კახა კალაძე
დაიწყო მუშაობა ბიზნესექტორთან, რომ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სივრცეების გამოტანა და აუქციონზე გაყიდვა მოგვეხდინა. რა თქმა უნდა ბიზნესი უფრო უკეთესად მოუვლის.
ჟურნალისტი
გუდიაშვილის მოედნის აღდგენაზე დახარჯული მილიონობით ლარი და უპირობო აუქციონით გაყიდული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები.
ცირა ელისაშვილი
გუდიაშილი უნდა ყოფილა სოციალური პროექტი, არა ვიღაცის ბიზნესის წინასწარ გაუმჯობესებული მდგომარეობით, ასე ვთქვათ, მიყიდვა.
ჟურნალისტი
როგორ აღმოჩნდა ისტორიული შენობები, რებილიტაციის შემდეგ, კახა კალაძის მეჯვარის, ივლიანე წულიას ბიზნესჯგუფის საკუთრებაში.
ჟურნალისტი/კახა კალაძე
– როგორ მოხდა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი შენობები თქვენი მეჯვარის, ივლიანე წულაიას ბიზნესსაკუთრებაში აღმოჩნდა?
– მისი საკუთრებაა??
– მის ჯგუფთან, არქისთან დაკავშირებული კახაბერ კობაივანოვი
– არ ვიცი, აქუციონზე იყო გატანილი აღნიშნული შენობები.
სანდრო ქევხიშვილი
გუდიაშვილის მოედნის შემთხვევა, ჩვენ შეგვიძლია შევაფასოთ, მაღალი ალბათობით, კორუფციული გარიგება
ცირა ელისაშვილი
ქალაქის სიცოცხლისუნარიანობა განისაზღვრება რამდენიმე კომპონენტით, მათ შორის, ურბანული ხმაურით. ეს ურბანული ხმაური არის ბავშვების ყიჟინა იქ სარეცხის თოკის ჭრიალი… ანუ, ის სიცოცხლის ელემენტები, რომელიც ნებისმიერ სხვა საცხოვრისის ტიპის ობიექტებში არსებობს. ეს გუდიაშვილს ჰქონდა. აი, ეს სიჩუმე არის მკვდარი სიჩუმე.
ჟურნალისტი
გუდიაშვილის მოედანი დაახლოებით 1840-იანი წლებით თარიღდება და ამ ქალაქში ერთადერთი მოედანია, რომელმაც პირვანდელი სახით მოაღწია. მოედნის დასაცავად პირველად ადამიანები 2011 წელს გაერთიანდნენ. წლების წინ, ხელოვნებათმცოდნე ცირა ელისაშვილი მეგობრებთან ერთად აქ ურბანული პროტესტის სათავეში იდგა. ქალაქზე მზრუნველთა გაერთიანება, ,,თბილისის ჰამქარი” გუდიაშვილის მოედნის გადარჩენისთვის იბრძოდა.
ცირა ელისაშვილი
გუდიაშვილის მოედანი, მიუხედავად ორი თანამედროვე ჩარევისა, მაინც ინარჩუნებდა იმ ავთენტურობას, რომელიც აი, ძველ ფოტოებზე ერმაკოვის და გორსკის ფოტოებზე გვაქვს. შესაბამისად, ამ მოედნის გადარჩენა იყო მნიშვნელოვანი, იმიტო რო ეს იყო, ჩვენი გაგებით, კომპლექსური ძეგლი. აქ კონკრეტული შენობებია ძეგლები, მაგრამ არა, ვთქვათ, მთელი მოედანი როგორც კომლექსური ძეგლი. მიუხედავად ამისა, ვთვლიდით რომ მისი შენარჩუნება ქალაქისთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი.
