 31 ივლის 2020 წლის.  ანუ ის პერიოდი აქტიური ფაზა მშენებლობისა კომპანიის მხრიდან იყო გაშვებული, იმიტომ რომ არ ჰქონდა შესაბამისი ფინანსები ბანკის მხრიდან.

  • (ჟურნალისტი) ბანკმა რით დაასაბუთა ის, რომ დააგვიანა მომდევნო ტრანშის გაცემა? 
  • (გიორგი მაისურაძე): ლოგიკური დასაბუთება ამას არ მოჰყოლია.  

ინტერშუმი: 

ჟურნალისტი: ეტყობა საქონელი სტუმრობს აქაურობას არა? 

გიორგი მაისურაძე:  სამწუხაროდ, სამწუხაროდ

ტექსტი: გიორგი მაისურაძე “სტუდია მონიტორთან” იხსენებს, რომ  კრედიტის ნაწილი, 200 ათასი ლარის 4 თვის შემდეგ ჩარიცხვის ერთ-ერთი მიზეზი საქართველოს ბანკის პერსონალის ცვლილებაც იყო.  ამას მოწმობს ჩვენს ხელთ არსებული ელექტრონული მიმოწერაც. 

მაგალითად 2020 წლის 11-ი მაისის მიმოწერაში ვკითხულობთ. 

“ბატონო გუგა, 

პროექტის კონსტრუქციული და არქიტექტურული ნაწილი შესაძლოა თვენგან უკვე იყო

წარმოდგენილი, თუმცა ვინც იყო თქვენი ბანკირი ჩვენთან აღარ მუშაობს და მის ფაილებზე

წვდომა გარკვეულ დროს მოითხოვს. თუ გაქვთ შენახული უკეთესი იქნება დროის კუთხით

რომ თქვენ მომაწოდოთ.”

ტექტი: იურისტი, ლალი პეტრიაშვილი გიორგი მაისურაძის  საქმეში  ბანკთან გართულებული  ურთიერთობის ეტაპზე ჩაერთო.   დოკუმენტაციის  დეტალურად  შესწავლის შემდეგ აღმოაჩინა, რომ      ხელშეკრულებაში არ იყო მითითებული თანხის გადმორიცხვის კონკრეტული ვადები. 

ლალი პეტრიაშვილი (ადვოკატი):   იმისთვის რომ დაუშვათ,  ბიზნესმენს ქონდეს კონკრეტული მოლოდინი რო აი ეს ორი მილიონი სესხი რომელიც ბანკისგან მიიღო, რომელიც ტრანშებად უნდა გაიცეს, კონკრეტულ თარიღში გაიცემა, ეს გარკვეულწილად აიხსნება იმით, რომ ყოველი მომდევნო ტრანშის გაცემას ბანკი უკავშირებდა დამატებითი თანხმობის წარდგენას თავისი მხრიდან,    ეს გაიგივე ივებული აქვს  უფლებამოსილებასთან ასევე არ გასცეს ეს ტრანში, მაგრამ ბანკს ევალება გაითვალისწინოს ის ზიანი,  რომელიც დაუსაბუთებელი ასე ვთქვად   მომდევნო ტრანშის გაცემაზე უარით  შეიძლება მიიღოს ბიზნესმა. 

გიორგი მაისურაძე: ტრანშების გაცემებს შორის ვადები იყო ყოველგვარ გონივრულ ვადებს გაცდენილი, გვიწევდა ორ-ორი სამ-სამი თვე თანხის ლოდინი. ეხა თანხის გარეშე მშენებლობლობას გაუჭირდება როგორც მოგეხსენებათ 

ტექსტი: სტუდია მონიტორმა ბანკისა და ბიზნესის ამ სასესხო ურთიერთობის შეფასებისთვის იურისტს, მარიკა არევაძეს მიმართა. ის მრავალი წელია აქტიურ საადვოკატო, საგანმანათლებლო და კვლევით საქმიანობას ეწევა. 

