ჯავახეთის ფეოდალი

ჟურნალისტი: თეო ქავთარაძე ; რედაქტორი: ზაზა წულაძე
Divider dot 16 ოქტომბერი 2023

ეკომიგრანტები

რა მინდა აქ, თუ მიწა არ მექნა. Რითი უნდა ვიცხოვრო და  რას უნდა ვუცადო აქ. 

Ჩვენ ხბოს გასაშვები ადგილი არ გვაქვს, რომ ხბო გავუშვათ და ვაბალახოთ. 

2 ძროხას ვერ გავზამთრავ. 

Სახელმწიფო ვერ აკონტროლებს მიწებს

Გვჩაგრავენ ესენი. Ეს არ არის მთავრობა

ჟურნალისტი

შვილი – „ქართული ოცნების“ დეპუტატი, მამა – 17 წლის მანძილზე ნინოწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე

-მამათქვენმა ეს ქონება მისი თანამდებობის გამო მიიღო?

– ცეესკოში მუშაობს და მაგიტო დაირეგისტრირა მიწა, არა?

– დიახ

– გეშლებათ, უკაცრავად (გარბის)

ჟურნალისტი

Როგორ აღმოჩნდა სუმბატ და სეირან კიურეღიანების ხელში მილიონობით კვადრატული მეტრი მიწა. 

-Ბატონო სეირნა, როგორ მოახერხეთ მილიონობით კვადრეტული მეტრი მიწის ყიდვა?

-Მილიონი კვადრატი?

-Დიახ

-Ვინ თქვა ეს?

ჯონათან უითლი

Ისინი აკონტროლებდნენ ადგილობრივ ეკონომიკას, საარჩევნო კომისიას და მიწებს – თითქმის ყველაფერს იმ დროისთვის. 

Ჟურნალისტი

Ფეშენებელური სახლი Მრგვალი ტბის პირას და 68 თეთრად ნაყიდი მიწა. 

Სოცკარ ფუტულიანი

მიწის მფლობელები ის ადამიანები არიან, რომლებიც ან მთავრობაში იყვნენ, ან ახლოს არიან დღევანდელ ხელისუფლებასთან.

ჟურნალისტი

დაპირებული დეცენტრალიზაციის ნაცვლად, კლანური მმართველობა და ბრძოლა გადარჩენისათვის ჯავახეთში.

ეკომიგრანტი

Საქონელი თუ არ იყოლიე და მიწა არ გაქვს, როგორ უნდა იცხოვრო

Თამაზ ბერაძე

Მიწის გასაჭირი გვაქვს. Მიწები არ გვაქვს, რომ ნორმალურად ვიცხოვრობთ. 2012 წელში ვარ მე აქ ჩამოსული, უკვე 12 წელია აქა ვარ. Სახლი მომცეს, სახელმწიფოსია, არ გაგვიფორმეს. 2 ჰექტარი მიწა გასულ წელში მომცეს. Კერძოს არ გვაწერია, სახელმწიფო საკუთრებაა. Სათიბი – 200 ტუკი მოვა. 150-200, მეტი არ იქნება. Გაზამთრავს ერთ ძროხას, დიდი-დიდი 2 ძროხა. Დანარჩენი ყველაფერი გვაქვს საყიდელი. 

Ჟურნალისტი

Სამცხე-ჯავახეთი, სადაც ეთნიკური სომხები ყველაზე დიდი უმცირესობის ჯგუფია, სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი რეგიონია.  აქ გადის  ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ტრანსკასპიური გაზსადენი და მარაბდა-ახალქალაქი-ყარსის რკინიგზა. 

Მიუხედავად ამისა, ჯავახეთში სიღარიბის დონე მაღალია.  შემოსავლების ძირითადი წყარო უცხოეთიდან ფულადი გზავნილები და პენსიაა. Ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაცია ქვეყანაში კვლავაც გადაუჭრელ პრობლემად რჩება. ერთადერთი რაც აქ ათწლეულებია არ იცვლება, თბილისის მიერ რეგიონის მართვის სტილია, სუს-ზე და ადგილობრივ კლანებზე დაყრდნობით.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტს, სადაც ახლა ვარ, ბოლო 33 წლის მანძილზე პარლამენტში სულ სამი დეპუტატი ჰყავდა. 

