საქართველოს როლი რუსეთისთვის სანქციების არიდებაში

ჟურნალისტი: ნინო რამიშვილი ; რედაქტორი: მაია მეცხვარიშვილი
Divider dot 31 დეკემბერი 2023

ჟურნალისტი: როგორ იყენებს რუსეთი უკრაინაში ომისთვის ორმაგი დანიშნულების საქონელს და რა შეზღუდვებს აწესებს დასავლეთი ამ პროდუქციით ვაჭრობაზე?

მეთიუ აქსელროდი: კომპიუტერული ჩიპები და სხვა ინტეგრირებული ელექტრონული სქემები ტოპ პრიორიტეტული ნივთებია, რაც რუსეთს რაკეტებისა და დრონებისთვის ჭირდება 

ქეთლინი ვან ბრემფტი: ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ზეწოლა იმ ქვეყნებზე, რომლებიც გვერდს უვლიან სანქციებს

ჟურნალისტი: რატომ იზრდება ორმაგი დანიშნულების პროდუქციით საქართველოს იმ ქვეყნებთან ვაჭრობის მაჩვენებელი, რომლებიც შესაძლოა ამ სანქცირებული ტვირთით რუსეთს ამარაგებდნენ?

ჯეიმს ო’ბრაიენი: სანქციების არიდება არსებითი პრობლემაა, სწორედ ამის გამო დავდივარ მე ყაზახეთში, საქართველოში, სომხეთში

გიორგი კაკაურიძე: მაქსიმალურად ვაკონტროლებთ იმას, რომ არ მოხდეს ჩვენი საზღვრიდან გასვლა რუსეთში, 

ჟურნალისტის შეკითხვა: მესამე ქვეყნებში?

ჟურნალისტი: სტუდია მონიტორმა” გამოიძია და გაჩვენებთ, თუ როგორ შეიძლება იყენებდეს რუსეთი საქართველოს სანქციების ასარიდებლად. 

ჟურნალისტის შეკითხვა: თქვენი კომპანიის  დამფუძნებელს სერგეი კოპიტაენკოს აქვს ანალოგიური კომპანია რუსეთში, თქვენს კომპანიას, ანუ ქართულ კომპანიას ხომ არ იყენებს ის სანქციებისგან თავის ასარიდებლად?

ქეთი მასხულია: ვერ გეტყვით ქალბატონო არ ვიცი

სათაური: საქართველოს როლი რუსეთისთვის სანქციების არიდებაში

 ჟურნალისტი სტენდაფი: საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები – ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი რუსეთთან იმ პროდუქციით ვაჭრობას კრძალავს, რომელსაც იგი უკრაინაში ომისთვის იყენებს. პარტნიორ ქვეყნებს კი მოუწოდებენ, რომ გააკონტროლონ და შეზღუდონ ამ პროდუქციით მესამე ქვეყნებთან ვაჭრობა, საიდანაც ეს ტვირთი შეიძლება რუსეთში ხვდებოდეს.  

ჩვენ მოვიპოვეთ დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს, რომ საქართველომ რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ, არათუ შეზღუდა, არამედ დრამატულად გაზარდა სანქციებს დაქვემდებარებული ორმაგი დანიშნულების პროდუქციით მესამე ქვეყნებთან ვაჭრობა. “სტუდია მონიტორმა” გამოიძია და ამ საღამოს გაჩვენებთ, თუ როგორ შეიძლება იყენებდეს რუსეთი საქართველოს სანქციებისგან თავის ასარიდებლად. 

ტატიანა მოსკოვა, უკრაინიდან დევნილი: ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილი, 55 წელი გავატარე ხერსონში. 1988 წლიდან ვმუშაობ ხერსონის სახელმწიფო უნივერსიტეტში.  