ჟურნალისტი
თბილისის ისტორიულ მოედანზე აქტივისტების 13 წლიანი ბრძოლა შედეგიანი აღმოჩნდა. გუდიაშვილი, როგორც არქიტექტურული ძეგლი, გადარჩა. „სტუდია მონიტორმა“ აღმოაჩინა, რომ კულტურული მემკვიდრეობის ყველაზე მნიშვნელოვანი ძეგლები, რომლის რეაბილიტაციაზეც მილიონობით ლარი დაიხარჯა, თბილისის მერთან, კახა კალაძესთან დაკავშირებული ბიზნესჯგუფის საკუთრებაში აღმოჩნდა.
კახა კალაძე
ჩვენ დღეს შევიკრიბეთ აქ იმისთვის, რომ ის სიმდიდრე, რომელიც ამ ქალაქს გააჩნია, ჩვენ მოვაწესრიგოთ, მოვუაროთ და გადავცეთ ჩვენს მომვალ თაობებს
გიორგი კვირიკაშვილი
ეს პროექტი იმითაც არის გამორჩეული, რომ ის ითვალისწინებს აქ მაცხოვრებელი ადამიანების ყოფის გაუმჯობესებას.
ჟურნალისტი
გუდიაშვილის რეაბილიტაციის პროექტი კახა კალაძემ 2018 წელს წარადგინა. თბილისის ისტორიული მოედნის განახლების მცდელობა მერიას წინა ხელისუფლების პერიოდში, ჯერ კიდევ 2011 წელს ჰქონდა . თბილისის განვითარების ფონდმა მოსახლეობისგან სახლების ნაწილი სწორედ ამ პერიოდში გამოისყიდა.
ჟურნალისტი/ცირა ელისაშვილი
– გამოსყიდვა ნიშნავდა გუდიაშვილის მოედნის მთლიან ჯენტრიფიკაციას, თუ რატო იყავი წინააღმდეგი?
– რა თქმა უნდა, ჯენტრიფიკაციას ნიშნავდა პირდაპირ. თან ეს იყო ხელოვნური ჩარევა, ანუ მიდიოდა მერია და ეუბნებოდა რომ მომეცი. და მერე უნდა გეყიდა ბიზნესზე, ეს ცხადი იყო მაშინვე. ამიტომ ჩვენ ვამბობდით რომ ეს არის ხელოვნური ჩარევა ამ თვალსაზრისით და არ არის საჭირო. რეაბილიტაცია მნიშვნელოვანი მოედნისთვის, მაგრამ არა გამოსყიდვის შედეგად.
ჟურნალისტი
2012 წლის მარტში, თბილისის მერიამ გუდიაშვილის მოედნის განვითარებისთვის ინვესტორი მოიძია და ოფშორში დარეგისტრირებულ კომპანია “ირაო მაგნატ გუდიაშვილსა” და ფონდს შორის ხელშეკრულება გაფორმდა. მედიაში იმ დროს გავრცელებული ინფრომაციით, 15 მილიონ დოლარად მთლიანობაში მოედნის მიმდებარედ 3 800 კვ.მ მიწა და 7000 კვ.მ ბინები შეფასდა. ინვესტორი მოედნისა და მასზე არსებული შენობების სრული რეაბილიტაციის ვალდებულებას იღებდა.
,,ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლიდან რამდენიმე თვეში თბილისის განვითარების ფონდსა და ,, ირაო მაგნატ გუდიაშვილს” შორის კონტრაქტი შეწყდა. მთელი უძრავი ქონება, რომლის რეაბილიტაციაც ინვესტორს ეკისრებოდა, “თბილისის განვითარების ფონდის” საკუთრებაში დაბრუნდა. მერიის დაქვემდებარებაში მყოფმა ფონდმა თვითონ დაიწყო შენობების რესტავრაცია.
2016 წელს დავით ნარმანიამ გუდიაშვილის კონსერვაციის პროექტი წარადგინა, რომელიც თბილისის განვითარების ფონდის დაკვეთით იკომოს საქართველომ შეიმუშავა.
ზუსტად 1 თვეში ცნობილი ცისფერი სახლის მიმდებარედ ახალი შენობის არქიტექტურული კონკურსი გამოცხადდა. აბესაძის 23-ში უკვე დანგრეული სახლის ჩასანაცვლებელი შენობის პროექტში ფონდმა 206 500 ლარი გადაიხადა.