1990 წლიდან,  მელს ბდოიანი, 9 წელი. შემდეგ, ენზელ მკოიანი, მთელი 21 წელი. რომელიც მოქალაქეთა კავშირის, ნაციონალურ მოძრაობის და ბოლოს, ქართულ ოცნების” წევრი იყო 

დღეს “ოცნების” დეპუტატ სუმბატ კიურეღიანზე გიამბოთ, როგორ აღმოჩდნა კიურეღიანების ოჯახის ხელში, მილიონობით კვადრატული მეტრი მიწა, მონაკოს სამეფოზე დიდი ტერიტორია და რა პრობლემებს ქმნის სახელმწიფო მიწების უთანასწორო გადანაწილება უბრალო ჯავახელებისთვის.

Სოფელი გორელოვკა მე-19 საუკუნეში ჯავახეთში გადასახლებულმა რუსულმა მართმადიდებლურმა სექტამ – დუხაბორებმა დაარსეს.  ფერმასაც და გარშემო მიწებსაც თითქმის ორი საუკუნის მანძილზე, ისინი ამუშავებდნენ.

დუხაბორებმა, რომლებიც მაშინ ბოგდანოვკის, ახლანდელ  ნინოწმინდის რაიონის  7 სოფელში ცხოვრობდნენ, საქართველოს დატოვება საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე დაიწყეს და პროცესი 2006 წლამდე გაგრძელდა. Დღეს გორელოვკაში  დაახლოებით 25-მდე ოჯახია დარჩენილი. 

პარალელურად ქართველებმა და სომხებმა დაიწყეს დუხაბორების უძრავ-მოძრავი ქონების გამოსყიდვა და ხელში ჩაგდება. საქართველოს ხელისუფლებამ  აჭარელი ეკომიგრანტების ჩასახლება დაიწყოჯავახეთის სხავადასხვა სოფლებიდან აქ ეთნიკური სომხებიც გადმოსახლდნენ. ასე აღმოჩნდა  სუმბატ კიურეღიანის ოჯახი ფოკადან გორელოვკაში.

Სოციალური Სამართლიანობის ცენტრი უკვე წლებია უმცირესობების პრობლემებზე მუშაობს. Თამთა მიქელაძე ამბობს, რომ რეგიონში გადაუჭრელ პრობლემად რჩება მიწების უთანსწორო გადანაწილება, რომელიც საარსებო წყაროს ართმევს ადგილობრივებს. 

Თამთა მიქელაძე

90-იან წლებში მოხდა ძლიერი მიგრაცია, რომელიც დიდ ისტორიულ პროცესებს, საბჭოთა კავშირის დაშლას უკავშირდებოდა და ჩვენ ვხედავთ, მიწის საკითები როგორ იყო ჩართული ნაციონალისტ დისკურსში – რომ ამ რეგიონის გაქართველება უნდა მომხდარიყო, ქართველების ჩასახლება და მიწების ამ ლოგიკით გადანაწილება და ამავდროულად, ამ ნაციოლისტურმა ტალღამ თავად სომხური ნაციონალისტური გრძნობები როგორ გააჩინა, რომ მიწები პირიქით ადგილობრივ სომხებს უნდა დარჩენოდათ, მაგრამ საბოლოოდ როგორ მიიღო სრულიად ფეოდალური, თუ კაპიტალისტურ შერეული ფორმა რესურსებზე გავლენების მოპოვების, რომელიც ყველა ადგილობრივი მოსახლეობის, განურჩევლად მათი ეთნიკური წარმოშობისა, პრობლემად იქცა. 

Ჟურნალისტი 

Ოქსფორდ ბრუკსის უნივერსიტეტის ლექტორი ჯონათან უითლი ჯავახეთს 2004-2009 წლებში იკვლევდა.