  • ჟურნალისტი:  ხელშეკრულება, სადაც არაა მითითებული ვადები, თუ როდის უნდა გაიცეს შემდგომი ტრანში. ეს რაზე მიუთითებს თქვენი აზრით?
  • მარიკა არევაძე: ) აი , აქ შემოდის ბანკის კეთილსინდისიერების საკითხი და სწორი მიდგომის საკითხი. დრო არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ბიზნესურთიერთობებში  და მნიშვნელობვანი იყო  თავიდანვე გაფორმებულიყო ხელშეკურლბა იმ პირიოებებით, სადაც მკაცრად იქნებოდა გაწერილი თუ რა ვადაში უნდა მოეხდინა ტრანშის გაცემა გამსხესხებელს, ბანკს,  და რა ვადაში უნდა მოეხიდნა ინფორმირება, რომ თუნდაც არ გასცემდა ტრანშს და მოეხდინა (ბიზნესმენს) ალტერნატიული რესურსის ძებნა. 10:30 

6

გიორგი მაისურაძე : აი ამ სახით რა სახითაც ახლა ჩვენ ვუყურებთ შენობას , ამ მდგომარეობით იყო 2021 წლის ოქტომბრის ბოლოს. 

ტექსტი: მშენებლობის დროში გაჭიანურებამ სასტუმროს პროექტის ღირებულება გაზარდა. საქართველოს ბანკმა     დაუსრულებელ მშენებლობას დაფინანსება შეუწყვიტა.  კომპანიამ  ბანკისგან სესხად   2 მილიონი ლარის ნაცვლად,  1 მილიონ 400 ათასი ლარი მიიღო.  

ლალი პეტრიაშვილი – ადვოკატი:  თავისთავად ბუნებრივია ეს შეწყვეტა იწვევს იმას რო ბიზნესი შუაში ჩერდება, პროექტი ვერ სრულდება შესაბამისად ბიზნესი ვერც გადახდას ვერ უზრუნველყოფს — აქ წყალში არ იყრება მარტო ბიზნესის ფული, აქ იყრება სახელმწიფოს ფულიც წყალში რომელიც მან გაწია ბიზნესის ასამუშაოებლად

ტექსტი: ქვეყანაში    კოვიდ 19 ის გავრცელების გამო დაწესებული რეგულაციების  დასაძლევად  და ბიზნესის დასახმარებლად  სახელმწიფომ ,, აწარმოე საქართველოში “დაფინანსების ვადები გაზარდა.  შპს ,,ქართული ღვინის ხელოვნების” საგარანტიო საკრედიტო ვადა ერთი წლით  და თანადაფინანსების ლიმიტი კი 600 ათას ლარამდე გაიზარდა. თუმცა საქართველოს ბანკის მიერ დაფინნასების  შეწყვეტის გამო კომპანიამ  სახელმწიფოს  ამ შეღავათით სრულად ვერ ისარგებლა. 

ჟურნალისტი: რა თანხა დაიხარჯა სახელმწიფო  ბიუჯეტიდან ნაფარეულში სასტუმროს მშენებლობის პროექტზე , რომელიც ვერ დასრულდა, ან რამდენად ხშირია ჩაშლილი პროექტები? რამდენად ეფექტურად იხარჯება სახელმწიფო ბიუჯეტი ? ამ კითხვებზე  პასუხის გაცემას “აწეარმოე საქართველოში”   საჭიროდ არ მიიჩნევენ. 

გიორგი მაისურაძე: 2021 წლის ოქტომბერში, ბანკმა შეწყვიტა საბოლოო ჯამში პროექტის დაფინანსება 

  • მიზეზი რა იყო ოფიციალურად ?
  • ოფიციალური  მიზეზი იყო  ბიუჯეტის ფარგლებიდან გასვლა მშენებლობისა, რაშიც ლომის წილი კი არა და მთლიანათ ბანკის არათანმიმდევრული პოლიტიკა არი დამნაშავე 04:38 

ტექსტი: თუკი კომპანია  არ ასრულდება ჯეროვნად დაკისრებულ ვალდებულებას ან არ ითვისებდა სესხის თანხას მიზნობრივად, რატომ ჩაურიცხა ბანკმა მეორე, მესამე და მეოთხე ტრანშის ნაწილი? 

რატომ უგვიანებდა ტრანშების გაცემას, როცა  სასტუმროს ამოქმედების ვადები ბიზნესს ხელშეკრულებითაც ჰქონდა  გაწერილი.