არქიტექტორი ლევან კალანდარიშვილი კონკურსში გამარჯვებული პროექტის თანაავტორია. კალანდარიშვილისა და მისი კოლეგების შექმნილი პროექტი საბოლოოდ აღარ განხორციელდა.
ჟურნალისტი/ლევან კალანდარიშვილი
-რა იყო თქვენი მთავარი ამოცანა?
-მაშინ ვცადეთ, რომ ეს ეზო რაც არის. ამ აივნებზე ადრე ხო ბანიანი თბილის იყო, რომ ერთმანეთს უყურებდა. ერთის აივანიდან მეორეს უყურებდი. ცოტა სხვანაირი სტრუქტურა ჰქონდა იმ ქალაქს, ხო? ჩვენ თანამედროვე ენით ვცადეთ, რომ ეს გადმოგვეთარგმნა დღევანდელი არქიტექტურის ენაზე.
ჟურნალისტი
სამუშაოების დაწყებისას მიწაში უძველესი სარდაფი აღმოჩნდა, რის გამოც საჭირო გახდა კონსტრუქციული სქემის გადაკეთება, თუმცა განვითარების ფონდმა პროექტი მთლიანად შეცვალა.
ჟურნალისტი/ ლევან კალანდარიშვილი
-რატო შეფერხდა ეს პროცესი?
-ის იყო მიწით დაფარული. ვერ ვხედავდით და ის ფერდი რო გაიხსნა, აღმოჩნდა იქ სარდაფი. ის რო გამოჩნდა, დაიწყო საუბარი, რომ რა ვუყოთ ამ სარდაფს. კონსტრუქციული სქემის შეცვლა იყო საჭირო.
-რატო ვერ შეიცვალა?
-ნუ, არ ვიცი. იმათ უნდოდათ ეტყობა, რომ … არ ვიცი მანდ რა მიწისქვეშა დინებები წამოვიდა მანდ, ეგ მე არ მიანტერესებს.
ჟურნალისტი
თანამედროვე სტილის შენობას, რომელიც საბოლოოდ გუდიაშვილზე აშენდა, სხვა ავტორი ჰყავს. კონკურსში გამარჯვებული პროექტი, რომელშიც საგამოფენო სივრცეები და საოფისე ფართები უნდა განთავსებულიყო, ფონდმა სასტუმროს შენობით ჩაანაცვა. ახალ პროექტში თბილისის განვითარების ფონდმა 100 000 ლარი გადაიხადა.
ცირა ელისაშვილი
აი, ამის გულისთვის შეიცვალა ყველაფერი და ხელს არ კიდებს არავინ. ეს დაიშლება. ის მიწაში იყო და იყო საგულდაგულოდ, ახლა ამაში ჰაერი რო შედის, შრება, გამოშრა და ჩაიშლება .
ჟურნალისტი
გუდიაშვილის მოედნის სარეაბილიტაციო არეალი თანდათან გაფართოვდა და აღდგენა-რესტავრაცია მიმდებარე შენობებსაც შეეხო.
კახა კალაძე
ახლა ვიმყოფებით გუდიაშვილის მოედანზე, რომლის რეაბილიტაციაც გასულ წელს დავიწყეთ. გუშინ შეხვედრა მქონდა პრემიერ-მინისტრთან და მივიღეთ გადაწყვეტილება, პრემიერის მხარდაჭერით დამატებით 25 მილიონი ლარი იქნება გამოყოფილი იმისთვის, რომ დავიწყოთ ამ სამუშაოების მეორე ეტაპი.
ჟურნალისტი
26 შენობიდან , რომლესაც სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა, 22 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. სარეაბილიტაციო სამუშაოებმა შენობების გარდა მოიცვა გუდიაშვილის მოედანი და ბაღი . ქუჩების საფარი გამოიცვალა და განახლდა სასამელი წყლისა და საკანალიზაციო სისტემები
რეაბილიტაციის პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, 2021 წელს კახა კალაძემ პრემიერ მინისტრ ღარიბაშვილთან ერთად მოედანი საზეიმოდ გახსნა.