Კვლევაში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ დუხაბორების მიტოვებულ სახლებში შესახლებას და საერთო მიწების განაწილებას და დეპუტატ სუმბატ კიურეღიანის მამა ხელმძღვანელობდა. Სეირან კიურეღიანი, იმჟამინდელი ნინოწმინდის საარჩევნო კომისიის თავჯდომარე, ენზელ მკოიანის ახლო გარემოცვის წევრი იყო.

Ჯონათან უითლი

Ისინი აკონტროლებდნენ ადგილობრივ ეკონომიკას, საარჩევნო კომისიას და მიწების გადანაწილებას. Ეს ადამიანები აკონტროლებდნენ თითქმის ყველაფერს იმ დროისთვის.  

Ჟურნალისტი

უმცირესობების საკითხების ევროპული ცენტრის კიდევ ერთ  პუბლიკაციაში წერია, რომ მიწის პრივატიზაცია, რომელიც ჯავახეთის ამ ნაწილში, საკმაოდ დაგვიანებით 2005 წელს დაიწყო, სუსტი სახელმწიფო ინსტიტუტების და კორუფციის გამო, კომპლექსური დარღვევებით წარიმართა. ყველაზე დიდი ტერიტორიები, მათ შორის, დუხაბორების კოლმეურნეობის და კოოპერატივის საკუთრებაში არსებული მიწები, რამდენიმე გავლენიანი და მდიდარი ადამიანის საკუთრებაში აღმოჩნდა

Მიწების უთანასწორო გადანაწილების გამო, დუხაბორებისა და ეთნიკური სომხების გარდა, Მძიმე მდგომარეობაში აღმოჩდნენ ჯავახეთში გადასახლებული აჭარელი ეკომიგრანტები. Ეკომიგრანტების ნაწილი ამბობს, რომ ოფიციალურად, ისინი არც სახლებს ფლობენ და არც თითო ოჯახისთვის განკუთვნილ 1.25 ჰექტარ მიწას. 

Ეკომიგრანტები

-Დუხაბორები რო წავიდნენ, მას შემდეგ დარჩათ მათ. Უსაბუთოდ აქვს ყველას

-Აქ ერთეულებს აქვთ 300, 400 ჰექტარი. 3000 ჰექტარი. Დანარჩენი სომხების 80% ჩვენს მდგომარეობაშ არიან, აქვთ 2-3 ჰექტარი და ფერმებში შემძვრალი, რომ არჩინონ ოჯახი. 

-Საქონელი თუ არ იყოლიე და მიწა არ გაქვს, საიდან უნდა იცხოვრო, როგორ უნდა იცხოვრო? Რა შემოსავალი მაქვს?

-Მიწა რამდენი გაქვთ?

-Ჰექტარი და ნახევარი. 

ჟურნალისტი/სეირან კიურეღიანი

-Ჩვენს მიერ მოპოვებულ კვლევაში წერია, რომ თქვენ ხელმძღვანელობდით დუხაბორების სახლების და მიწების დაკავებას?

-Არავითარი ხელმძღვანელი მე არ ვყოფილვარ. 

-Თქვენ არ უწევდით კოორდინირებას სახლების და მიწების შესყიდვას?

-Არა, მე ნამდვილად არ ვარ. Მე სკოლის დირექტორი ვიყავი. Რა ხელმძღვანელი!

-Დოკუმენტში წერია

-Ეგრე ფურცელზე ბევრი რამე შეიძლება ეწეროს. Არავითარი ხელმძღვანელი მე არ ვყოფილვარ. Შეიძება ვინმე ხელმძღვანელობდა, მაგრამ ვინ არ ვიცი. 

-Ვინ ხელმძღვანელობდა? 

-Თქვენ დოკუმენტებში ჩაიხედეთ, იქ ეწერება. 

Ჟურნალისტი

სოფელ ფოკადან გორელოვკაში გადასახლებული დეპუტატ კიურეღიანის მამა, სეირან კიურეღიანი 2002 წლიდან გორელოვკის თემის დეპუტატი იყო საკრებულოში. 

