სისტემა ხალხის წინააღმდეგ
ჟურნალისტი: აქტივისტების დევნა აქციებზე და სერიული დაკავებები პროტესტის ჩასახშობის მიზნით
აქციის მონაწილე: სიმართლეს რომ ვამბობ, მაგის გამო მაკავებენ.
ჟურნალისტი: პოლიციის ცრუჩვენებები – მთავარი იარაღი სასამართლოს ხელში
კობა კაპანაძე პატრულ-ინსპექტორი: მათ ხელში ეჭირათ უცენზურო სიტყვისგან შემდგარი პლაკატი.
ედუარდ მარიკაშვილი GDI-ს დირექტორი: წამავლეს ხელი და დამაკავეს მეც ხულიგნობისთვის.
ჟურნალისტი: რატომ ხუჭავს სასამართლო თვალს ობიექტურ მტკიცებულებებზე და რისთვის აჯარიმებს აქტივისტებს
ნინო შჩერბაკოვი მოსამართლე: ცნობილი იყოს სამართალდამრღვევად.
ჟურნალისტი: ცრუჩვენება მიეცით
დავით ქეშელაშვილი პატრულ-ინსპეტრორი: არავითარი ცრუჩვენება.
ნაზი ჯანეზაშვილი „საქართველოს სასამართლოს სასამართლოს გუშაგი“-ს დირექტორი: მათ აქვთ ინტერესი კონკრეტულ აქტივისტებს ჩაუხშონ პროტესტის გამოხატვის სურვილი.
სათაური: სისტემა ხალხის წინააღმდეგ
მამუკა მდინარაძე „ფრაქცია ქართული ოცნება“: ფრაქცია ქართული ოცნების სახელით შემიძლია ვთქვა, რომ პრინციპების დონეზე ჩვენ შევთანხმდით და მხარს დავუჭერთ კანონპროექტს.
ჟურნალისტი: მმართველმა პარტიამ მხარი დაუჭირა „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ კანონპროექტს და მისი განხილვა დაიწყო. კანონპროექტი თავისი არსით პუტინის მიერ 2012 წელს მიღებული კანონის ანალოგი იყო. ამ კანონით პუტინმა მისი ხელისუფლების მოწინააღმდეგე აქტივისტებს და ჟურნალისტებს ფარტომასშტაბიანი რეპრესიები მოუწყო.
ვლადიმერ პუტინი რუსეთის პრეზიდენტი: არაკომერციული ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომლებიც უცხოეთიდან იღებენ ფულს და ეწევიან პოლიტიკურ საქმიანობას რუსეთში, უნდა დარეგისტრირდნენ უცხოეთის აგენტებად.
ჟურნალისტი: ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ ეს კანონი ამერიკულის ანალოგი იყო.
ნედ პრაისი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი: განცხადებები იმის შესახებ, რომ ეს კანონპროექტი დაფუძნებულია შეერთებულ შტატებში არსებული უცოელი აგენტების შესახებ რეგისტრაციის აქტზე აშკარად მცდარია. მეტიც ეს კანონპროექტი ჩანს, რომ ეფუძნება მსგავს რუსულ და უნგრულ კანონმდებლობას.
ჟურნალისტი: აქტივისტები და მედია სწრაფად გაერკვნენ სიტიაციაში და რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები დაიწყო.
დემონსტრანტების ხმა: არა რუსულ კანონს, არა პუტინიზაციას.
ჟურნალისტი: ბიუროზე კანონპროექტი დაუბრკოლებლად გავიდა. 2 მარტს განხილვა საგარეო საქმეთა და თავდაცვის კომიტეტებმა დანიშნეს. სახელმწიფო დაცვამ ჟურნალისტები პარლამენტის დერეფანში შეაკავა და ისინი კომიტეტის სხდომაზე არ დაუშვა.
სხდომა რამდენიმე საათის დაგვიანებით დაიწყო. საპარლამენტო ოპოზიცია ხელს უშლიდა რუსული კანონის განხივლვას.
პარლამენტის გარეთ მოსახლეობა შეიკრიბა. პოლიციამ ნელნელა აქტიური მოქალაქეების დაკავება დაიწყო.
ჟურნალისტის სთენდაფი: პოლიციელების ნაწილი არც შესწრებია მოვლენებს ისე აძლევდა ჩვენებებს აქტივისტების წინააღმდეგ. სასამართლო კი ობექტური მტკიცებულებების გარეშე მათ სამართალდამრღვევად სცნობდა და ფულად ჯარიმებს აკისრებდა. დღეს გიჩვენებთ როგორ მუშაობდა სისტემა პროტესტის შესაკავებლად.
