სოფლისთვის დახარჯული 60 მილიონი

Divider dot 1 იანვარი 2012

სიუჟეტი ეხება სოფლის მხარდაჭერის პროგრამას, რომლის ფარგლებშიც მოსახლეობის საერთო პრობლემების მოსაგვარებლად ყველა სოფლისათვის გარკვეული თანხა გამოიყოფა. მთავრობის განკარგულების მიხედვით, პროგრამის მთავარი არსი თანამონაწილეობა იყო, სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას თავად უნდა აერჩია, რაში დაიხარჯებოდა გამოყოფილი ფული. თუმცა, ჩვენ მიერ მონახულებულ სოფლებში ორი წლის განმავლობაში 60 მილიონი ლარის ხარჯვაში მოსახლეობა ჩართული არ იყო, უფრო მეტიც, ხშირ შემთხვევაში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, თანხები არამიზნობრივად განკარგეს და ხალხის ფული საკუთარი კომფორტის გაუმჯობესებისათვის დახარჯეს. სოფლების გამგებლებმა, საერთო პრობლემის მოგვარების ნაცვლად, სოფლის ფულით კომპიუტერები შეიძინეს და საკრებულოს შენობები გაარემონტეს.