Ქონების დაგროვებას ის 2006 წლიდან იწყებს, როდესაც ნინოწმინდის საარჩევნო კომისიის თავჯდომარედ დაინიშნა. Სეირან კიურეღიანი 2021 წელს მეოთხედ აირჩიეს ცესკოში იგივე თანამდებობაზე. 

სეირან კიურეღიანის შვილი Სუმბატ კიურეღიანი პარლამენტში 2020 წელს ოცნების სიით შევიდა. 2006 წლიდან, როგორც ნაციონალური მოძრაობის წევრი, ისიც ნინოწმინდის საკრებულოში სხვადასხვა თანამდებობებს იკავებდა. შემდეგ ოცნებას შეუერთდა და  საკრებულოს თავჯდომარე გახდა. 

ბოლო მოწვევის პარლამენტში, კიურეღიანი ერთად ერთი დეპუტატია უმრავლესობიდან, რომელიც არც სიტყვით გამოსულა და და არც საკონონმდებლო ინიციატივით უსარგებლია. 

ეკომიგრანტები

-Ვინ უნდა მოგიკითხოს, რომელმა დეპუტატმა? Არ მოგიკითხავენ და ყურადღებას არ მოგაქცევენ. 2000 ჰექტარი მას აქვს დასაკუთრებული, იმან რა ყურადღება უნდა მოგაქციოს? Თვითონ ვერ ძღება. Მთლიანი გორელოვკა მას აქვს. 

-Თავისუფალ მიწებზე ჩვენ ხელი ვერ მიგვიწვდება. Თუ ამ მიწას აიღებ, გამოდის 10 კაციანი ჯგუფი სოფლის სახელით. Აგერ დავასახელებ გორელოვკაზე.

-Გორელოვკაში ვინ არის?

-Ასკანაზ მარკოსიანია, დეპუტატი სუმბატი. Მან არ იცის რა ხდება?1000 ჰექტარი რომ აქვს, მან არ იცის რა ხდება?

Ჟურნალისტი

Სუმბატ კიურეღიანმა პირველად დეკლარაცია 2012 წელს შეავსო. Პირველი 5 წლის განმავლობაში კიურეღიანი მშობლების სახელზე არსებულ 2 400 000 კვ მეტრ  მიწას და სხვა უძრავ-მოძრავ ქონებასაც უთითებდა. მას შემდეგ კი რაც საჯარო დეკლარაციების ბიურომ დააჯარიმა, კიურეღიანმა მშობლები დეკლარაციიდან ამოიღო. 

ჟურნალისტი/სუმბატ კიურეღიანი

-Ბატონო სუმბატ, 2017 წელს დეკლარაციის არასწორად შევსებისთვის დაგაჯარიმეს

– ასეთი რამ არ მახსოვს

– დაზუსტებით ვიცით.

– არ მახსოვს. 

– Დაჯარიმების  შემდეგ კი მშობლები დეკლარაციიდან ამოშალეთ?

-ამოვშალე?

-დიახ

-ჩვენ უკვე დიდი ხანია ერთად აღარ ვცხოვრობთ. 

-თქვენ დეკრალარაციაში მითიტებული არ გაქვთ საცხოვრებელი სახლი. 

-დეკლარაციაში ყველაფერი ზუსტად მიწერია. Ხვალ შეგვიძლია შევხდეთ და ვისაუბროთ. 

Ჟურნალისტი

Დეკლარაციების ბიურომ მოგვწერა, რომ კიურეღიანი დაჯარიმებულია უძრავი და მოძრავი ქონების, საბანკო ანგარიშების, სამეწარემეო საქმიანობისა და ანაზღაურებადი საქმიანობის ნაწილში.

Ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში უთანასწოროდ განაწილებული სახნავ-სათესი მიწები თუ საძოვრები უკვე წლებია მუდმივი დაძაბულობის და კონფლიქტის მიზეზია. 

ბოლო შეხლა-შემოხლა 2020 წლის სექტემბერში მოხდა, როცა ადგილობრივებმა სომხეთთან დამაკავშირებელი გზა გადაკეტეს და საძოვრების მიტაცებაში მაღალჩინოსნები, მათ შორის ნინოწმინდის საკრებულოს მაშინდელი თავმჯდომარე სუმბატ კიურეღიანი დაადანაშალეს. 