ირაკლი ღარიბაშვილი
მე მინდა ამ უბნის ყველა მაცხოვრებელს მივულოცო დღევანდელი დღე. 200-მდე ოჯახი შევიდა დღეს განახლებულ საცხოვრებელ სახლებში და რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან დიდი მოვლენა მათთვის.
ჟურნალისტი
საზეიმო გახსნიდან ორ თვეში, განვითარების ფონდმა ოთხი ყველაზე მნიშვნელოვანი რეაბილიტირებული შენობა თბილისის მერიას გადასცა.
ჟურნალისტი/ცირა ელისაშვილი
–ერთის მხრივ, ეს მოედანი ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქისთვის და მეორეს მხრივ, ძალიან მიმზიდველია ბიზნესისთვის. რა საფრთხეს უქმნის ეს მოედანს?
– ჩვენ გვესმის, რომ რეაბილიტაცია ნიშნავს იმას, რომ რაღაც უნდა გავაკეთოთ, თავიდან დავანებოთ როგორ უნდა გავაკეთოთ ეს მეთოდოლოგიურად, მერე ეს უნდა მივყიდოთ ბიზნესს და მერე ეს ბიზნესმა თავისებურად უნდა აახმაუროს. არა, ასე არ ხდება. არსებობს სოციალური პროექტებიც და ამ შემთხვევაში, გუდიაშილი უნდა ყოფილა სოციალური პროექტი. არა ვიღაცის ბიზნესის წინასწარ გაუმჯობესებული მდგომარეობით, ასე ვთქვათ მიყიდვა, არამედ არსებულის გაკეთება, იმ არსებული ადამიანებისთვის, რომლებიც აქ ცხოვრობდნენ.
ჟურნალისტი
მოდერნის სტილში ნაშენი მსხვილმასშტაბიანი შენობა თაღოვანი და სწორკუთხა ღიობებით გუდიაშვილის მოედნისა და ახოსპირელის ქუჩის კვეთაზე;
ბაროკოს სტილით ნაშენი სახლი, რკინის დეკორატიული აივნებით, ლერმონტოვის N2 -ში;
სასტუმროს თანამედროვე შენობა აბესაძის N23 ში;
გასაყიდ უძრავი ქონების ნუსხაში ,,ცისფერი სახლიც” მოხვდა. კლასიციზმის სტილში აშენებულ შენობას, თბილისური ხის ტრადიციული აივნებით, ისტორიული მნიშვნელობაც აქვს. ახლო წარსულში ამ სახლში ,,ლიტერატურული საქართველოს” რედაქცია იყო.
თბილისის მერიამ ყველა ეს შენობა გააერთიანა და უპირობო აუქციონზე ერთ ლოტად გამოიტანა.
კახა კალაძე
ჯამში ამ ობიექტების ღირებულება 18 მილიონ ლარმდე არის. ეს იქნება საწყისი ღირებულება და დარწმუნებული ვარ, ისეთი კომპანიები ან ფიზიკური პირები შეიძენენ, რომლებიც საინტერესო პროექტებს შესთავაზებენ დედაქალაქს.
ჟურნალისტი
გუდიაშვილის მოედნის ოთხი ძირითადი შენობა, აუქციონზე ერთი ბიჯით, კახა კალაძის მეგობრისა და მეჯვარის, ივლიანე წულაიას ბიზნესჯგუფმა იყიდა.
ჟურნალისტი/კალაძე
-გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციაზე დაიხარჯა მილიონობით ლარი. როგორ მოხდა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი შენობები თქვენი მეჯვარის, ივლიანე წულაიას ბიზნესსაკუთრებაში აღმოჩნდა?
-მისი საკუთრებაა??
