საბავშვო ბაღებისადმი აღსაზრდელების მშობლების მოთხოვნები განსხვავებულია. თუმცა კვლევებით დადგენილია, რომ ზოგადი განათლების ხარისხის ასამაღლებლად აუცილებელია განათლების კომპონენტის არსებობა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში. იმის გარდა, რომ აღმზრდელების რაოდენობა საკმარისი არ არის, განათლების კომპონენტის დანერგვას ბაღებში ხელს კიდევ ერთი ფაქტორი უშლის, ეს დაბალი კვალიფიკაციაა.