გორელოვკელები, როგორც ეთნიკური სომხები, ისე ქართველები, კიურეღიანს ბრალს წყლის მიტაცებაშიც სდებდნენ.  სოფლის მთავარი წყალსადენიდან წყალი ჯერ კიურეღიანის ფერმაში შედიოდა, მოსახლეობა კი სასმელი წყლის გარეშე რჩებოდა. ადგილობრივები მაშინ სუმბატ კიურეღიანს და მის ნათესავებს ფიზიკურად დაუპირსიპირდნენ და საკრებულოს თავმდჯომარე მედიის წინ შავი სათვალით გამოჩნდა. 

Სუმბატ კიურეღიანი

Ეს პოლიტიკური თემა არ არის. Ბოდიში არავის ეხება, ჩვენი ოჯახური საკითხია და თავად გადავწყვეტთ. Რაც შეეხება საძოვრებს, არ ვიცი, ჩემზე  დამოკიდებული არ არის, მე საკუთარ საძოვარს და მიწას ვიყენებ…მცირე ნაკაწრი მაქვს და ამიტომ ვარ სათვალით 

Ეკომიგრანტები

-Სერიოზული პრობლემა წყლის. Წელს იყო კატასტროფა. 

-Ისევ ფერმებში მიდის?

-Ფერმებში არ დაწყვეტილა ერთი წუთით. ყველა ძროხა სვამს და გამოდიან და იმას გვეუბნებია, რომ Ჩვენი ძროხა რო გაძღება, თქვენ მერე დალიე შენ. 

  Ჟურნალისტი

სახელმწიფომ ამ დაპირისპირების დროს ცალსახად კიურეღიანების ოჯახის მხარი დაიჭირა. ჩხუბიდან რამდენიმე თვეში, 2020 წლის ოქტომბერში, “ქართული ოცნების” სიით  სუმბატ კიურეღიანი დეპუტატი გახდა. “ოცნებამ” კიურეღიანით კონტროლიდან სრულიად გასული ენზემ მკოიანი ჩაანაცვლა, რომელიც არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე შიდაკლანური შეიარაღებული დაპირისპირების მთავარი მონაწილე იყო. 

Ჟურნალისტი

Სუმბატ კიურეღიანს ქონებრივ დეკლარაციაში არ აქვს შეტანილი საცხოვრებელი სახლი.  Მის სახელზე მხოლოდ 139 000 კვ მიწაა გაფორმებული. Აქედან ყველაზე დიდი ტერიტორია 119 000 კვ მეტრი სათიბი და ფერმის სამი შენობა პრივატიზებით 3800 ლარად, 2007 წელს შეიძინა.

2010 წელს ნინოწმინდის აღიარების კომისიამ სუმბატ კიურეღიანს გორელოვკაში 1754 კვ.მ  ფერმის შენობა დაურეგისტრირა. 2017 წელს ფერმა იმ კოოპერატივზე გაასხვისა, რომლის  გამგეობის წევრებიც დედა, და და სიძე არიან. მოგვიანებით კი დედამ მარგარიტ კიურეღიანმა, იგივე შენობა 100 000 ლარად საკუთარ კომპანიას მიჰყიდა, რომელიც გორელოვკაში რძის გადამამუშავებელ საწარმოს ფლობს.   

Ბოლოს შევსებულ დეკლარაციაში, დეპუტატი მხოლოდ ცოლის ქონებას აჩვენებს. Სასნუჰი კიურეღიანი გორელოვკაში მე-2 საჯარო სკოლის დირექტორია. Მის სახელზე გაფორმებულია 1 581 200 კვ მეტრი მიწა. საძოვრები 2015 წელს დედამთილისგან 50 000 ლარად შეიძინა, მაშინ როდესაც სახელმწიფო მიწების პრივატიზების დროს, სუმბატ კიურეღიანის დედამ იგივე მიწებში 2008 წელს 6500 ლარი გადაიხადა. 