გიორგი მექვაბიშვილის საქმე
ილონა დიასამიძე გიორგი მექვაბიშვილის ადვოკატი: ზუსტად ამ ტერიტორიაზე იმყოფებოდა გიორგი, აქ იმყოფებოდნენ პოლიციელები, დახლოებით ათამდე პოლიციელი ძალის გადამეტებით აკავებდა ან სცემდა 2 ადამიანს, გიორგი მექვაბიშვილმა ეს დაინახა დაიწყო ამის გადაღება.
გიორგი მექვაბიშვილი: რატო ცემთ, რატომ? რას აკეთებთ? რას?
პოლიციელი: ესეც წამოიყვანე, ესეც წამოიყვანე!
გიორგი მექვაბიშვილი: ამის თქმიდან დახლოებით ალბათ 3-4 წამში ვიღაცა უკნიდან მოვარდა და ჩამარტყა ხელში პირველი წინადადება რაც მისგან გავიგე იყო რატომ იღებ ბიჭო?
ჟურნალისტი: ტურისტული უსაფრთხოების პატრულმა ინსპექტორმა ვაჟა ჯანქაიძემ სასამართლოზე გიორგი მექვაბიშვილის წინააღმდეგ ჩვენება მისცა.
ვაჟა ჯანქაიძე: ჩვენი მიმართულებით იყო უშვერი სიტყვებით ლანძღვა გინება, რის შემდგომაც ბატონი გიორგი იქნა დაკავებული.
ჟურნალისტი: მოსამართლის შეკითვის შემდეგ ვისი მისამართით ან რა სიტყვებით ილანძღებოდა გიორგი მექვაბიშვილი, პოლიციელმა ვერ აღწერა.
ვაჟა ჯანქაიძე:ბატონო მოსამართლე, კონკრეტულად ვერ გავარჩევ ბატონმა გიორგი რა სიტყვა თქვა და კონკრეტულად მეორე პირმა, რომელიც მასთან ერთად იმყოფებოდა რა სიტყვა დაიძახა, ესე კონკრეტულად ვერ გავარჩევ.
ჟურნალისტი: მოწმე პოლიციელმა გიორგი მექვაბიშვილის წინააღმდეგ კიდევ ერთი სამართალდარღვევა მიუთითა.
ვაჟა ჯანქაიძე: მოვუწოდებდით მომიტინგეებს რომ გზის სავალი ნაწილი გაეთავისუფლებინათ, იყო მომიტინგეთა გარკვეული მცირე ჯგუფი, რომლებიც აგრესიულად გამოირჩეოდნენ პოლიციელების მიმართ, რომლებიც არ გვემორჩილებოდნენ, არ გადადიოდნენ გზის სავალ ნაწილზე.
ჟურნალისტი: ვიდეოჩანაწერიდან ჩანს, რომ პოლიციელი არასწორ ჩვენებას აძლევს, რადგან გიორგი დაკავების მომენტში მანქანის სავალ გზაზე არ არის.
გიორგი მექვაბიშვილი: ვიდეოს მიხედვით ჩანს, რომ ტროტუარზე ვარ, არანაირი ჯგუფის წევრი არ ვარ, იმიტომ რომ იმ კონკრეტულ ლოკაციაზე მარტო ვარ. ვიდეოში ისიც ჩანს, რომ პოლიციელები არანაირ ყურადღებას არ მაქცევენ.
ჟურნალისტი: მოსამართლე შჩერბაკოვმა გიორგი მექვაბიშილი პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის 2000 ლარით დააჯარიმა.
ილონა დიასამიძე: არსებული მტკიცებულებების ფონზე ეს გადაწყვეტილება იყო მიკერძოებული.
ზურა ვარდიაშვილის საქმე
ჟურნალისტი: ონლაინგამოცემა „პუპლიკა“-ს დირექტორი ზურა ვარდიაშვილიც კოლეგებთან ერთად პარლამენტთან იმყოფებოდა.
ზურა ვარდიაშვილი „პუპლიკა“-ს დირექტორი: რამდენიმე ადამიანს სტაცეს ხელი პოლიციამ და ჩატენეს მანქანაში და წავიდნენ. პრინციპში სახლში წასვლას ვაპირებით უკვე იმიტომ, რომ რაღაცნაირად თითქოს პროცესი დასრულდა ისეთი განცდა იყო და რაღაცნაირად ესე ვიდექი და შემოვტრიალდი და პირდაპირ ესე შევეფეთე პირისპირ ვაჟა სირაძეს და აი ეგ მომენტი იყო, რო არ ვიცი ვინმეში შევეშალე, არ ვიცი რაღაცა მოეჩვენა, არ ვიცი. უბრალოდ, ესე იყო უკვე რომ ყველას აკავებდა. ვინც ხვდებოდა. დაიყვირა, რომ დააკავეთ.