როდესაც ომზე საუბრები დაიწყო, არ გვჯეროდა, რომ ეს ნამდვილად მოხდებოდა. ჩემი ფანჯრიდან ვხედავდი, როგორ შემოდიოდნენ რუსი სამხედროები ქალაქში, ანტონოვსკაიას ხიდის გავლით. ჩვენს თავზე დაფრინავდნენ ვერტმფრენები, ფეთქდებოდა რაღაცები, იყო ხმაური, გაურკვევლობა…ხალხი თავშესაფრებში იყო, პირველ დღეებში ეშინოდათ, რადგან არ იცოდნენ, რა ელოდათ. მერე დაიღალნენ ამით და სახლებში დაბრუნება დაიწყეს. ძალიან ბევრმა ადამიანმა მაშინვე  დატოვა ქალაქი, ჩვენ 8 თვე ნახევარი დავყავით იქ, 11 ნოემბრამდე.

ჟურნალისტი: 2022 წლის 11 ნოემბერს უკრაინამ რუსეთის მიერ 8 თვის მანძილზე ოკუპირებული ხერსონი დაიბრუნა, თუმცა რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად სრულად მოიშალა ქალაქის ინფრასტრუქტურა.

ტატიანა მოსკოვა: ჩაქრა დენი, დაწყდა წყალი, არ გვქონდა გათბობა. ნოემბრის შუა რიცხვები იყო, როცა იქ უკვე ძალიან ცივა, ფაქტობრივად ყინვაა და 3 კვირა გადარჩენისთვის ვიბრძოდით. საავადმყოფოებში იყო სასმელი წყლის პუნქტები მოწყობილი, 2-3 საათი ვიდექით წყლის რიგში, საიდანაც მოგვქონდა და შემდეგ მე-5 სართულზე აგვქონდა ფეხით 20-30 ლიტრი წყალი. საღამოს 4 საათზე უკვე ბნელოდა, სანთელს ვერ ვყიდულობდით, რადგან არ იშოვებოდა, მაღაზიები საერთოდ არ მუშაობდა იმ პერიოდში.

ჟურნალისტი: ტატიანა იძულებული გახდა, დასთან და დედასთან ერთად, მშობლიური ქალაქი დაეტოვებინა და საქართველოში შეეფარებინა თავი.

ჯო ბაიდენი, აშშ-ის პრეზიდენტი: ვაცხადებ სანქციების პირველ ტრანშს, რომელიც რუსეთს დაეკისრება

ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროკომისიის პრეზიდენტი: დღეს ჩვენ წარმოვადგენთ მასობრივი და მიზნობრივი სანქციების პაკეტს 

ბორის ჯონსონი, გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერმინისტრი: გაერთიანებული სამეფო აცხადებს ეკონომიკური სანქციების ყველაზე მსხვილ და მკაცრ პაკეტს, რაც კი ოდესმე რუსეთს უნახავს 

ჟურნალისტის სტენდაფი: უკრაინაში ომის შემდეგ რუსეთს ევროკავშირმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, გაერთიანებულმა სამეფომ და დიდი შვიდეულის ქვეყნებმა არაერთი სანქცია დაუწესეს. ერთ-ერთი მათგანი ორმაგი დანიშნულების ელექტრომოწყობილობების რუსეთისთვის მიწოდების აკრძალვას ეხება, ვინაიდან დადგინდა, რომ ამ ელექტრომოწყობილობებს, როგორიცაა კომპიუტერული ჩიპები, მიკროსქემები და სხვა, რუსეთი უკრაინაში ომისთვის იყენებს.

ჟურნალისტი: ამ ვიდეომასალაში, რომელიც 2022 წლის თებერვალშია გავრცელებული და სავარაუდოდ, ხერსონის ოლქში რუსული საოკუპაციო ჯარის გადაადგილებას ასახავს, ჩანს საჰაერო თავდაცვის კონტროლის სისტემა “ბარნაულ ტ”, რომელიც საჰაერო სამიზნეების დაზვერვისთვის გამოიყენება, კერძოდ, იღებს და აწვდის მონაცემებს სამიზნეების ტრაექტორიაზე, აყალიბებს სცენარს საზენიტო დანაყოფების მოქმედებებისთვის და ანაწილებს სამიზნეებს.  