Სუმბატ კიურეღიანის მამის სახელზე Საჯარო რეესტრის მონაცემებით ამჟად 12 უძრავი ქონებააა, ჯამში დაახლოებით 1 200 000 კვ.მ Საძოვარი  და სახნავ-სათესი მიწა, ასევე მის სახელზეა 4 სახლი გორელოვკაში. 

2007 წელს სეირან კიურეღიანმა: 200 000 კვ მეტრი  საძოვარი  სახელმწიფოსგან 600 ლარად იყიდა. 150 000 კვ მეტრი სახნავი მიწა 4950 ლარად. 958 200 კვ მ სათიბი კი 5 749 ლარად. 

ჟურნალისტი/სეირან კიურეღიანი

-Ბატონო სეირან, როგორ მოახერხეთ მილიონობით კვადრატული მეტრი მიწის ყიდვა?

-Მილიონი კვადრატი? Ვინ თქვა ?

– Თქვენმა შვილმა დეკლარაციაში ჩაწერა?

-Მილიონი კვ ეს რამდენი ჰექტარია? Მე ჰექტრობით ვითვლი.

-Ეს თქვენ უნდა იცოდეთ. 

 -Როგორც სხვებმა იყიდეს, ისე ვიყიდეთ ჩვენც.

-Რამდენი ჰექტარი გაქვთ?

-Ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ჩემი აზრით 340 ჰექტარია. 

-Როგორ მოხაერხეთ გორელოვკაში 4 სახლის ყიდვა 

-4  სახლი?

-Დიახ, რეესტრის მონაცებით 4 სახლს ფლობთ?

-Ვერ გიპასუხებთ, იმიტომ რომ ეს ცილისწამება. Როგორც სხვებმა იყიდეს…. Სხვებმა კი არ იყიდეს, დაანგრიეს, გაყიდეს, არ უნდოდათ იქ ცხოვრება, მე კი შევინახე და მოვუარე

-Დუხაბორებისგან იყიდეთ?

-Ეს პოლიტიკური კითხვაა, ამაზე არ გიპასუხებთ. 

-Ნინოწმინდის საკრებულოს აღიარებითმა კომისიამ თქვენს შვილს ეს ფერმა გადასცა გორელოვკაში?

-Ვის გადასცა?

-Თქვენს შვილს

-Რა უფლება არ მაქვს?

-Ეს ხომ აღიარებითი კომისიის გადაწყვეტილება იყო?

-Რა აღიარებითი. Მე არ მაქვს უფლება ჩემი საკუთარი ტელეფონი ან ჩემს შვილს ვაჩუქო, ან თქვენ?

ჟურნალისტი/სუმბატ კიურეღიანი

-მამათქვენმა ეს ქონება მისი თანამდებობის გამო მიიღო?

-Ცეესკოში მუშაობს და მიწა მაგიტო დაირეგისტრირა? 

-Დიახ

-Გეშლებათ

Ჟურნალისტი

Სოცკარ ფუტულიანი ნინოწმინდაში მრგვალი ტბის პირას გაიზარდა. პანდემიის დროს, როცა პარკების და ღია სივრცეების აუცილებლობა ქალაქში კიდევ უფრო მწვავედ დადგა,  აღმოაჩინა, რომ ტბის ირგვლივ მდებარე ტერიტორია, რომელიც მის ბავშობაში რეკრიაციული სივრცე იყო მთლიანად გაყიდულია.

Სოცკარ პუტულიანი

Მრგვალი ტბა ქალაქის გამორჩეული ადგილი იყო. მაშინ მთელი ტერიტორია შემოღობილი იყო, შიგნით ხეებით, ქვიშიანი ბილიკებით და მოსასვენებელი სკამებით. Ნავებითაც კი სეირნობდნენ. Მსგვასი სივრცე დღეს უკვე ნინოწმინდას არ გააჩია.  Ახლა ყველამ ვიცით, რომ ტბის ირგვლივ მიწის მფლობელები მეტ-ნაკლებად ის ადამიანები არიან, რომლებიც ან მთავრობაში იყვნენ, ან ახლოს არიან დღევანდელ ხელისუფლებასთან.  ვინ და რა გზებით დაეუფლა ამ  მიწებს არ ვიცი. Თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ვის ეკუთვნის ეს მიწები.