ვაჟ სირაძე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი: დავაი გამოათრიეთ!!!
დემონსტრანტის ხმა: ჟურნალისტია, რას უშვრებით?!
ვაჟა სირაძე: რა ჟურნალისტია, დავაი გამოათრიეთ.
დემონსტრანტის ხმა: რატომ აკავებთ, პუბლიკის რედაქტორია. რას უშვრებით ადამიანს, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დაურეკავთ, თქვე ველურებო, ჩვეულებრივი ველურები ხართ.
ჟურნალისტი: ზურა ვარდიაშვილის წინააღმდეეგ სასამართლოში ჩვენება მისცა ტურისტული უსაფრთხოების ინსპექტორმა გიგა მოდებაძემ.
გიგა მოდებაძე პატრულ-ინსპექტორი: დადიოდა გზის სავალ ნაწილზე და თან იგინებოდა ხმამაღლა, ოღონდ იგინებოდა ამ კანონის მისამართით და პარლამენტში მყოფი პირების მისამართით, შემდგომში უკვე როდესაც რამდენჯერმე რომ მოვუწოდეთ შეეწყვიტა მსგავსი ქმედება, რაზეც არ დაგვემორჩილა.
ჟურნალისტი: დაკავებამდე რამდენიმე წამით ადრე, კადრებში ფონზე ჩანს, რომ ზურა ვარდიაშვილი დგას და პარლამენტის მისამართით არც იგინება და არც პოლიციას უწევს წინააღმდეგობას.
ილონა დიასამიძე ზურა ვარდიაშვილის ადვოკატი: თქვენთვის ალბათ უცნაურიც უნდა იყოს რომ ადამიანს აკავებენ სავალ გზაზე გადაადგილებისათვის. აქციის მიზნებიდან გამომდინარე სავალი გზები უმეტეს წილად ისედაც გადაკეტილია. შესაბამისად სავალი გზზა სავალი არ არი.
ჟურნალისტი: პოლიციელმა მისი ჩვენება მტკიცებულებებით ვერ გაამყარა. მან სამხრე კამერის ჩანაწერები სასამართლოზე არ წარმოადგინა.
გიგა მოდებაძე: მე პირადად სამხრე კამერა ჩამომივარდა და ძლივს ვიპოვე და ჩავიდევი ჯიბეში და იმ მომენტში აღარ მიფიქრია იმ ყველაფრის გადაღებაზე და ვფიქრობდი არ დამეკარგა კამერა, რომელზეც მე ვარ პასუხისმგებელი.
ჟურნალისტი: ზურა ვარდიაშვილი ამტკიცებს, რომ მოწმე პოლიციელი გიგა მოდებაძე დაკავების მომენტს არ შესწრებია.
ზურა ვარდიაშვილი: პოლიციელმა, რომელიც მანქანაში დამხვდა და რომელიც ამტკიცებდა, რომ მე დავაკავეო არ დავუკავებივარ. იქ რო ჩამსვეს მანქანაში, იქ იჯდა.
გიგა მოდებაძე: ბატონი ზურაბის დაკავების გადაწყვეტილება უშუალოდ მე არ მიმიღია, ჩვენი ხელმძღვანელი ვინც იყო იმ მომენტში იმან მიიღო და მე აბსოლიტურად იმ მომენტში ვფიქრობდი, რომ სამართლიანი იყო ეგ გადაწყვეტილება და რა თქმა უნდა, შევასრულე.
ჟურნალისტი: მოსამართლე ნინო შჩერბაკოვმა 31 მარტს პროცესი გახსნა ღამის ორ საათზე. მან არ დააკმაყოფილა ვარდიაშვილის ადვოკატის შუამდგომლობა, რომ დაეკითხათ უშუალოდ დაკავების ბრაძანების გამცემი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ვაჟა სირაძე. შჩერბაკოვმა მხოლოდ პოლიციელის ჩვენებაზე დაყრდნობით ზურა ვარდიაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.
ნინო შჩერბაკოვი მოსამართლე: ზურაბი ვარდიაშვილი ცნობილი იქნას სამართალდამრღვევად. ადმინისტრაციული სახდლის სახით შეეფარდოს ჯარიმა 2200 ლარის ოდენობით.
ზურაბ ჯაფარიძის და ნიკა მოსიაშვილის საქმე
ჟურნალისტი: 7 მარტს პარლამენტმა რუსული კანონი პირველი მოსმენით მიიღო. აქტივისტებმა და მოსახლეობამ პარლამენტის უკან, ჟვანიას ქუჩაზე შეკრება დაიწყეს. იქვე მდგარი სპეცრაზმი 9 აპრილის ქუჩისკენ უკან იხევდა. ამ დროს საპროტესტო აქციაზე პოლიტიკური პარტია გირჩის დამფუძნებელი ზურა ჯაფარიძე თავის თანაპარტიელ ნიკა მოსიაშვილთან ერთად მოვიდა. ისინი სპეცრამის წევრებს გაესაუბრნენ.