ჩვენი არაერთი მცდელობის მიუხედავად ეს და სხვა კითხვები ბანკმა  უპასუხოდ დატოვა

საქართველპოს ბანკის წერილიდან ამონარიდი: 

“რადგან ორივე მხარემ კითხვებზე პასუხების მისაღებად და სადავო საკითხების გადასაწყვეტად მიმართა სასამართლოს, ბანკს არ მიაჩნია მიზანშეწონილად საკუთარი არგუმენტების და სტრატეგიის, მიმდინარე სასამართლო დავის მიღმა, ალტერნატიულ სივრცეში გადატანა/განხილვა. “

ტექსტი: ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, აქ  დასასვენებლი კომპლექსი უნდა გახსნილიყო. სპორტული მოედნებით, ჩოგბურთის კორტებით და  საცხენოსნო მანეჟით.  თუმცა აქ, ახლა მხოლოდ სასტუმროს დაუსრულებელი შენობა დგას.     ბიზნესის გაფართოების  და  გაზრდილი შემოსავლის ნაცვლად გიორიგი  მაისურაძეს   დაყადაღებული ქონება და  საქართველოს ბანკის მილიონობით ვალი დარჩა. 

ტექსტი: ჰარვარდის უნივერსიტეტის  მკვლევარი , ასოცირებული პროფესორი –  ია ერაძე  საქართველოს ფინანსური და ეკონომიკური ინსტიტუტების ფუქციონირებასაც სწავლობს.

  • ჟურნალისტი : Ზოგადად ეკონომიკის განვითარებაზე როგორ აისახება კომერციული ბანკების როლი ჩვენს ქვეყანაში. Საბანკო სექტორის, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანია?
  • ია ერაძე  :  თუ შევხედავთ საქართველოს სიტუაციას ,90-იანებიდან ასე იყო ისტორიულად. Სამწუხაროდ ამ ტენდენციას ვერ ვხედავთ, რომ საქართველოში მოქმედ კმომერციულ ბანკებს რომ  დიდი წვლილ შეჰქონდეთ ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის განვიათერბაში.  Პირიქით, საბანკო სექტორი, ფინანსური სექროტი  რომელიც თავის მხირვ ძალიან მომგებიანი სექტორია დაშორებულია ქვეყნის ეკონომიკური განვითრების  ტენდენციებს, რაც ძალიან ბევრ პრობლემას წარმოქმნის. Კრედიტი არის ძვირი, რთულია ხელმისაწვდომობა , როგორც წესი გირაოს მოთხოვნები არის ძლიან მაღალი. 

ტექსტი: ბიოღვინის წარმოებისა და სასტუმროს ასაშენებლად აღებული სესხები ბანკმა თავიდანვე არაერთი უძრავი ქონებით უზრუნველჰყო. სოფელ ლალისყურში  15 ჰექტარზე გაშენებული  ვენახი ,  მიწა, სადაც სასტუმრო უნდა აშენებულიყო, ბიზნესმენის პირადი   და ოჯახის წევრების კუთვნილი  აგარაკები და სახლები  ბაკურიანსა და თბილისში.  საბოლოო ჯამში ბანკთნ ხელშეკრულებებით 2022 წლისთვის იპოთეკით დაიტვირთული იყო თითქმის 2  მილიონი ლარის ღირებულების  უძრავი ქონება. Მხოლოდ  ნაფარეულის სასატუმრო კი ამჟამად 2 მილიონ ლარზე მეტი ღირს .

მარიკა არევაძე : ბანკი ცდილობს გააფორმოს ხელშეკრულება, რომელსაც ხშირად კაბალური ხელშეკრულებაც კი ეწოდება სადაც დაზღვეული და გადაზღვეული აქვს მაქსიმალურად ყველა მისი რისკი კრედიტის გაპრობლემების შემთხვევაში.  და არ არის გათვალისიწნებული მსესხებლის ინტერესები, რომ თუნდაც გაპრობლემების შემტხვევაში რა შეიძლება იქნეს გამოსავალი. 

ტექსტი:  ხელშეკრულების თანახმად,  სესხის  ძირი თანხის გადახდა კომპანიას 2 წლის შემდეგ  ანუ სასტუმროს ამუშავების  შემდეგ უნდა დაეწყო.   თუმცა როგორც გიორგი მაისურაძე ამბობს,   ბანკის მიერ თანხის შეწყვეტის გამო  გამო  სასტუმრომ ფუნქციონირება დროულად მაინც  ვერ დაიწყო. 3 წლიანი საშეღავათო ვადის გასვლის შემდეგ ვალის გადახდა ვეღარ შეძლო.  Მალევე,  2023 წლის იანვარში  ბიზნესმენის ქონება აუქციონზეც   გაიტანა და ის თავადვე შეისყიდა იმ დროისათვის საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ ფასად.