Ჟურნალისტი

Ერთ-ერთი ვინც ტბასთან ახლოს ფეშენებელურ სახლს ფლობს დეპუტატ სუმბატ კიურეღიანის შვილი, უმცროსი სეირან კიურეღიანია. მან Ტბის პირას მდებარე 1748 კვ მიწა კერძო პირისგან მხოლოდ 1200 ლარად იყიდა ანუ  კვ-ი სულ რაღაც 68 თეთრად. 

Სეირან კიურეღიანი ტბასთან მეორე სახლსაც ფლობდა, რომელიც საფრანგეთში მცხოვრებ დას აჩუქა. Რამდენიმე დღის წინ სახლი გასაყიდად გამოიტანეს. 

დეპუტატის ვაჟი ნინოწმინდის სახლის გარდა თბილისში 2 ბინას ფლობს – 43 კვ მეტრს ვაკეში და 105 კვ მეტრსს ავლაბარში. Ასევე მის საკუთრებაშია 900 000 კვ მეტრი მიწა თრიალეთის მასივში. 

Სეირან კიურეღიანი ჯავახეთის დაცულ ტერიტორიაზე რეინჯერად მუშაობს, ფეისბუქზე კი საცხოვრებელ ადგილად ერევანი აქვს მითითებული. 2021 წელს მან ქართულ ოცნებას 5 000 ლარი შესწირა. 

Ჯამში კიურეღიანების ოჯახი – სუმბატ კიურეღიანი, მისი ცოლი, დედა, მამა და შვილი ჯავახეთში დაახლოებით 3 800 000 კვ მეტრ მიწას ფლობს. 

მკვლევარი ჯონათან უითლი ამბობს, რომ თბილისმა ჯავახეთის მართვა იქაურ კლანებზე თუ გავლენიან ადამიანებზე დაყრდნობით შევარდნაძის დროს დაიწყო , როცა, ქართული სახელმწიფო საკმაოდ სუსტი იყო, თუმცა, ეს პოლიტიკა აღარ შეცვლილა. 

Ჯონათან უითლი

Სოციოლოგიური თვალსაზრისით, ეს არა კლანი, არამედ უფრო ელიტურო ქსელი (elite network) იყო, რომელიც ხელისუფლების ერთგულებას ეფუძნებოდა.  Იქ იყვნენ ადამინები, რომლებმაც ისარგებლებს საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ არსებული ქაოსით. Ისინი სრულიად არათანაბარი სიმდიდრეს და ძალაუფლებას ფლობდნენ, დანარჩენ მოსახლეობასთან შედარებით. Შესაბამისად, მათ და მათთან დაახლოებულმა ადამიანებმა რეგიონში დიდი გავლენა მოიპოვეს.  Შევარდნაძის დროს სახელმწიფო სუსტი იყო ამ პრობლემებთან გასამკლავევბლად და გადაწყვიტა კოჰაბიტაციაში შესულიყო უკვე გავლენიან აქტორებთან და ადგილობრივი მმართველობა მათ  ჩააბარა. Რეგიონის გასაკონტროლებლად ეს ერთადერთი გამოსავალი იყო. 

Ბიძინა ივანიშვილი

სამცხე ჯავახეთში, არსებობს პროგრამა ხელისუფლების და მე ამაზე ძალიან დიდ დროს არ დავხარჯავ, კონკრეტული პროგრამა არსებოსბდ ააუცილებად განხორციელდება განვითარდება ყველა რეგიონს და მათ რიცხვში სამცხე ჯავახეთს გარწმუნებთ რო თუ ჩვენ დავიცავთ იმას რაც მივიღეთ უკვე და განვითარდებით ამ მიმართულებით, ნახეთ, რომ 2030 წლის შუალესასაც კი მოგცემდით , 7-10 წელიწადში ხარისხობრივად შეიცვლება საქართველოში სიტუაცია. ოღონდაც, სწორ არჩევნი,  სწორი ანალიზი გავაკეთოთ”

Ჟურნალისტი

“ქართული ოცნების” ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ეს განცხადება ახალციხეში 2016 წელს წინასაარჩევნოდ გააკეთა. Ივანიშვილი 

“სამცხე-ჯავახეთის რეგიონის განვითარების 2014 – 2021 წლების პროგრამაზე საუბრობს, რომელსაც 2013 წელს თავად მოაწერა ხელი. 