-მის ბიზნეჯგუფთან დაკავშირებული. არქისთან, კახაბერ კობაივანოვთან დაკავშირებული
-არ ვიცი, აქუციონზე იყო გატანილი აღნიშნული შენობები. ეს იცით, რომ იყო მუნიციპალიტეტის საკუთრება, მოხდა რეაბილიტაცია და შესაბამისად, მოხდა მისი გასხვისება.
ჟურნალისტი
თბილისის მერიამ შენობების ფასის დასადგენად სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმართა. ქონების მართვის სააგენტოს დაკვეთით, ექსპერტიზის დასკვნა დაჩქარებული წესით 1 თვეში მომზადდა.
მერიის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში მხოლოდ ერთმა კომპანიამ მიიღო მონაწილოება. შპს “მოლინვესტჯგუფმა” უძრავი ქონება გუდიაშვილზე ერთი ბიჯით 18 215 129 ლარად შეიძინა.
შპს “მოლინვესტჯგუფის” 60 % -ის მფლობელი კახაბერ კობაივანოვია. ის კახა კალაძის მეგობრის, ივლიანე წულიას ბიზნესპარტნიორია.
კობაივანოვი ივლიანე წულაიას ძმასთან ერთად “არქი გლდანის” დირექტორია. 2016-2020 წლებში მან და მისმა პარტნიორმა მმართველ პარტიას და სალომე ზურაბიშვილს ჯამში 230 00 ლარი შესწირეს.
წინა მოწვევის პარლამენტში ივლიანე წულაია ოცნების კვოტით მაჟორიტარი იყო, რომელიც თავადაც ოცნების მსხვილი შემწირველია. კახა კალაძის მეგობარმა მმართველ პარტიასა და სალომე ზურაბიშვილს ჯამში 170 000 ლარი შესწირა.
ჟურნალისტი/კახაბერ კობაივანოვი
-თქვენ ივლიანე წულაიას ბიზნესჯგუფის წარმომადგენელი ბრძანდებით?
-ილია წულაია ჩემი პარტნიორია, დიახ, სხვადასხვა პროექტებში
-ამჟამადაც გაქვთ მიმდინარე პროექტი?
-დიახ, გვაქვს.
-აუქციონზე ნაყიდ შენობებთან დაკავშირებით რა გეგმები გაქვთ?
–ქალაქისთვის მანდ კეთდება ძალიან საინტერესო პროექტი. ძალიან კაი ჩანაფიქრი გვაქვს. მინდობილი გვაქვს ეხლა ეს პროექტი კოლიერსისთვის. კოლიერსმა უნდა მოიძიოს საინტერესო პარტნიორები იმისთვის, რომ მანდ განვითარდეს სარესტორნო ჰაბი, მანდ განვითარდეს გასართობი და ქალაქისთვის და ტურისტებისთვის საინტერესო ლოკაციები.
ჟურნალისტი
მოლინვესტჯგუფის 40%-იან წილს კი თემურ უსტიაშვილი ფლობს. უსტიაშვილი ჰოლდინგური კომპანია ,,ჯი -თი გრუპის ‘’თანადამფუძნებელია, რომელიც რამდენიმე შვილობილ კომპანიას აერთიანებს. კომპანია საქართველოში ცნობილი საავტომობილო ბრენდების ექსკლუზიური წარმოადგენელია.
ჯითი გრუპსა და მის შვილობილ კომპანია ჯითი მოტორს ჯამში 492 მილიონი ლარის ტენდერები აქვთ მოგებული, მათ შორის 44 მილიონი პირდაპირი შესყიდვის წესით.
ჯი-თი გრუპი და ჯითი მოტორსი თბილისის მერიის მსხვილი კონტრაქტორები არიან . სწორედ მათი შემოყვანილია დედაქალაქში ISUZU-ს მარკის 220 ავტობუსი და 300 ლურჯი მიკოროავტობუსი. ჯითი მოტორსი ქართული ოცნების მსხვილი შემომწირველიც არის – 2016 – 2018 წლებში კომპანიის დამფუძნებლებმა ქართულ ოცნებას და სალომე ზურაბიშვილის 180 ათასი ლარი შეწირეს.