გიორგი მაისურაძე :   მიუხედავად ჩემი თხოვნისა , ბანკმა მაინც არ განიხილა ეს რომ მისი ბრალეულობით იყო შექმნილი ეს სიტუაცია ჩემი გადახდისუუნარობა იყო აბსოლიტურად ბანკის მიზანმიმართული ქმედების ბრალი, ეს დააგვირგვინა რითი ბანკმა რომ ფორსირებულათ,   2022  წლის დეკემბერში როცა ვერ შეძლო კომპანიამ ამ თანხის გადახდა,  2023 წლის იანვრის ბოლოს მათ უკვე აუქცეონზე ქონდათ გატანილი ჩემი გიორგი მაისურაძის პირადი ქონება ეს არის სახლი ბაკურიანში.  ჩემი ხელით აშენებული სახლი სადაც გაიზარდნენ ჩემი შვილები 

ტექსტი: ბიზნესმენი იხსენებს, რომ  საქართველოს ბანკმა მას შემდეგ, რაც ბაკურიანის სახლი თავად იყიდა  და ვალების ნაწილი  გადაფარა, ამავე სახლის შეძენა  ბიზნესმენს იმაზე ძვირად შესთავაზა ვიდრე თავად ბანკმა იყიდა.  

არშემდგარი მოლაპარაკების შემდეგ  გიორიგი მაისურაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს  მიმართა.  ის ბანკს ხელშეკრულების ნაწილობრივ არაჯეროვანი და ნაწილობრივ შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას 6 მილიონამდე  ლარის  (5 882 214 ლარის) და არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს . 

ჟურნალისტი: ამის საპასუხოდ  სასამართლოში  მეორე სარჩელიც შევიდა.  ბანკი  ბიზნესისგან დღეს დავალიანების, ჯარიმების, პროცენტების თუ საკომისიოების დაჯამებით მიღებულ   6 მლნ ლარს ითხოვს. 

დამატებით კი იმ უძრავ ქონებების რეალიზაციის უფლებას, რომელიც ხელშეკრულების დადებისთანავე იპოთეკით დატვირთა.

გოირგი მაისურაძე:  ეს ბანკის პოლიტიკაა და ეს მე პირველი არა ვარ და ნებისმიერს ვისაც ბანკთან ურთიერთობა აქვს ანალოგიურს გეტყვით.    აქ იკვეთება , ბანკის მიზანმიმართული ქმედება, კომპანიის ქონების იაფად დასაკუთრების კუთხით.

  • თქვენი აზრით რაში აწყობდა ბანკს ამგვარი ვთქვათ აი მიზანმიმართული ქმედება, როცა პროცენტს უხდიდით  
  • აბსოლიტურად გაურკვეველია ჩემთვისაც , ანუ ბანკს რომ მოეხდინა დროულად თანხების გაცემა ყოველგვარი შეფერხებების გარეშე დღეს ჩვენ გვექნებოდა სოფელ ნაფარეულში კიდევ ერთი მაღალი დონის სასტუმრო, რომელიც ასევე იქნებოდა მთლიანად ბანკის უზრუნველყოფით დატვირთული იმ ვალდებულებების გამო. ასე რო ბანკი აბსოლიტურად არაფრით არ რისკავდა

ტექსტი: ამასობაში ბიზნესმენის მიერ აშენებულ სასტუმროს, ალაზნის ველზე გაშენებულ ვენახს და ოჯახის პირად ქონებებს ყადაღა და აკრძალვა ადევს.  მშენებლობა შეჩერებულია. უკვე აშენებული 4 სართულიანი სასტუმროს ფოიეში, სადაც უცხოელი ტურისტები საფერავის, ქისის და სხვა ქართული ჯიშის ბიოღვინოს უნდა აგემოვნებდნენ  ცხენების და ძროხების სადგომია.  

გიორგი მაისურაძე : კომენტარს   თქვენს განსასჯელად ვტოვებ ანუ რას  დაარქმევთ ამას, თუ არა, ხელოვნურად, მიზანმიმართულად, სხვისი ქონებით გამდიდრების მცდელობას. მცდელობას რა,  აღასრულეს კიდეც ეს ყველაფერი.