ზურაბ ჯაფარიძე პარტია „გირჩი“-ს დამფუძნებელი: ლაპარაკი დავუწყეთ წყნარად მშვიდად, რომ რატომ აკეთებთ ამას და ხომ ხვდებით, რომ რუსული კანონია, ჩვეულებრივი ახსნის ამბავი იყო, რაზეც ძალიან უხეშად გვიპასუხეს.
ზურა ჯაფარიძე: რუსეთს იცავთ
სპეზრაზმელი: ნუ მელაპარაკები ასეთი ტონით
ზურა ჯაფარიძე: ეს უკვე აქ ხდება სადღაც და რაღაც მომენტში ერთ-ერთმა ერთ პატარა ბიჭს ჩაარტყა.
ნიკა მოსიაშვილი „გირჩი“-ს წევრი: შუაში ჩავდექით, რომ კიდევ ვიღაცეებისთვის არ დაერტყათ, მერე მაგ მომენტში ზურა შეითრიეს, მერე მეც მიმაყოლეს, ჩვენთან ერთად კიდევ ერთი ბიჭი შემოიყვანეს.
ზურა ჯაფარიძე : შეგვათრიეს ნიშნავს, რომ იქედან, რომ წაგვაქციეს და თან გვირტყამდნენ, ამ ქვაფენილზე მოგვათრევდნენ, ამით მომათრევდნენ, რას გაუძლო, რომ არ გაიხა, თან გვირტყამდნენ. ხარება არის გომელაურის ძმაკაცი და მისი მთავარი დასაყრდენი. ხარება იდგა რაციით დავალებებს გასცემდა და გარშემო რობოკოპები ედგნენ და ფარავდნენსავით და მივხვდით რომ ეგ იყო უფროსი.
ჟურნალისტი: ნაცემი ჯაფარიძე და მოსიაშვილი იზოლატორში გადაიყვანეს. სასამართლო პროცესზე მოწმეებად უფროსი დეტექტივი ვლადიმერ სიხარულიძე, დეტექტივი დავით მარუაშვილი, მართლწესრიგის ოფიცერი ბერიკა ტალახაძე და გამომძიებელი რატი ღოღაძე გამოვიდნენ.
რატი ღოღაძე გამომძიებელი: როდესაც გდდ მიდიოდა უკუსვლით, აღნიშნული მოქალაქეები თანმხლებ პიროვნებებთან ერთად აყენებდნენ შეურაცხყოფას ზოგადად პოლიციას და ასევე ხმარობდნენ უწმაწურ სიტყვებს ხმამღლა.
გიორგი ტაბატაძე ადვოკატი: ეს პოლიციელები ადგილზე საერთოდ არ იმყოფებოდნენ დაკავების დროს. ამიტომ მათი მტკიცება იმასთან დაკავშირებით, რომ მათ დაინახეს, თუ როგორ იგინებოდა ილანძღებოდა ზურა ჯაფარიძე ან ნიკა მოსიაშვილი, არის სრულიად ცრუ ჩვენება.
ზურა ჯაფარიძე: იმის გამო რომ ვერ ამტკიცებდნენ თვითონ ფიზიკურად ხელი მოგკიდა და დაგაკავა, იმიტომ რომ ყველა კადრებში ჩანს, რომ ამას მარტო სპეცრაზმი აკეთებს, ამ დაკავებას აფორმებენ, რომ თითქოს ჩვენ ვიდექით პერიმეტრზე და ჩვენმ მივეცით მითითება, სპეცრაზმს რომ დაეკავებინათ და ამიტომ მე ვარ დამკავებელი. ჩვენო რაღაცა ნიშნები გვაქვსო, ესე ვანიშნეთო.
ჟურნალისტი: მოსამართლე ირაკლი ჩიკაშუამ ჯაფარიძე და მოსიაშვილი დააჯარიმა.
ზურა ჯაფარიძე: გაგვიტაცეს გვირტყეს და აქეთ დაგვაჯარიმეს მერე 2500-2500 ლარით. ჩიკაშუა ჩვეულებრივი პაიკია. სისტემა ეგეთი ეგრე არის აწყობილი, ბრძანების მიღმა ფანტასტიური ადამიანები არიან. მე ეგეთი განცდა მაქვს, რომ ახალი პოლიციელი თუ ხარ ახალი დაწყებული თუ გაქვს მაგ სისტემის ნაწილს გხდიან ძაან სწრაფად, წაგიყვანენ ცრუ ჩვენებას მიგაცემინებენ, რომ შენც უკვე გარეული იყო ამ საერთო ამბავში და არ განსხვავდებოდე სხვებისგან.