კორუფციის მკვლევარი სანდრო ქევხიშვილი აუქციონზე ოთხივე შენობის ერთ ლოტად გამოტანას და კონკურენციის შეზღუდვას მერიის გადაწყვეტილებას უკავშირებს.
სანდრო ქევხიშვილი
გუდიაშვილის მოედნის შემთხვევა, ჩვენ შეგვიძლია შევაფასოთ, როგორც მაღალი ალბათობით კორუფციული გარიგება. თბილისის მერიამ დახარჯა საქართთველოს მოაქალაქეების ფული, საკმაოდ დიდი თანხები, გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციისთვის და შემდეგ რატომღაც გადაწყვიტა, რომ 4 შენობა გაეერთიანებინა და 1 დიდ აუქციონად გამოეცხადებინა. ეს გადაწყვეტილება ცალსახად ზღუდავს კონკურენციას. თბილისის მერიას რო დაეყო და პატარ-პატარა აუქციონები გამოეცხადებინა, დიდი ალბათობით, თბილისის ბიუჯეტი უფრო მეტს სემოსავალს მიიღებდა. ანუ, თბილისის მერიამ პოტენციურ შემოსავალზე თქვა უარი.
კახა კალაძე
პირველი დავიწყოთ ის, რომ აქ მცხოვრები ადამიანებისთვის… წარმოიდგინეთ, პირობითად ვთქვათ, დღეს თუ აქ კვ მეტრი ღირს 100 დოლარი, როდესაც სამუშაოები დასრულდება მათი საცხოვრებელი ფართები იქნება 5-ჯერ, 6-ჯერ, 7-ჯერ მეტი.
ჟურნალისტი
ქალაქის მერი გუდიაშვილზე არსებული შენობების ფასის ზრდაზე საუბრობდა, თუმცა მერიამ მუნიციპალური ქონება ეროვნული ბანკის იმ დროისთვის არსებული კურსით, კვადრატული მეტრი დაახლოებით 1350 დოლარად გაყიდა. აღსანიშნავია, რომ განვითარების ფონდის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, გუდიაშვილის მოედნის და მიმდებარე არეალის რეაბილიტაციაში ჯამში 137 652 000 ლარი დაიხარჯა.
ჟურნალისტი/კახა კალაძე
– მაგ. ლერმონტოვის 2, რომელიც სახელმწიფოს დაუჯდა დაახლოებით 4 მილიონი, იგივე ფასად გაიყიდა აუქციონზე. მაშინ რა ინტერესი ჰქონდა სახელმწიფოს?
-სახელმწიფო არ არის ბიზნესკომპანია
-გასაგებია, მაგრამ სამაგიეროდ ბიზნეს მიყიდა.
-ნეტა ყველა შენობა ისე გაგვაყიდინა, რომ დახარჯული თანხმები რაც არის ის ამოგვაღებინა. ჩვენი ყველა გადაწყვეტილება არის გამჭვირვალე, არის კანონის ფარგლებში. თქვენ ვერ ნახავთ ვერც ერთ ჩემს გადაწყვეტილებას, ესეც ყველაფერი საჯაროა იცით, ნესმიერ ადამიანს მიუწვდება ხელი ჩვენს გადაწყვეტილებებებზე, ვერ ნახავთ ვერც ერთ თემას, რომ ჩემი პოლიტიკაში ყოფნის დროს რომ რაიმე კანონსაწინააღმდეგო ჩამედინოს. ვერ ნახავთ, უბრალოდ, ბუნებაში არ არსებობს ასეთი ფაქტი.
-კანონსაწინააღმდეგო არაფერია იმაში, რომ იაფად იყიდება შენობა, აქ საუბარია ქალაქის ინტერესზე.