უკრაინის დაზვერვაზე დაყრდნობით, უკრაინულ-ამერიკულმა სამხედრო გამოცემამ ფოტო-ვიდეო და სხვა მტკიცებულებები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, “ბარნაულ ტ-ს” სისტემებში ამერიკული წარმოების ჩიპებია ჩამონტაჟებული. 

მაგალითად, უკრაინის დაზვერვის ცნობით, მათმა სპეციალისტებმა საჰაერო თავდაცვის სამეთაურო მანქანა “ბარნაულ ტ”-ს საკომუნიკაციო სისტემებში 8 მიკროჩიპი აღმოაჩინეს, რომლებიც ისეთ ამერიკულ კომპანიებშია წარმოებული, როგორიცაა ინტელი, მიკრელი, მიკრონ ტექნოლოჯი და ატმელ კორპორეიშენი.

უკრაინაში მებრძოლი “ქართული ლეგიონის” მეთაური გვიყვება, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი რაკეტების ნაწილებში, ძირითადად, სწორედ უცხოური წარმოების ჩიპები აღმოჩდა.

მამუკა მამულაშვილი, “ქართული ლეგიონის” დამფუძნებელი: 53 მიკროელემენტი ანუ მიკროსქემა შედის ფაქტიურად ერთ ბალისტიკურ რაკეტაში უცხოეთის წარმოების… სამწუხაროდ, დიდი ნაწილი შეერთებულ შტატებშია დამზადებული, რასაც რუსეთი იყენებს დღეს უკრაინის წინააღმდეგ

მეთიუ აქსელროდი, აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტში ექსპორტის აღსრულების საკითხებში მდივნის თანაშემწე: კომპიუტერული ჩიპები და სხვა ინტეგრირებული ელექტრონული სქემები ტოპ პრიორიტეტული ნივთებია, რაც რუსეთს რაკეტებისა და დრონებისთვის ჭირდება 

ჟურნალისტი: უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთისთვის ტექნოლოგიებზე წვდომის შესაზღუდად, ამერიკის ვაჭრობის დეპარტამენტმა ექსპორტზე კონტროლი გაამკაცრა. ევროკავშირმა, იაპონიამ, გაერთიანებულმა სამეფომ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იმ პრიორიტეტული ნივთების ნუსხა დაამკიცეს, რომლებსაც რუსეთი შეარაღებისთვის იყენებს და ამიტომ მათი რუსეთისთვის მიწოდება აკრძალულია. მოწყობილობები – ჩიპები, მიკროსქემები, გამაძლიერებლები და სხვა. თუმცა ირკვევა, რომ ეს მოწყობილობები რუსეთამდე მაინც აღწევს ე.წ. შუამავალი, მესამე ქვეყნების გავლით, რომელთა შორის, შესაძლოა, საქართველოც იყოს.

ჯეიმს ო’ბრაიენი,  აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საკითხთა ბიურო მდივნის თანაშემწე: დიდი შვიდეულის ქვეყნებმა შეწყვიტეს რუსეთში ძირითადი ელექტრომოწყობილობების ექსპორტი. ამის შემდეგ დავინახეთ, რომ ადგილი ჰქონდა სანქციების აცილებას, კერძოდ, დიდი შვიდეულის ქვეყნებმა ამ ნივთების დიდი რაოდენობით ექსპორტი განახორციელეს სხვა ქვეყნებში, თურქეთში, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, ყაზახეთში. ეს არსებითი პრობლემაა და სწორედ ამის გამო დავდივარ მე ყაზახეთში, საქართველოში, სომხეთში. ამ წლის დასაწყისში რუსეთმა შეძლო საკმაოდ დიდი ოდენობით ძირითადი ელექტრომოწყობილობების რე-ექსპორტი. ამჟამად ჩვენთვის უკანონოა ამ ნივთების მიწოდება, როცა ვფიქრობთ, რომ ისინი რუსეთის სასარგებლოდ შეიძლება მიემართებოდეს, მაგრამ მეორე ამბავია, რომ ამ პროცესში უფრო მეტად ჩავრთოთ საკვანძო შუამავალი ქვეყნები