ჟურნალისტი: 2023 წლის ივნისში კიდევ ერთი საპროტესტო ტალღა დაიწყო. ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) ფარგლებში გამართულ თემატურ დისკუსიაზე ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყებასთან დაკავშირებით ისაუბრა.
ირაკლი ღარიბაშვილი: მიზეზი მე მგონი ყველამ იცის, დარბაზმაც იცის. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო ნატო, ნატოს გაფართოება, ხომ ასეა? და ბევრი სხვა მიზეზი. არ მინდა ამაზე სპეკულირება, არც ციტირება მინდა რუსეთის მთავრობის, მაგრამ ერთ-ერთ მიზეზი იყო უკრაინის ნება და განზრახვა, რომ გამხდარიყო ნატოს წევრი და ამიტომ ჩვენ ვხედავთ შედეგებს.
შოთა თუთბერიძის საქმე
ჟურნალისტი: პრემიერის განცხადებამ მოქალაქეების პროტესტი გამოიწვია და ისინი საპროტესტო ბანერებით პალამენტთან გამოჩნდნენ. „ირაკლი რუსი“ ეწერა საპროტესტო ბანერებზე. პოლიციამ აქტივისტების დაკავება დაიწყო. 2 ივნისს აქტივისტების მხარდასჭერად ადვოკატი შოთა თუთბერიძე თავის მეუღლესათან ერთად მივიდა.
შოთა თუთბერიძე: მე და ჩემი მეუღლე მივედით ორი პლაკატით ხელში, ერთე-ერთზე ეწერა ირაკლი რუსი და მეორეზე ეწერა ირაყლი. მე ვიჯექი უცებ დამეცა ზემოდან, არც ვიცოდი რა უნდოდათ, არაფერი არ უთქვამთ არავის, არავითარი მოწოდება ან რა უნდოდათ საერთო, ვერ გავიგე. და უცებ მტაცეს ხელი და წამათრიეს იძულების გზით ავტომობილისკენ.
შოთა თუთბერიძე: რატომ მაკავებთ? რის გამო მაკავებთ? მომდივარ ჩემთვის ძმაო, მშვიდად ვარ.
გაიოზ იკოშვილი პატრულ-ინსპექტორი: ერთის მხრივ მშვიდობიანი აქცია მიმდინარეობდა თავიდან, არაფერი გართულება არ ყოფილა, პატივცემული ვისთანაც ერთად იყო, უცებ პლაკატებით და შეძახილებით გადაიზარდა ხმაურიან აქციაში. შემდეგ მოწოდება იყო არაერთგზის პატივცემულის მიმართ შეეწყვიტათ კონკრეტული ქმედება, შეენახა ეს პლაკატი. ასე მოტრიალების დროს მონა პოლიციელებო. კონკრეტული ფაქტი ეს იყო რაზეც დაკავდა პატივცემული.
ჟურნალისტი: ვიდეოში ნათლად ჩანს, პოლიციელების ჯგუფი ადგილზე მისვლისთანავე კიბის საფეხურზე უხმაუროდ მჯდომ დემოსტრანტს ყოველგვარი მოწოდების გარეშე აკავებს. დაკითხვის დროს პოლიციელს შემთხვევით წამოსცდა, რომ თუთბერიძის დაკავების კონკრეტული მიზეზი არ ჰქონია
გაიოზ იკოშვილი: ესე კონკრეტული სიტყვა პასუხი არ გვქონია, მე გითხარით დაკავდით კონკრეტული მუხლი, შესაბამისი წესით.
შოთა თუთბერიძე: მიზეზი არ გითქვამთ.
გაიოზ იკოშვილი:კონკრეტული მიზეზი არ მქონდა ახლა მე იქ, რომ მეთქვა, რომ კონკრეტულად ამის გამო დაგაკავეთ.
შოთა თუთბერიძე: აბა რატომ დამაკავეთ ბატონო გაიოზ, კი გეთანხმებით ბატონო გაიოზ, ეგ არის, მაგაშია ზუსტად პრობლემა.
თეონა მეგენეიშვილი შოთა თუთბერიძის ადვოკატი: უმაღლესი სტანდარტი, დაიდო მაგ პროცესზე პოლიციელის ცრუ ჩვენების. ფაქტს რეაგირება, რა თქმა უნდა, არ მოყოლია. ნუ დღეს არ მოყოლია, მაგრამ კაცმა არ იცის ხვალ და ზეგ რა შეიცვლება, როგორი ვითარება იქნება. და აი, ასეთი პოლიციელები, რომლებიც დაკვეთით ცრუ ჩვენებებს აძლევენ და ასე ადამიანებს სამართალდამრღვევებად ცნობენ, მათ ჩვენებების საფუძველზე, იქნებ აღმოჩნდნენ ერთ დღესაც მსჯავრდებული სკამზე და აგონ პასუხი.