-შენობა რა ფასად გაიყიდება, ამას განსაზღვრავს სამხარაულის ეროვნული ბიურო, რომელიც აკეთებს შეფასებას და იმის მიხედვით ხდება აუქციონის გამოცხადება. ესეც უნდა იცოდეთ, ხო, ეს მარტივია.
-ბუნებრივია, ვიცით
-ასევე რაც შეეხება ბატონ წულაიას, ისიც უნდა იცოდეთ, რომ ის ფლობს ერთ-ერთ ყველაზე დიდ დეველოპერულ კომპანიას. ასე რომ ის ბიზნესმენია, მას აქვს მისი საქმე. ეს ჩემთან პირად ურთიერთობაში არაფერს არ ასახავს და არაფერს ნიშნავს.
ჟურნალისტი
როგორ შეაფასეს თბილისის უნიკალური ნაგებობები, რა მეთოდოლოგია გამოიყენეს და რა ანალოგებით იხელმძღვანელეს ექპერტებმა, ჩვენ ამ კითხვებით ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს მივმართეთ. „გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოთხოვილი ინფორმაცია არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოში დაცულ საჯარო ინფორმაციას,რომელიც ხელმისაწვდომი იქნებოდა ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის“ – მოგვწერეს ექსპერტიზის ბიუროდან.
სტუდია მონიტორის კითხვებზე არც თბილისის განვითარების ფონდი პასუხობს. ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ფონდიდან მიღებული საჯარო ინფორმაცია არ ემთხვევა სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტებს. მიღებული საჯარო ინფორმაციით, ცისფერი სახლის რეაბილიტაცია 1 306 000 ლარი დაჯდა. ფონდსა და მერიის კონტრაქტორ კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან ჩანს, რომ ამავე შენობის რეაბილიტაციაში ფონდმა მილიონი ლარით მეტი გადაიხადა.
მეორე წელია აუქციონზე გაყიდული უძრავი ქონება უფუნქციო და დაკეტილია. ,,მოლინვესტჯგუფს” რეაბილიტირებული გუდიაშვილის შენობების ყიდვისისას საივესტიციო ვალდებულება არ აუღია.
სანდრო ქევხიშვილი
პრივატიზაციის აი ამ დიდ აქუციონზე, თბილისის მერიამ არანაირი საპრივატიზაციო პირობა არ ჩაუდო კომპანიას. ანუ, მან პირდაპირ მიყიდა კომპანიას შენობები, რომელშიც დაიხაჯრა ხალხი ფული და არანაირი პირობები არ ჩადო. ეს ცალსახად არის საეჭვო გარემოება და მესამე გარემოება, რომელიც ამ ყველაფერს კრავს და აგვირგვინებს არის ის, თუ რომელმა კომპანიას ჩაუვარდა ხელში საბოლოო ჯამში ეს 4 შენობა. საუბარი არის კახა კალაძის მეჯვარის ბიზნესჯგუფზე.
ჟურნალისტი/ცირა ელისაშვილი
– ახლა რასაც უყურებთ, ეს ის გუდიაშვილია, რასაც ითხოვდით?
-ძალიან რთული შეკითხვაა, მოდით ასე ვუპასუხებ. გუდიაშვილის მოედანი,
პირველი ეტაპის შენობებს ვგულისხმობ და არა დანარჩენს. მოედნის რეაბილიტაცია მეთოდოლოგიური თვალსაზრისით წარიმართა სწორი გზით და ამას ჩვენ ვითხოვდით. ავიცილეთ თუ არა ჯენთრიფიკაცია, რასაც ასევე ვითხოვდით – ვერა. იყო თუ არა შენობების გამოსყიდვის შემდეგ შანსი, რომ ეს ჯენტრიფიკაცია შეგვეჩერებინა, იყო და ეს იყო მუზეუმების თემა, რაც ასევე ჩავარდა. გუდიაშვილი არის თუ არა ჩემთვის მაგალითი – არის მაგალითი. ვარ თუ არა კმაყოფილი, არა ვარ კმაყოფილი!