ქეთლინ ვან ბრემფტი, ევროპარლამენტარი: სანქციების სიაში არსებული ბევრი პროდუქტი კვლავაც მიემართება რუსეთისკენ და რუსეთის ომის ეკონომიკაში. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ დიპლომატიური ძალისხმევაც და ასევე ზეწოლა იმ ქვეყნებზე, მეზობელ ქვეყნებზე, მოკავშირეებზე, რომლებიც გვერდს უვლიან სანქციებს 

ჟურნალისტი: სწორედ მესამე ქვეყნებს უკავშირდება ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტი, რომელიც 23 ივნისს დამტკიცდა. 

დოკუმენტში სანქციების არიდების საწინააღმდეგო მექანიზმად მითითებულია ის, რომ ევროკავშირს შეუძლია შეზღუდოს სანქცირებული საქონლითა და ტექნოლოგიით ვაჭრობა, მიწოდება, გადაცემა ან ექსპორტი მესამე ქვეყნებში, რომელთა იურისდიქციები მიიჩნევა მუდმივ და განსაკუთრებით მაღალი რისკის შემცველად სანქციების ასარიდებად. ამავე პაკეტის მიხედვით, ორმაგი დანიშნულების საქონლისა და სხვა ტექნოლოგიების ექსპორტზე მკაცრი შეზღუდვები დაუწესდა ჩინეთში, უზბეკეთში, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებსა და სომხეთში რეგისტრირებულ კომპანიებს, რომლებიც რუსეთის შეიარაღებას უჭერენ მხარს.

ჟურნალისტის სტენდაფი: სტუდია მონიტორმა მოიპოვა ინფორმაცია, რომელიც აჩვენებს, რომ საქართველო ბოლო 2 წლის მანძილზე, ანუ მას შემდეგ, რაც რუსეთი ომს აწარმოებს უკრაინაში, მნიშვნელოვნად ზრდის ორმაგი დანიშნულების პროდუქციით ვაჭრობას იმ ქვეყნებთან, რომლებიც შესაძლოა რუსეთს სანქციების არიდებაში ეხმარებოდნენ. აი, რა გადამწყვეტ როლს ასრულებენ მესამე ქვეყნები რუსეთისთვის სანქციების არიდებაში. აშშ, ევროკავშირი, იაპონია და გაერთიანებული სამეფო ჩიპებს და სხვა ელექტრომოწყობილობებს რუსეთს არ აწვდიან, თუმცა სანქციების მიუხედავად, რუსეთში ამ ქვეყნებში წარმოებული ელექტრომწყობილობები მაინც ხვდება. როგორ? სწორედ აქ ერთვებიან მესამე ქვეყნები, მაგალითად, ჩინეთი, რომელიც აშშ-დან, ევროკავშირიდან, იაპონიიდან ყიდულობს ელექტრომოწყობილობებს, მათ შორის, ჩიპებს. ჩინეთიდან კი ეს პროდუქცია პირდაპირ ან სხვა ქვეყნების – მაგალითად, სომხეთის, ყაზახეთის გავლით შედის რუსეთში. ამ სქემაში შესაძლოა საქართველოც იყოს ჩართული.  ამ კუთხით ეჭვებს კიდევ უფრო აღრმავებს ის ფაქტი, რომ სანქციებს დაქვემდებარებული ზოგიერთი საქონლის ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებელი თითქმის 1000%-ითაა გაზრდილი 

