რაც შენია, შენია
2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ქალაქის მერიამ პროექტი ”რაც შენია, შენია” დაიწყო. მოსახლეობას ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწების დაკანონების შანსი მიეცა. თუმცა, აღნიშნული კანონის ამოქმედების შემდეგ მოქალაქეებმა აღმოაჩინეს, რომ მიწის ის ნაკვეთები, რომლებსაც წლების განმავლობაში უვლიდნენ, მერიამ გაყალბებული დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ უცხო პიროვნებას დაურეგისტრირა.