ცხოვრება ნაგავსაყრელის გვერდით
ლილოს ნაგავსაყრელი წლებია ადგილობრივების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.
არაერთი დაპირების მიუხედავად, ნაგავსაყრელი დღემდე დარღვევებით ოპერირებს. ჰაერში თავისუფლად გაიფრქვევა მომწამლავი აირები და საყოფაცხოვრებო ნარჩენებიდან ჩამოჟონილი ტოქსიკური სითხე კვლავ უკონტროლოდ იღვრება გარემოში, რაც ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების დაბინძურებას იწვევს.
ამ გადაცემაში მოგიყვებით როგორ დაიხარჯა მილიონობით ლარი დედაქალაქის ბიუჯეტიდან პრობლემების მოსაგვარებლად, თუმცა ეკოლოგიური ზიანი არ შემცირებულა.