ჟურნალისტი: მაგალითად, 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 1280%-ით გაიზარდა საქართველოდან სომხეთში ციფრული ბლოკების ექსპორტი და 3,047,730 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, წელს, ბოლო 10 წლის მანძილზე პირველად გადააჭარბა სომხეთიდან რუსეთში ექსპორტმა იმპორტს და 2023 წლის პირველ კვარტალში  1 მილიარდ 700 მილიონ აშშ დოლარამდე შეადგინა. ექსპორტის ზრდა ძირითადად სწორედ ორმაგი დანიშნულების პროდუქციაზე მოდის, რომელსაც სომხეთი არ აწარმოებს და მათ რეექსპორტს ეწევა რუსეთში, ანუ ყიდულობს სხვა ქვეყნებიდან და ყიდის რუსეთში.

ერთ-ერთი ქართული კომპანია, რომელიც ელექტრონული მოწყობილობებით სომხეთში ვაჭრობს “აიტი-დისტრიბუშენია”. კომპანია კომპიუტერებით საბითუმო ვაჭრობას ეწევა და ელექტროტექნიკა უმეტესად ჩინეთიდან შემოაქვს. “აიტი დისტრიბუშენი” 2019 წელს დააფუძნა საქართველოში ბელარუსის მოქალაქე სერგეი კოპიტაენკომ, რომელმაც 2023 წლის მარტში მოსკოვში გახსნა შპს “DIGITAL RETAIL”, რომელიც ქართული კომპანიის მსგავსად კომპიუტერული მოწყობილობებით ვაჭრობს. კოპიტაენკო აიტი დისტრიბუშენის ოფისში არ დაგვხვდა, ამიტომ კითხვები ამ კომპანიის თანამშრომელს დავუსვით.

ჟურნალისტი: სომხეთში როდესაც მიდის ეს ტვირთი, რომელიც ევროკავშირის მიერ სანქცირებულია, შემდეგ ეს ტვირთი მიდის თუ არა რუსეთში, ამას აკონტროლებთ თქვენ?

ქეთი მასხულია, აიტი დისტრიბუშენის წარმომადგენელი: არა, ჩვენ ამას როგორ უნდა ვაკონტროლებდეთ, ჩვენ შემოგვაქვს ეს ტვირთი, ჩვენ ხომ არ ვაწარმოებთ.

ჟურნალისტი: თქვენი კომპანიის დამფუძნებელს, სერგეი კოპიტაენკოს აქვს ანალოგიური კომპანია რუსეთშიც. თქვენს კომპანიას, ანუ ქართულ კომპანიას, ხომ არ იყენებს ის სანქციებისგან თავის ასარიდებლად?

ქეთი მასხულია: ვერ გეტყვით ქალბატონო, არ ვიცი, ჩვენ არ გვაქვს, ეხლა პირველად გავიგე თქვენგან, ჩვენ არ გვაქვს კავშირი რუსულ კომპანიასთან.

ჟურნალისტი: რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ სომხეთში მოქმედი ზოგიერთი კომპანია, რომლებიც რუსულ ფირმებს აწვდიდა პროდუქციას, უკვე მოექცა სანქციების ქვეშ. მაგალითად, აშშ-მა დაასანქცირა შპს “ტაკო“, რომელიც ელექტრომოწყობილობებით ვაჭრობის სფეროში ოპერირებდა. 

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი ყურადღებას ამახვილებს კიდევ ერთ ქვეყანაზე – ყირგიზეთზე, სადაც წელს შარშანდელთან შედარებით თითქმის 900%-ით გაზარდა ექსპორტი საქართველომ. ამ ქვეყნის რამდენიმე კომპანია ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთისთვის სანქციების არიდების გამო დაასანქცირა, ასევე უშუალო