ჟურნალისტი: მოსამართლე კობა ჩაგუნავამ თავის დადგენილებაში აღნიშნა, პლაკატი წარწერით „ირაყლი“ იყო შეურაცხმყოფელი ხასიათის, რითაც დაირღვა საზოგადოებრივი წესრიგი და მოქალაქეების სიმშვიდე. ადმინსტრაციული კოდექსის 166-ე მუხლის დარღვევისთვის თუთბერიძეს 500 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
ნაზი ჯანეზაშვილი „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“-ს დირექტორი: რაც არ უნდა შოკის მომგვრელი იყოს ხელისუფლებისთვის პლაკატზე გაკეთებული კონკრეტული წარწერა და რაც არ უნდა მიუღებელი იყოს მისთვის ან კონკრეტული ადრესატისთის ვისაც ეს პროტესტი მიემართება, მათ აქვთ ვალდებულება, რომ ეს მოითმინონ იმიტომ, რომ გამოხატვის თვისუფლება არის დაცული ჩვენი კანონმდებლობით პირველ რიგში დაცული არის საერთაშორისო კონვენციებით და მოსამართლეც ვარდებულია ამის შესაბამისად იმოქმედოს.
საბა ბრაჭველის საქმე
ჟურნალისტი: ღია საზოგადოების ფონდის თანამშრომელი, იურისტი საბა ბრაჭველი 2 ივნისს შოთა თუთბერიძის დაკავების შემდეგ აქციაზე სოლიდარობის მიზნით გავიდა. პარლამენტთან გამართულ აქციაზე პლაკატი წარწერით „ირაყლი“ მასაც ჰქონდა. პოლიცია დასაკავებლად მასთანაც მივიდა.
საბა ბრაჭველი: მე ერთი და იგივე რაღაცას ვამბობდი როცა მაკავებდნენ, არავიტარი აგრესია არ ზის ჩემში, უბრალოდ ვამბობდი, რომ ეს ჩემი კანონიერი უფლებაა, მე ამის გამო არ უნდა დამაკავოთ.
ჟურნალისტი: ვიდეო მტკიცებულებიდან ჩანს, რომ პოლიციელის ჩვენება არ დაემთხვა ვიდეოკადრებზე ასახულ მოვლენებს.
დავით ქეშელაშვილი პატრულ-ინსპექტორი: პირადაპირ ყვიროდნენ ირაყლი, ირაყლი, დაჟე ირაყლეებო, იყო ასეთი რაღაცა, ბოდიში, სირებო, ასეთი შეძახილები იყო.
ადვოკატი: უშუალოდ ბატონი საბაც იძახდა?
დავით ქეშელაშვილი: იქ იყო ყველა, აბსოლიტურად ყველა იძახდა ბატონი საბაც და ვინც იყო აქციის მონაწილეები.
თამთა კახიანი საბა ბრაჭველის ადვოკატი: მეორე მხარის მხრიდან წარმოდგენილი იყო მხოლოდ ერთი მოწმე. ეს არის დავით ქაშელაშვილი, რომელიც აცხადებდა, რომ ის იყო დამკავებელი პოლიციელის საბა ბრაჭველის. მაგრამ სინამდვილეში ის არ იყო დამკავებელი პოლიციელი და ეს გამოვლინდა სასამართლო პროცესზეც. თავად საბას აცხადებდა, რომ მან ის პირველად ნახა განყოფილებაში და მას არ დაუკავებია საბა ბრაჭველი ადგილზე და ეს დადასტურდა არაერთი ფაქტი თავად პროცესზე.
ადვოკატი: ვინმემ დაკავების მითითება მოგცათ?
დავით ქეშელაშვილი: არავის არ მოუცია მითითება, მე გადავწყვიტე თითონ და მე დავაკავე.
ჟურნალისტი: სასამართლო პროცეზე წარდგენილ ვიდეოში დავით ქეშელაშვილმა საკუთარი თავი ვერსად ამოიცნო.
დავით ქეშელაშვილი: ამ კადრებში არ ვარ.
საბა ბრაჭველი: რაც შეეხებოდა წვრილმან ხულიგნობას, ანუ პლაკატის ხელში ჭერა, ამასთან დაკავშირებით მოსამართლემ თქვა, რომ ეს არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს და ამაში გაგვამტყუნა და დაგვაკისრა ხუთასი ლარი.