 სტრატეგიაში ნათქვამია, რომ რომ 2021 წლისთვის  “სამცხე-ჯავახეთი ეკონომიკურად ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი რეგიონი გახდება, სადაც უზრუნველყოფილი იქნება არსებული ბუნებრივი რესურსების, ეფექტიანი და მდგრადი გამოყენება”

Დავით უსუფაშვილი

-რატომ ეშინიათ დეზენტრალიზაციის?

-Იმიტომ რომ უშიშროების სამსახურები კარგავენ უკიდეგანო ძალაუფლებას. Მმართველი გუნდი და მმართველი ლიდერი უშიშროების სამსახურს ხედავს, როგორც ნომერ პირველ დასაყრდენს ყველა პრობლემის მოსაგვარებლად, იმიტომ რომ მათ არ აქვთ ნდობა საჯარო ინსტიტუტებისადმი, რომ მაგ. Მერი მოიქცევა სწორად, თუ ის რამეს დააშავებს დამოუკიდებელი პროკურორი წაიყვანს მას დამოუკიდებელ სასამართლოში და მას დასჯიან. Ამის იმედი მათ არ აქვთ, ამიტომ ურჩევნიათ, პრობლემური საკითხები, მკოიანი იქნება თუ სხვა მოაგვარონ ამ დახურული სისტემის მეშვეობით. Დაურეკონ ვიღაცას, შეხვდი, მიუთითე, დააშინე, შეპირდი, იყიდე, მოაღორე. Ამიტომ ისინი მართვის მთავარ დასაყრდენს ხედავენ ცენტრალიზებულ, ჩრდილოვან სისტემაში და სწორედ მათი ძალაუფლების შესანარჩუნებლად აკეთებენ ამას. 

Ჟურნალისტი

Თამთა მიქელაძე ამბობს, რომ კიურეღიანების გარდა კიდევ ბევრი გავლენიანი კლანია სამცხე-ჯავახეთში, რომლებიც მთლიანად აკონტროლებენ რეგიონში არსებულ რესურსებს, თუმცა ამ პრობლემის მოსაგვარებლად ხელისუფლება არაფერს აკეთებს.

Თამთა მიქელაძე

Სწორედ იმიტომ, რომ ცენტრს ეშინოდა ამ რეგიონის დემოკრატიზაციის, თავისუფალი გარემოს შემქნის და ნდობის მოპოვების, ის სწორედ ადგილობრივი კლანების მეშვეობით ახერხებდა ამ რეგიონის კონტროლს. Ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ Არსებობდა გარიგება, რომ რეგიონს პრობლემა არ უნდა შეექმნა თბილისისთვის და დანარჩენს შემთხვევაში მათ შეეძლოთ გაეკეთებინათ ყველაფერი. Დღეს ჩვენ ჯავახეთში ვხედავთ გარკვეულ ფეოდალურ წესრიგს, როდესაც იმ ადამიანებს, ვინც სხვადასხვა პოლიტიკურ პოზიციებზე არიან, აქვთ უზარმაზარი რაოდენობის მიწები და ფერმერული მეურნეობები, რომელიც ძალიან მძიმედ აისახება ადგილობრივი გლეხების სოციალურ რეალობაზე, რომლებისთვისაც სოფლის მეურნეობა გადარჩენის ერთად ერთი გზააა. 

Თამაზ ბერაძე

Აქ ვიყავით თითქმის 90 კომლი და დავრჩით 40 კომლი. Დანარჩენი გეიბარგა. Თუ ასე გაჭირვებულად უნდა ვიყოთ და სახელმწიფო ყურადღებას არ მოგვაქცევს, ვერ გავძლებთ და გინდა აქ გინდა, წევიდეთ.