თინა ხიდაშელი, “სამოქალაქო იდეის” დამფუძნებელი:  ყირგიზეთი არის ისევე როგორც სომხეთი და ამ ორ ქვეყანასთან მნიშვნელოვნად გვაქვს გაზრდილი ვაჭრობა, არის ამერიკის შეერთებული შტატების ვაჭრობის დეპარტამენტის მიერ მაღალი რისკის მატარებელი, სწორედ ორმაგი დანიშნულების პროდუქციასთან მიმართებაში. ერთი არის სახელმწიფოები რომლებიც სანქციების ქვეშ მოყოლილი კომპანიების საშუალებით ვაჭრობენ, ისინი პირდაპირ თავის არიდებაში არიან, არიან ქვეყნები,  რომლების ესე პირდაპირ არ არღვევენ სანქციებს თუმცა ორმაგი დანიშნულების პროდუქციის გამო მაღალი რისკის ქვეყნების სიაში არიან. ჩვენი სამეზობლოდან სომხეთი და ყირგიზეთი არის ორი ასეთი სახელმწიფო, რომლებიც ამ სიაშია, და ჩვენც მოულოდნელად აღმოჩნდა, რომ ამ ორ ქვეყანასთან გვაქვს გაზრდილი ვაჭრობა, თან ვაჭრობა გაზრდილი გვაქვს ისეთი პროდუქციით, რომელიც არ არის ბუნებრივი ჩვენთვის იმიტომ, რომ უცებ საქართველო აღმოჩნდა ისეთი ტიპის ელექტროტექნიკით მოვაჭრე, რომელსაც ჩვენ არ ვაწარმოებთ.

ჟურნალისტი: ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს, რომელიც პასუხისმგებელია გააკონტროლოს საერთაშორისო სანქციებს დაქვემდებარებული ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საქართველოში შემოტანისა და ქვეყნიდან გატანის პროცესი, “სტუდია მონიტორმა” მიმართა შეკითხვებით, თუმცა პასუხები ვერ მივიღეთ. ამის შემდეგ შევეცადეთ პასუხები ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილისგან მიგვეღო. 

გიორგი კაკაურიძე – ფინანსთა მინისტრის მოადგილე: მაქსიმალურად ვაკონტროლებთ იმას, რომ არ მოხდეს ჩვენი საზღვრიდან გასვლა რუსეთში, 

ჟურნალისტი: მესამე ქვეყნებში?

გიორგი: სომხეთი, ან თუ რომელიმე სხვა ქვეყანა აკეთებს, ამასთან დაკავშირებით ჩვენ მაქსიმალურად ვთანამშრომლობთ ევროკავშირისა და ამერიკის შესაბამის სამსახურებთან… ინფორმაციას ვაძლევთ…

ჟურნალისტი: თქვენ ატარებთ ამ ტვირთს მესამე ქვეყნებში, უბრალოდ აწვდით ამ ინფორმაციას ევროკავშირს?

ჟურნალისტი: უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომის მეორე დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ღიად და მკაფიოდ განაცხადა, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ შეუერთდებოდა.

ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერმინისტრი: საქართველო, ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით და ჩვენი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით, არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში 

ჟურნალისტი: საქართველოს მთავრობა, მისივე ქვეყნის კანონმდებლობით ოკუპანტად აღიარებული რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციებს არ მიუერთდა და უფრო მეტიც, დრამატულად გაზარდა მასთან ვაჭრობის მოცულობა და ქვეყნის რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება

2023 წლის იანვარ-ივნისში რუსეთიდან იმპორტი 31%-ით გაიზარდა და 927 მლნ დოლარი შეადგინა. ყველაზე მეტად რუსეთიდან საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტი გაიზარდა მაშინ, როცა რუსულ ნედლ ნავთობს წელიწადზე მეტია ევროკავშირის მიერ ემბარგო ადევს, დასანქცირებულია რუსული გიგანტი ნავთობკომპანიებიც. ამ ფონზე, თუკი 2021 წელს 135 მილიონი დოლარის ნავთობპროდუქტები შემოვიდა საქართველოში, 2022 წელს ეს მაჩვენებელი 620 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, 2023 წლის 9 თვეში კი – 477 მილიონი დოლარი შეადგინა.