ჟურნალისტი: სტუდია მონიტორთან ინტერვიუში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე ამბობს, რომ გამოხატვის თავისუფლების დაცვა სახელმწიფოს ვალდებულებაა.
ნონა ქურდოვანიძე საია-ს თავმჯდომარე: გამოხარტვის ფორმა, გამოხატვის შინაარსი არ უნდა იყოს იმთავითვე დასჯის საგნად ქცეული თუ უბრალოდ მისი შინაარსი ვიღაცას არ მოსწონს და ამ შემთხვევაში ეს შეიძლება ხელისუფლებას არ მოსწონდეს, კონკრეტულ პოლიციელს არ მოსწონდეს და ა. შ. ვიღაცის გემოვნებაზე არ არის დამიკიდებული გამოხატვის თავისუფლების ფარგლები და გამოხატვის თავისუფლების დაცვა ევალება სახელმწიფოს.
ჟურნალისტი: ბატონო დავით, გამარჯობა, მე ჟურნალისტი ვარ ზურაბ მოდებაძე სტუდია მონიტორიდან. თქვენ იყავით მოწმე საბა ბრაჭველის საქმეზე ხომ გახსოვთ? ადვოკატები ახცადებენ, რომ თქვენ ცრუ ჩვენება მიეცით.
დავით ქეშელაშვილი: არავითარი ცრუ ჩვენება არ მიმიცია. მიმართეთ პრესცენტრს. ბატონო დავით თქვენი მონათხრობი არ ემთხვევა კადრებში ასახულ მოვლენებს.
ედუარდ მარიკაშვილის საქმე
ჟურნალისტი: საბა ბრაჭველის დაკავების შემდეგ პოლიციამ პარლამენტთან სხვა აქტივისტებსაც მიაკითხა. მათ შორის ედუარდ მარიკაშვილს. ის საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას დირექტორია.
ედუარდ მარიკაშვილი GDI-ს დირექტორი: თეთრი ფურცელი მეკავა, ანუ არაფერს არც ვამბობდი, არც ვსკანდირებდი, არც პოლიციასთან სიტყვიერი შეხება არანაირად არ მქონდა. ეს თეთრი ფურცელიც ჩამოგლიჯეს ხელიდან და რომ მივმართე პოლიციას და ამაზე კადრებიც არსებობს, ძალიან მკაფიოდ ჩანს იქ ყველაფერი, რომელსაც მივმართე, რომ, რატომ, რა უფლებით მართმევდნენ ამ ფურცელს. და, აი, ამ მომენტში, როცა ამას ვარკვევდი, ძალიან მშვიდად ყოველგვარი შეურაცყოფის ან პოლიციისადმი რაიმე დაუმორჩილებლობის გარეშე, ამ საკითხზე ვაფიქსირებთ პოზიციას, წამავლეს ხელი და დამაკავეს მეც ხულიგნობისთვის.
ჟურნალისტი: პატრულ ინსპექტორმა კობა კაპანაძემ სასამართლოზე ჩვენება მისცა.
კობა კაპანაძე პატრულ-ინსპექტორი: პარლამენტის წინ შეკრებილი იყვენენ აქციას მართავდნენ მოქალაქეები. სადაც იმყოფებოდა ერთ ერთი ჩემი დაკავებული ედუარდ მარიკაშვილი/. მათ ხელში ეჭირათ უცენზურო სიტყვისგან შემდგარი პლაკატი. ზოგს პლაკატები ეჭირა ხელში ზოგს ფურცლები და ამით ირღვეოდა საზოგადოებრივი წესრიგი.
ედუარდ მარიკაშვილი: ეს რაზეც გავამახვილებ ყურადღებას, წახალისებულია ხელმძღვანელობის მხრიდან, რომ ერთი რომ უსაფუძვლოდ აკავებენ, რომ ოქმში ფიქსირდება ტყუილი და ფიქსირდება არასწორი ინფორმაცია.
კობა კაპანაძე: იძახდენ შეურაცხმყოფეს სიტყვას, ზუსტად დავაკონკრეტებ თუ გინდა, ირა დაიძახებდნენ და მერე ყლიი და ყლე და ესეთი რაღაცეებს იძახდნენ, ბოდიში ამ სიტყვებზე და ჩემი დაკავებულიც იქ იყო, არნიშნული პიროვნებაც იძახდა ამ სიტყვებს და ამიშ შემდეგ გადაწყვეტილება მივიღეთ დაკავების. მეც დავაკავე, მონაწილეობას დაკავებაში მეც ვიღებდი.
ჟურნალისტი: ედუარდ მარიკაშვილის ადვოკატი გვიყვება, რომ მოწმე პოლიციელის მიცემული ჩვენება სიმართლეს არ შეესაბამებოდა.
