რაჭის მიწისძვრით დაზარალებულები

რაჭაში 2009 წელს მომხდარი მიწისძვრის შემდეგ ხელისუფლებამ 11 მილიონი ლარი დახარჯა კომპენსაციებისთვის და სახლების აღდგენისთვის, თუმცა დღესაც არიან ადამიანები, რომლებსაც დახმარება არ მიუღიათ. 1991 წლის მიწისძვრის შემდეგ უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახები 20 წელია მძიმე პირობებში ცხოვრობენ.