“ნავთობიმპორტიორთა კავშირის” ხელმძღვანელი გვიხსნის, რომ ეს რუსული ნავთობპროდუქტების სიიაფით იყო  განპირობებული, თუმცა რამდენიმე თვის წინ რუსეთმა ნავთობპროდუქტების ექსპორტი ჯერ აკრძალა, შემდეგ კი გააძვირა.

ვახტანგი იობაშვილი, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი: რატომ მოგვაქვს რუსეთიდან? მე ერთხელ და სამუდამოდ, ბევრჯერ მითქვია და კიდევ გავიმეორებ: ბიზნესი არ არის საქველმოქმედო ორგანიზაცია. სადაც ნახავს იაფს, აიღებს.

ჟურნალისტი: საქართველოში შემოდიოდა სხვა კომპანიების ბენზინი, რომელიც არ არის სანქცირებული?

ვახტანგი: კერძო ქარხნების… ჩვენ რაც მოგვაქვს, ის ამინდს ვერ ქმნის. ამიტომ საქართველოს ცოტა რაოდენობა შემოგვაქვს, მაგრამ პროცენტული მონაცემები უკვე გითხარით… 80-85%-ზე იყო ასული მოხმარება რუსული პროდუქტის. 

ჟურნალისტი: უკრაინაში ომის დაწყებისთანავე ევროკავშირმა რუსეთიდან ნახშირის იმპორტი აკრძალა. ამ ფონზე, 2022 წელს წინა წელთან შედარებით საქართველომ რუსეთიდან ნახშირის იმპორტის მოცულობა 7.4-დან 18 მილიონ დოლარამდე გაზარდა. ამასთან, რუსული ნახშირის ერთ-ერთი მსხვილი შემსყიდველი ბოლო 2 წელია ჰაილდებერგცემენტია, რომლის ერთ-ერთი მფლობელი საქართველოს ყოფილი პრემიერისა და ქვეყნის დე-ფაქტო მმართველის, ბიძინა ივანიშვილის “თანაინვესტირების ფონდია”. 

ჩვენ ჰაიდელბერგცემენტს ვკითხეთ რატომ გაზარდეს რუსეთიდან ნახშირის იმპორტი სანქციების დაწესების შემდეგ, თუმცა პასუხი ვერ მივიღეთ. 

ჟურნალისტის სტენდაფი: იმპორტთან შედარებით მცირედ, მაგრამ გაზრდილია საქართველოდან რუსეთში ექსპორტის მაჩვენებელი. ტოპ-10 ექსპორტიორს შორის უმეტესად ღვინის მწარმოებელი კომპანიები არიან, რომლებიც ბიძინა ივანიშვილთან და მმართველ პარტიასთან დაკავშირებული პირების საკუთრებაშია. მაგალითად, რუსეთში ღვინის მსხვილ ექსპორტიორებს შორისაა “დუგლაძეების ღვინის კომპანია” და  “კოტეხი-გურჯაანის ღვინის ქარხანა”, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის ძმის, ალექსანდრე ივანიშვილისა და “ქართული ოცნების” დეპუტატის ზაალ დუგლაძის საკუთრებაშია. კიდევ ერთი მსხვილი ექსპორტიორი – “Bolero & Company” ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის ბიზნეს პარტნიორს – ვახტანგ კარიჭაშვილს ეკუთვნის. 

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ბოლო კვლევის მიხედვით, რუსულ ბაზარზე მაღალი დამოკიდებულებით ქართული ღვინის ექსპორტი გამოირჩევა, ვინაიდან ქართული ღვინის ექსპორტში რუსეთის ბაზრის წილმა 65%-ს მიაღწია.