გიორგი ტაბატაძე ადვოკატი: ედუარდ მარიკაშვილის დაკავების საქმეზე მოწმე პოლიციელმა სასამართლოში განაცხადა, რომ უშუალოდ მან დააკავა ედუარდ მარიკაშვილი, რაც არ შეესაბამებოდა სიმართლეს და ეს ვიდეოკადრებითაც კარგად ჩანს. რეალურად მისი კოლეგა სხვა პოლიციელები აკავებენ ედუარდ მარიკაშვილს და თვითონ ეს მოწმე დამკავებელი პოლიციელი იმყოფებოდა ამ დროს ავტომობილთან და იქ შეხვდა რეალურად დაკავებულ ედუარდ მარიკაშვილის.
ჟურნალისტი: პოლიციამ მარიკაშვილის საქმეზე არ წარადგინა უტყუარი მტკიცებულებები, თუმცა მოსამარლე შჩერბაკოვმა 166-ე მუხლის დარღვევა დაადგინა და მარიკაშვილი 500 ლარით დააჯარიმა. საქმე სააპელაციო სასამართლოში წაიღეს, თუმცა მეორე ინსტანციიდან ამ დრომდე პასუხი არ აქვთ.
ჟურნალისტის სთენდაფი: ედუარდ მარიკაშვილმა პროკურატურას მიმართა და პოლიციელის ცრუ ჩვენებების გამო გამოძიების დაწყება მოითხოვა. თუმცა მას შემდეგ 8 თვე გავიდა და პროკურატურას ჯერჯერობით საქმე არ გამოუძიებია.
ჟურნალისტი: ჩვენს მიერ შესწავლილი საქმეებიდან 4 შჩერბაკოვმა განიხილა და ერთი ჩაგუნავამ. მაშინ ნინო შჩერბაკოვი და კობა ჩაგუნავა გამოსაცდელი ვადით მუშაობდნენ მოსამართლეებად. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2023 წლის 3 ნოემბერს ისინი უვადოდ დანიშნა.
ნაზი ჯანეზაშვილი: პოლიციიის და სასამართლოს მეშვეობით ხელისუფლება ახერხებს, რომ პოლიტიკური ინტერესები გაატაროს. ამდენად როდესაც სამართალდამრღვევად ცნობის საკითხი დგება სასამართლოში და მოსამართლეებიც ფაქტობრივად იდენტურ პოლიტიკას ატარებენ და იმეორებენ იმ გადაწყვეტილებებს, რაც მიიღო პოლიტიკურმა ხელისუფლებამ რომ მათ აქვთ სურვილი რომ დააკავონ ადამიანები, რომ მათ აქვთ ინტერესი რომ კონკრეტულ აქტივისტებს ჩაუხშონ პროტესტის გამოხატვის სურვილი, შეაშინონ ამ გზით რომ სამომავლოთ თავი შეიკავონ პროტესტის სხვადასხვა ფორმებისგან.
ჟურნალისტი: სტუდია მონიტორმა კითხვები პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს დაუსვა.
ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრი: როდესაც მიდის ხოლმე მსგავსი ტიპის საქმეები სტრასბურგში, მოგებული რჩება ხოლმე სახელმწიფო, აქაც შეუძლიათ სცადონ, წაიღონ საქმე სტრასბურგში, და ვნახოთ რა იქნება სტრასბურგის გადაწყვეტილება.
ჟურნალისტი: პოლიციელები რატომ არ წარადგენენ უტყუარ მტკიცებულებებს ისეთი როგორიც არის მაგალითად სამხრე კამერის ჩანაწერები და პერიმეტრის კამერის ჩანაწერები და ა. შ.
ირაკლი კობახიძე: მე ეს დეტალები ნამდვილად არ ვიცი, არ ვიცი თუ დაადგენთ ხარვეზებს შეგიძლიათ მიმართოთ ასე ვთქვათ სტრასბურგის ინსტანცია გამოიყენოთ, მე უბრალოდ ეს დეტალები არ ვიცი, გამიჭირდება ამაზე კომენტარის გაკეთება. არსებობს ინსტრუმენტები იმისთვის, რომ აქ დამატებით დადგინდეს სიმართლე.
ჟურნალისტი: საპროტესტო აქციების დროს სისტემამ არაერთი აქტივისტი და ჟურნალისტი დააკავა, სამართალდამრღვევად სცნო და ფინანსური ჯარიმა დააკისრა, დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოიყენა წყლის ჭავლი და მხუთავი გაზი. თუმცა მიზანს ვერ მიაღწია. მთავრობამ რუსული კანონი მეორე მოსმენით ჩააგდო.