ჟურნალისტი: როგორ შეაფასებთ იმას, რომ რუსეთში ღვინის ტოპ ექსპორტიორები არიან ქართულ ოცნებასთან და ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიები და მეორეს მხრივ გვაქვს გამოცდილება, როდესაც ორი ათას ექვს წელს რუსეთმა ემბარგო დაადო საქართველოდან ღვინის რუსეთში ექსპორტს.”,00:07:22,00:08:09

ბესო ნამჩევაძე, “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” მთავარი ეკონომისტი: პრო ქართული ოცნების ბიზნესმენები ზრდიან საქართველოს ღვინის ექსპორტის დამოკიდებულებას რუსეთზე და მერე ამ დამოკიდებულებით ქართულ მოსახლეობას აშინებენ, რომ ეხლა რუსეთზე, ესე რო ვთქვათ, ჩვენ ან რაღაც გავაკეთოთ, ღვინოს არ გაგვაყიდინებენ და მერე რა ვქნათ? მეორე დღეს მიდიან და მერე უფრო მეტ ღვინოს ყიდიან, მერე საქართველოს მოსახლეობას აშინებენ, თან ბევრ ფულს შოულობენ ხო?! ამით, თვითონ მდიდრდებიან და რაღაც, ის წლიდან წლამდე იგივე კახეთის მოსახლეობა ელოდება,  ყურძენი გადაურჩება, რამდენს მერე სტიქიას აუნაზღაურებენ, იქ სუბსიდირება, რა იქნება ფასის და ასე და მათი ეკონომიკური მდგომარეობა დიდად არ იცვლება. 10:19 მაგრამ ის ხალხი, ვინც მერე რუსულ ბაზარზე ეს ღვინო გააქვს, მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დასუბსიდირებულები, ისინი მილიონრები ხდებიან და უფრო და უფრო მეტ ფულს შოულობენ

ანდრეი რუდიკი, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წარმომადგენელი: რუსეთი არ აპირებს მისი აგრესიული ზრახვების მიტოვებას. რუსეთი ეძებს ახალ გზებს ჩვენი მიწის გასანადგურებლად, ჩვენი სახლების დასანგრევად და თითოეული ჩვენგანის მოსაკლავად…თუკი რუსეთის ფედერაცია არ მიიღებს უარს საჭირო კომპონენტებისა და ტექნოლოგიების მიღებაზე, არაფერი შეაჩერებს მას, რომ მოიძიოს უფრო მომაკვდინებელი და არაადამიანური იარაღი

ტატიანა მოსკოვა, უკრაინიდან დევნილი: საქართველო ძალიან ნათელია, კეთილია, აქ ძალიან ბევრი კარგი ადამიანი შეგვხვდა, რომლებიც თანაგვიგრძნობენ, მაგრამ სახლი, სახლია. მხოლოდ სახლში გვინდა. 

ჟურნალისტი: ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტზე რომელსაც რუსეთი იყენებს უკრაინის ომში დაწესებულია სანქციები. რამდენად მნშვნელოვანია რომ რომ ქვეყნებმა აკონტროლონ ეს პროდუქცია არმოხვდეს რუსეთში თუნდაც მესამე ქვეყნების გავლით?

უკრაინაში მიმდინარე ომის გამო ევროკავშირმა და სხვა ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები შემოიღეს, მათ შორის ისეთი ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტზე, რომელსაც რუსეთი საბრძოლო იარაღების წარმოებაში იყენებს. რამდენად მნშვნელოვანია თქვენი აზრით რომ რომ ქვეყნებმა აკონტროლონ ეს პროდუქცია არმოხვდეს რუსეთში თუნდაც მესამე ქვეყნების გავლით?

ტატიანა: ძალიან მნიშვნელოვანია… უკრაინა ჩვენი პატარა ქვეყანაა, დიდი არ არის, ძალიან ლამაზია, მრავალფეროვანია, უნიკალურია, როგორც ყველა ქვეყანა და მას აქვს უფლება არსებობის. დღეს უკრაინას თუ დაუჭერ მხარს, ხვალ ის დაგიდგება გვერდში, ბუმერანგის კანონია.